მოკლედ როგორც სათაურში წერია მჭირდება დიზაინი. მეთვითონაც ვიცი დიზაინის დახატვაც და დაჭრაც და აწყობაც და შეკერვაც და გარღვევაც.
ჩემი პრობლემა მხოლოდ ისაა რომ არ მაქვს ეს ღვთისგანბოძებული ხატვის ნიჭი და რა ვუყო

ეხლა რა ხდება მინდა დიზაინი ამ საიტისთვის
iBoardგვერდი არის www.4chan.org ანალოგი. აქვე დავწერ 4chan.org ამათნაირი დიზაინი არ მინდა. ძალიან კარგია და ყველას მოწონს მაგ საიტის მომხმარებლებს, მაგრამ მაინც საკუთარი მირჩევნია

.
ეხლა რაც შეეხება მოთხოვნებს:
1)რეგისტრაცია საიტს არ აქვს და შესაბამისი ფორმებისთვის არ იწვალოთ
2)საიტზე კატეგორიების შიგთავსის დიზაინს თავი დავანებოთ ანუ მხოლოდ სთართ ფეიჯის და იმ გვერდებისთვის მჭირდება რომლებიც ზედა მენიუშია გამოტანილი
3)უნდა იყოს სადა მაგრამ არა მოსაწყენი, რომ შეეწყოს ყველა ასაკის მომხმარებელს.
4)გამოყენებული უნდა იყოს ისეთი ფერები რომლებიც თვალს არ დატანჯავს
5)დიზაინში უნდა იგრძნობოდეს ვებ გვერდის მოვალეობა, ანუ არ მინდა ვარეზ ან რომელიმე ბლოგის ვიდი მიეცეს. არის ერთგვარი ფორუმი და უნდა ხვდებოდეს მომხმარებელი რომ ფორუმზეა და არა ვარეზ საიტზე, ეს უკანასკნელი ამ წუთისათვის საიტზე არ იგრძნობა.
6)ფერები უნდა გამოყოფდეს ბლოკებს ერთმანეთისგან. ანუ არ უნდა იყოს ერთი ფერის უაზრო მასა სადაც გამწარებული რამის ძებნა მოგიწევს.
7)უნდა იყოს უნიკალური.
8)არ უნდა იყოს გადატვირთული ზედმეტი ხარახურებით, ეფექტებით და ა.შ. მინდა რომ ამ დიზაინმა მომხმარებელს მეტი ყურადღება კონტენტზე გაამახვილებინოს და არა მხატვრობაზე.
მგონი ყველაფერი ვთქვი
ფასი შეთანხმებით, ან ნამუშევრიდან გამომდინარე. რათქმაუნდა რეალურ თანხას გადავიხდი.
7-10 დღის განმავლობაში დავაკვირდები ყველა თქვენგანის შეთავაზებას და საუკეთესოს შევისყიდი.
ასეთის არ არსებობის შემთხვევაში გული ნურავის დაწყდება. მივადგები templatemonsters ან proservice-ს, რაც ყველაზე ძალიან არ მინდა.
არ ვიცი ნამდვილად თემა აქ უნდა გამეხსნა თუ გრაფიკულ განყოფილებაში. თუ რამე ფორუმის კანონსაწინააღმდეგო ჩავიდინე ვორნით ნუ დამაჯილდოვებთ.
მადლობთ წინასწარ.