30.11.2013
კვლევაში დეტალურადაა განხილული საქართველოს ავტოპარკის ცვლილებები შარშანდელ მაჩვენებლებთან შედარებით და მოცემულია დინამიკა ზოგადად წინა წლებთან შედარებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა საქართველოს ავტოპარკის შესახებ ტრადიციული, ყოველწლიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების 44,2% 20 წელზე მეტი ასაკისაა. თუმცა გამოშვების წელის მიხედვით ყველაზე დიდი ხვედრითი წილი 11-დან 20 წლამდე ასაკის სატრანსპორტო საშუალებებზე (46,7%) მოდის. საინტერესო ტენდენცია 1-დან 3 წლამდე ასაკის სატრანსპორტო საშუალებებში - მათი რაოდენობა წინა წელთან შედარებით 36 პროცენტით გაიზარდა. 2012 წელს საქართველოში სულ 15 249 ერთიდან სამ წლამდე ასაკის სატრანსპორტო საშუალება იყო დარეგისტრირებული, რაც მთელი ავტოპარკის 1,9 პროცენტია.
ტენდენცია თითქმის არ შეცვლილა ძარის ტიპების პოპულარობის მიხედვით. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულ ავტომობილებს შორის სედანის ტიპის მანქანები ჭარბობს - სედანების ხვედრითი წილი 54,5 პროცენტია. მეორე ადგილზე ჰეჩბექებია - 18,3%, მესამეზე კი - ყველგანმავლები და ქროსოვერები - 13,2%. მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი აქვთ კომბი-კლასის ავტომობილებს - 10,9%.
იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა 2010 და 2011 წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად მომატებული იყო 2012 წლის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით კი მარტის თვეში, როცა შემოყვანილი მანქანების რაოდენობამ 7 000-ს გადააჭარბა. განსაკუთრებული აქტივობა კი ბოლო 2010, 2011 და 2012 წლებში წლის ბოლოს, დეკემბრის თვეში შეინიშნებოდა.
2008 წლიდან მოყოლებული იმპორტიორი ქვეყნების არა მარტო სამეული, არამედ მათი რეიტინგიც არ შეცვლილა. პირველი ისევ გერმანიაა, მეორე - აშშ, მესამე - იაპონია. სამაგიეროდ, წლიდან წლამდე მატულობს ავტომობილების რაოდენობა. ჩავარდნა მხოლოდ 2009 წელს იყო, როცა ქვეყანა პოსტკრიზისულ და ომის შემდგომ მდგომარეობაში გახლდათ.
საინტერესო უნდა იყოს ფერების რეიტინგიც. საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების უმრავლესობა კვლავ რუხი ან ვერცხლისფერია (164 460). მერე მოდის თეთრი (114 281), ლურჯი (93 785), მწვანე (72 324) და მხოლოდ ამის შემდეგ შავი (71 467). ქართველი მომხმარებელი ყველაზე ნაკლებად ვარდისფერს (600), მეწამულს (3 616) და იისფერს (8 758) წყალობს.
მნიშვნელოვანი ფაქტები
-> 2012 წელს მსუბუქი ავტომობილების რაოდენობის ზრდამ წინა წელთან შედარებით შეადგინა 6,8%
-> იმპორტირებულ და განბაჟებულ ავტომანქანებში მარჯვენასაჭიანთა ხვედრითი წილი საშუალოდ 13 პროცენტია. უცვლელია იმპორტიორი ქვეყნების ლიდერთა სამეული: გერმანია, აშშ, იაპონია.
-> რეგისტრირებული ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოებულია 2002 წლამდე, თუმცა საგრძნობი ზრდა ფიქსირდება 1-დან 3 წლამდე ავტომობილების სეგმენტში, რაც ავტოპარკის გაახალგაზრდავების ტენდენციაზე მიუთითებს.
