რახან ეგრა ეგრე იყოს , ოღონდ ბოლომდე წაიკითხე
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18 °C-ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) დასკვნით "დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით", რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4 °C–ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელალხალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.
ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი.
საერთაშორისო ორგანიზაცია ”Global Humanitarian Forum”-მა, რომლის თავმჯდომარეც გაეროს გენერალური დირექტორი კოფი ანანია, გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც გლობალური დათბობის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაა დასახელებული. ამის შესახებ ”New Scientist”-ი წერს. მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. ”Global Humanitarian Forum”-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-ი) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება. თარგი:დედამიწა
გაერო-ს სპეციალისტები, ახალ მონაცემებზე დაყრდნობით, დათანხმდნენ, გადახედონ გლობალურ დათბობაზე ხორცის წარმოების გავლენას.
2006 წელს გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტომ (FAO) გამოაქვეყნა მოხსენება "რქოსანი პირუტყვის ჩრდილში", სადაც ირწმუნებოდნენ, რომ ხორცის წარმოება მავნე გამონაბოლქვის 18 პროცენტზეა პასუხისმგებელი.
აღნიშნულმა მაჩვენებელმა საწვავის გადამუშავების დროს გამოყოფილი მავნე გაზების რაოდენობას გადააჭარბა და შესაბამისად ამ მონაცემებმა დიდი გავლენა მოახდინა გლობალური დათბობის წინააღმდეგ მებრძოლებზე. სააგენტოს მოხსენებას გამოეხმაურნენ ვეგეტარიანული დიეტის მომხრეები, მათ შორის სერ პოლ მაკარტნი.
ხორცის ინდუსტრიის ზიანის შესახებ ასევე გამუდმებით საუბრობს რეჯენდრა პაჩაური, რომელიც გაერო-ს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოთაშორის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელია.
კალიფორნიის უნვერსიტეტის სპეციალისტი ფრენკ მიტლონერი მიიჩნევს, რომ ხორცის წარმოების შემცირება კლიმატურ პირობებზე გავლენას არ მოახდენს. მიტლონერი ამიერკის კონგრესის ქიმიური საზოგადოების წინაშე მოხსენებით გამოვიდა და განაცხადა, რომ "გლობალური დათბობის შენელება შესაძლებელია მესაქონლეობის უფრო რაციონალური ორგანიზაციით და არა ხორცის ინდუსტრიის შემცირებით". "ჩვენ ხორცისა და რძის წარმოების შემცირებით ისედაც ღარიბ ქვეყნებში შიმშილს გამოვიწვევთ," - განაცხადა ფრენკ მიტლონერმა.
მოხსენების "რქოსანი პირუტყვის ჩრდილში" ავტორებმა დეტალურად გამოიკვლიეს მავნე ნარჩენების 18 პროცენტამდე ხორცის წარმოების სხვადასხვა სტადიებზე. მიტლონერმა ყურადღება გაამახვილა, რომ 2006 წლის მოხსენებაში ასე დეტალურად არ არის დაანგარიშებული ტრასპორტის გამონაბოლქვი. მოხსენების ერთ-ერთმა ავტორმა პიერ ჰერბერმა განაცხადა, რომ ის პროფესორის კრიტიკას იღებს.
ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების სხდომაზე გამოსვლისას მიტლონერმა შენიშნა, რომ ისეთ განვითარებულ საზოგადოებებში, როგორც ამერიკაა, სადაც სატრანსპორტო გამონაბოლქვი მთლიანი მოცულობის 26 პროცენტს შედგენს და მესაქონლეობაზე კი სულ რაღაც 3 პროცენტი მოდის - ხორცი გლობალური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის არასწორი სამიზნეა.
