ბოლო დროს ფორუმში სეირნობისას შევამჩნიე ბევრი ჰოსტინგის მომწოდებელი კომპანია. და მათზე გამოხმაურება მრავალფეროვანია. ამ თემაში გვინდა თავი მოვუყაროთ ინფორმაციას ჰოსტინგის მომწოდებელი კომპანიების შესახებ და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს კითხვა რომელი უფრო საიმედოა და ა.შ
ესე იგი, ვწერთ ჩვენთვის მოსაწონ ჰოსტინგის მომწოდებელს და ვუთითებთ ქვემოთ მოცემული პარამეტრებიდან რომელს აკმაყოფილებს.
პარამეტრები:
1. სამართავი პანელი:
2. საკუთარი სერვერები თუ რესელერი:
3. აქვს თუ არა SSL კავშირი სისტემასთან:
4. კავშირის სიჩქარე:
5. კავშირის პინგი:
6. სერვერების მდებარეობა:
7. ტექნიკური თუ სხვა ტიპის მხარდაჭერა:
8. მომსახურების ფასები:
9. საბილინგო სისტემა:
10. გადახდის მეთოდები:
მგონი მთავარი რაღაცეები ჩამოვთვალე. მოდერებს ვთხოვ, თუ არასწორად ვხსნი თემას დამაკვალიანოთ და არ წამიშალოთ უცებ. 2-იანის წერაზე ნუ მიგიწვდებათ ხელი უცებ

.
ეს თემა იმიტომ გავხსენი, რომ ჰოსტინგის მომხმარებლები არ დააბოლონ მომწოდებელმა კომპანიებმა და დაინახონ განსხვავევბა კომპანიებს შორის, განსაკუთრებით ამ სფეროთი ახალდაინტერესებულმა პირებმა.
------------------------------
GENET.WS GROUP
http://www.genet.ws