მოკლე მარშრუტზე მოძრავი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა უკვე 80 თეთრი ღირს
ორი დღის წინ ამ სამარშრუტოებით მგზავრობა 60 თეთრამდე გაძვირდა, ხოლო 2 დღეში - კიდევ 20 თეთრით, 80 თეთრამდე.
ტარიფის ზრდის მიზეზების დადგენისა და სიტუაციაში გარკვევის მიზნით "პირWელი" ვაგზლის მოედანზე არსებულ ავტოსადგომს ეწვია.
მძღოლებმა ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვეს და დისპეტჩერებთან გადაგვამისამართეს, ამ უკანასკნელებმა კი მგზავრობის გაძვირება ერთხმად თბილისის მერიის დირექტივას და მის მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს" დაუკავშირეს.
"გუშინ ვაგზლის ავტოსადგომზე მერიის წარმომადგენელი მიხეილ ჭელიძე მოვიდა და განგვიცხადა, რომ ამ ავტოსადგომზე არსებული ყველა მარშრუტკისთვის ტარიფი 80 თეთრი უნდა გამხდარიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჭელიძე მძღოლებს 100 ლარიანი ჯარიმითა და მარშრუტკის ხაზიდან მოხსნით დაემუქრა. ჭელიძისგან მხოლოდ ერთი განმარტება მივიღეთ: გაჩერებაზე მდგომი მგზავრი მარშრუტკებს ფასის მიხედვით არ უნდა ირჩევდეს; ის 80-თეთრიან მარშრუტკაში არ ჩაჯდება, როცა იცის, რომ გადაადგილება უდრო დაბალფასიანითაც შეუძლია", - განუცხადეს "პირWელს" დისპეტჩერებმა.
დისპეტჩერების ახსნა-განმარტებამიღებულ ჟურნალისტებთან საუბარი მძღოლებს, როგორც ჩანს, უფრო გაუადვილდათ. ახლა ისინი კონტაქტზე საკუთარი ინიციატივით გამოვიდნენ და უკვე სიამოვნებით ამტკიცებდნენ, რომ ტარიფის გაზრდა მათ ინტერესებსაც ეწინააღმდეგება, მიზეზად კი მგზავრების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება დაასახელეს.
მიხეილ ჭელიძე, რომელსაც დისპეტჩერები ტარიფის გაზრდის მოთხოვნაში ადანაშაულებენ, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო, თუმცა ამჟამად სამსახური შეიცვალა და სამარშრუტო ტაქსების ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" თანამშრომელია.კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეონა ნიორაძე ვაგზლის ავტოსადგომის დისპეტჩერების მიერ მიხეილ ჭელიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
"სამარშრუტო ტაქსებზე მგზავრობის ტარიფის გაზრდა დიფერენცირებულია და ასეც დარჩება. არ შეიძლება, მგზავრობის ღირებულება ყველა სამარშრუტო ხაზზე 80 თეთრი იყოს", - დასძინა ნიორაძემ.
ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარის ლავრენტი ალანიას განცხადებით კი, სამარშრუტო ტაქსების ტენდერში გამარჯვებული კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენელს კანონით ძველი სამარშრუტო ტაქსის მძღოლის დაჯარიმების ან მოხსნის უფლება არ აქვს.
"თბილისის მიკროავტობუსს" ძველი მარშრუტკის მძღოლის გათავისუფლების უფლება არ აქვს, ვიდრე მას სამუშაოდ ახალ, ყვითელ სამარშრუტო ტაქსზე არ გადაიყვანს. ძველ მარშრუტკებთან დაკავშირებით კომპანიას მხოლოდ მარშრუტი აქვს შეძენილი, ხოლო მანქანა თავად მძღოლს ეკუთვნის, ან ვინმესგან აქვს ნაქირავები. მძღოლები კომპანიას დღიურად 10 ლარს უხდიან, მეტი კავშირი მათ ერთმანეთთან არ აქვთ. ასე რომ, კომპანიის წარმომადგენელს მძღოლები გათავისუფლებით რომც დაეშინებინა, რეალურად მუქარას ვერ განახორციელებდა, რადგან ამის უფლება არ აქვს", - განაცხადა ალანიამ და დასძინა, რომ ძველი სამარშრუტოების ახლით შეცვლის პროცესი 2012 წლის 15 იანვრამდე უნდა დასრულდეს.
როგორც ვხედავთ, მცირე მანძილზე მოძრავი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფის ზრდის მიზეზების ძიებაში ამჯერადაც გადაბრალების ნაცნობი სქემა მოქმედებს: მძღოლები - თბილისის მერიასა და მის მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულ "თბილისის მიკროავტობუსს", ხოლო კომპანიის წარმომადგენლები თავად მძღოლებს ადანაშაულებენ. ფაქტი კი ერთია: ამ ყველაფრით მგზავრები ზარალდებიან, რომელთაც დღეიდან მცირე მანძილზე გადაადგილებისთვისაც კი 80 თეთრის გადახდა უწევთ.http://www.presage.tv/?m=news&NID=15952პ.ს მიშისტებო ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ ხართ ხალხზე მზრუნველი ხალხი?
რატომ არ გამოხატავთ პროტესტს ამ უსამართლობაზე და გიგის ბიზნესზე რომლითაც მოსახლეობის ძარცვა ხდება ? !