დარწმუნებული ვარ ყველას გსმენიათ გლობალური დათბობის შესახებ. მე პირადად არ მახსოვს როდის მომესმა პირველად ამ ორი სიტყვის ერთობლიობა, მაგრამ ის კი მახსოვს რომ თავიდანვე საშიშად მეჩვენა, რადგან სიტყვა “გლობალური” უკვე ძალიან მასშტაბურს ნიშნავს და მასთან ნახსენები დათბობაც თავისთავად არ უნდა ნიშნავდეს მხოლოდ ზამთარში პლაჟზე ნებივრობას და ზაფხულში სუპერ კონდიციონერის პრობლემას. როგორც მეცნიერთა უმრავლესობა ირწმუნება გლობალური დათბობა ანუ კლიმატის კრიზისი უმნიშვნელოვანესი საკითხია და ადამიანის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს 21-ე საუკუნეში.
ვიცი როგორია დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ჩვენს საზოგადოებაში, ჯერ მომწიფების მცირედი ნიშნებიც კი არ ჩანს. ალბათ იმიტომ რომ სხვა პრობლემებიც თავზე საყრელი გვაქვს, ეკონომიკური, სოციალური, მენტალური, მოკლედ პრობლემების მეტი რა არის, არა მარტო ჩვენი საზოგადოება არამედ მსოფლიოს დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არხეინად უყურებს ამ საკითხს, რადგან უარყოფითი შედეგები ჯერ ჯერობით არც ისე თვალში საცემია, ძალიან ბევრ ადამიანს კიდევ არ გაუცნობიერებია რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ ყბადაღებულმა გლობალურმა დათბობამ რომელის შესახებ ხანდახან Discovery-ზე და National Geographic-ზე გადის გადაცემები. გეოგრაფიით და მეცნიერებით ნაკლებად დაინტერესებულები ასეთ გადაცემებს ალბათ საერთოდ არც უყურებენ და თუ უნახავთ, ან თვალი მოუკრავთ ალბათ მხოლოდ თეთრი დათვების თანაგრძნობა თუ გასჩენიათ, არიან ისეთებიც ვისაც ძალიან შორეული მომავლის პერსპექტივა ჰგონიათ ან შედეგზე არ უფიქრიათ სათანადოდ, ანდაც მეცნიერების მორიგ ფულის გასაკეთებლად გამოგონილ ეშმაკობად ნათლავენ, საკითხი გაცილებით სერიოზულია.
გლობალური დათბობა წარმოადგენს მსოფლიო საშუალო ტემპერატურის მატების პროცესს, რომელიც 1950-იანი წლებიდან შეინიშნება, ზოგიერთი მეცნიერის აზრით ტემპერატურის მატება 200 წლის წინ დაიწყო. დღეს დღეობით იმაზე თითქმის აღარავინ დაობს რომ გლობალური დათბობა მართლაც მიმდინარეობს, ამას უამრავი ფაქტი ადასტურებს, წლიდან წლამდე თვიდან თვემდე დღიდან დღემდე მცირდება ყინულის საფარი ანტარქტიდაზე გრელანდიაზე თუ ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში, დნება ყინული მყინვარებზე, CO2 –ს კონცენტრაციის მომატებით ატმოსფეროში, იგი უფრო მეტ სითბოს აკავებს ატმოსფეროში, ვიდრე გასცემს, პლუს ამას ყინულის დნობასთან ერთად დედამიწის ზედაპირზე უფრო ნაკლები მზის სხივები აირეკლება და მეტი შთაინთქმევა, ამ ყველაფერს კი ადამიანისთვის ბუნებისთვის და ცოცხალი არსებებისთვის დამღუპველი ცვილებების და კატასტროფული შედეგის მოტანა შეუძლია. მაგალითად ტყეების განადგურება, სტიქიური უბედურებების გახშირება და მათი მასშტაბების ზრდა, მდინარეების, ტბების დაშრობა, ცხოველთა მილიონობით სახეობის გადაშენება, ზღვის დონის აწევა და შესაბამისად მსოფლიოს უამრავი სანაპიროს დატბორვა, ქალაქების. დასახლებული პუნქტების, სოფლის მეურნეობის განადგურება, უზარმაზარი ტერიტორიების უდაბნოდ ქცევა, ჯამში კი შეუძლია ჩვენი ცივილიზაციის განადგურებაც. თუმცა მეცნიერების აზრს შორის საკმაო განსხვავებებიც არის იმ რისკებთან დაკავშირებით რომელიც შეიძლება განვითარდეს, მასთან ერთად მცირე რიცხვი მეცნიერებისა იმასაც კი ამტკიცებს რომ კლიმატის სწრაფი ცვლილება საფუძველს მოკლებულია. მაგრამ სხვები შიშობენ რომ იგი მწვავე და მტკივნეულ ცვლილებებს გამოიწვევს დედამიწაზე.
გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ორ ძირითად ბანაკადაა გაყოფილი: ერთნი ამტკიცებენ რომ გლობალური დათბობა ადამიანის საქმიანობითაა გამოწვეული, მეორენი კი ამტკიცებენ რომ გლობალური დათბობა ბუნებრივი პროცესია და გამოწვეულია მზის აქტივობის გამო. მიუხედავად იმისა რომ ბოლო პერიოდში გლობალური დათბობის თემა გააქტიურდა, გარემოს დამცველები იღებენ ფილმებს ამ თემაზე, მედია ხშირად აშუქებს ამ თემაზე მეცნიერთა ინტერვიუებს თუ პოლიტიკოსთა შეთანხმებებს, იკრიბებიან არაერთი ქვეყნის ლიდერები ამ პრობლემაზე სასაუბროდ და რამდენიმე საერთაშორის შეთანხმებაც იდება, ეს თემა მსოფლიოს ჯერ კიდევ მიყურისძირებული აქვს. ჩემი პირადი აზრით რომელიც არა მგონია საფუძველს მოკლებული იყოს ამ ყველაფერს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მთელი მსოფლიო ინდუსტრია, ეკონომიკა, სიცოცხლის უნარიანობა წიაღისეულ ნავთობზეა დამოკიდებული და ძირეული ცვლილებები კარბონ დიოქსიდის (იგივე CO2) გამოყოფის შესამცირებლად ძალიან რთული იქნება ამ პირობებში როცა ყველანაირი ადამიანის მოქმედება პირდაპირ დამოკიდებულია CO2 –ს გამოყოფაზე. განახლებადი ენერგიის ჩანაცვლება ყველა სფეროში შორეული მომავლის პერსპეტივაა, ეკონომიკური სირთულეების და იმ ფაქტორის გათვალისწინებით როცა ნავთობის წიაღისეული მარაგი კიდევ დაახლოებით 50 წელიწადს გაქაჩავს, და ამ ყველაფრით მილიარდებს თუ მილიონებს შოულობენ ნავთობ მაგნატები, ნავთობით მდიდარი ქვეყნები, ნავთობის ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე გიგანტური ფულის ქარხანაა, და სწორედ ამ ბიზნესის ინტერესებში არ შედის მსოფლიომ დაიწყოს მასიურად განახლებადი ენერგიის წყაროზე გადასვლა, ჩემი აზრით სწორედ ნავთობის მომგებიანობა უნდა ეწინააღმდეგებოდეს, გლობალური დათბობის მიზეზად ადამიანის მოქმედებების დასახელებას, რადგან CO2-ს გამოყოფის უდიდესი წილი საწვავის წვის შედეგად წარმოქნილი კარბონ დიოქსიდია. დიდი ეჭვია რომ მეცნიერთა მეორე ნაწილის აზრს უკან სწორედ ნავთობ ინტერესები უნდა იდგეს, ერთი შეხედვითაც წარმოუდგენელია რომ ადამიანს მთელი თავისი ქარხნებით, თვითმფრინავებით, მანქანებით, გემებით, თუ სხვა მილიონობით საყოფაცხოვრებო დანადგარებით გავლენა არ ქონდეს პლანეტაზე, ქარხნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დედამიწაზე 600 მილიონზე მეტი ავტომანქანა დადის, მიუხედავად იმისა რომ ბოლო პერიოდში თვითმფრინავები უფრო ენერგო ეფექტური გახდნენ და ნაკლებ გამონაბოლქვს გამოყოფენ, საჰაერო მოგზაურობების რიცხვის ზრდის გამო იზრდება ტოტალური დაბინძურება. 1986 წლიდან 2006 წლამდე თვითმფრინავების დაბინძურების წილი 87% -ით გაიზარდა.