-> საქართველოში ყველაზე გავრცელებული მარკებია Mercedes და Opel, თუმცა წინა წელთან შედარებით ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა განიცადეს Honda-ს და Nissan-ის მარკის ავტომობილებმა. მსუბუქ ავტომობილებში ყველაზე გავრცელებული მოდელებია კვლავ Opel Astra და Opel Vectra.
-> ავტომობილების ფერებში ჭარბობს რუხი/ვერცხლისფერი და თეთრი. ავტოპარკის 38% თბილისშია რეგისტრირებული.
-> პირველადი რეგისტრაციის მიხედვით, მამაკაცებისა (25,6%) და ქალების (21,2%) ყველაზე დიდი სეგმენტი უპირატესობას Mercedes-ის მარკას ანიჭებს.
-> ყველა ასაკობრივ კატეგორიაში უპირატესობა ენიჭება Opel Astra-ს მოდელებს, ხოლო გამოშვების წლების მიხედვით პოპულარობით სარგებლობენ 1999 და 2000 წელს გამოშვებული ავტომობილები.
საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული 10 მარკა
მარკა / რაოდენობა / ზრდა 2011 წელთან შედარებით
1. Mercedes / 98 023 / +18%
2. Ope /l 95 483 / +13%
3. Ford / 75 838 / +11%
4. Volkswagen / 46 493 / +9%
5. BMW / 38 466 / +11%
6. Mitsubishi / 24 672 / +13%
7. Toyota / 23 964 / +18%
8. Honda / 14 335 / +26%
9. Nissan / 12 753 / +21%
10. Audi / 8 309 / +10%
საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული 10 მოდელი
მოდელი / რაოდენობა
1. Opel Astra - 37 963
2. Opel Vectra - 35 638
3. Mercedes E კლასი - 30 039
4. Mercedes C-კლასი - 25 303
5. Volkswagen Golf - 22 815
6. BMW მე-5 სერია - 16 715
7. Mitsubishi Pajero/io - 16 072
8. BMW მე-3 სერია - 15 850
9. Opel Omega - 9 295
10. Volkswagen Passat - 8 292
საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული კონკრეტული მოდელები
მოდელი რაოდენობა
1. Opel Astra F - 31 757
2. Mercedes C W202 - 20 692
3. Opel Vectra A - 18 572
4. Mercedes E W210 - 17 249
5. Opel Vectra B - 16 823
6. VW Golf III - 13 114
7. Opel Astra G - 10 445
8. BMW 3 Ser. E36 - 8 091
9. BMW 5 Ser. E39 - 7 428
10. BMW 5 Ser. E34 - 7 715
2012 წლის 5 ფავორიტი მარკა გენდერული განაწილების მიხედვით
მამაკაცები
მარკა %
1. Mercedes 25.6%
2. Opel 22.9%
3. BMW 8.3%
4. Volkswagen 7.7%
5. Honda 5.2%
ქალები
მარკა %
1. Mercedes 21.2%
2. Opel 15.4%
3. Toyota 8.9%
4. Volkswagen 8.2%
5. BMW 8.1%
2012 წლის 7 ფავორიტი მოდელი გენდერული განაწილების მიხედვით
მამაკაცები
მოდელი %
1. Opel Astra 11.5%
2. Mercedes E-კლასი 9.6%
3. Mercedes C-კლასი 9.5%
4. Opel Vectra 6.4%
5. BMW მე-3 სერია 3.7%
6. Volkswagen Golf 3.4%
7. Honda CR-V 2.8%
ქალები
მოდელი %
1. Opel Astra 7.4%
2. Mercedes C-კლასი 7.0%
3. Mercedes E-კლასი 5.7%
4. Opel Vectra 3.6%
5. BMW მე-3 სერია 3.5%
6. Toyota Vitz 3.4%
7. Volkswagen Golf 3.4%
წყარო:
http://www.autobild.ge/index.php?option=co...=158&lang=ka-GE