#24230168 · 28 Feb 2011, 14:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა საქართველოს შძ შემადგენლობაში: ვფიცავ პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე; ვფიცავ კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები; ვფიცავ, მტკიცედ დავიცვა მხედრული დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველთა საფუძველი; ვფიცავ, შევინახო ჩემთვის მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო სამხედრო წესდებათა ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება; ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის; თუ გავტეხ ამ ფიცს, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. გვფარავდეს ღმერთი.
წავედი მეგობრებო მე ჯარში რათა ვემსახუროი საქართველოს ახლა უკვე იარაღით ხელში გზა დამილოცეთ
28/02/2011 17:00-იდან 20 დღის განმავლობაში კარანტინი მექნება ქუთაისში ხოლო შემდეგ ერთი წელი ბაზაზე ვიმსახურებ ასე რომ მომავალ შეხვედრამდე 20 დღის მერე გნახავთ
--------------------
ბინა პატარაა, სად რას ატევ... მივსებს უშენობას ოდნავ ნაღვლიანი, დედაარღნიანი ,,სარასატე".
|