საინტერესოა იმით, რომ ჩვენი დონის ნაკრებები (აშშ, კანადა) იწრთობა ამ თასზე თამაშით...
ე.ი. რა ხდება ამ ჩერჩილის თასზე.
ცოტაოდენი ისტორია: საფუძველი ჩაეყარა 2003 წელს ინგლისის რაგბისა და ფეხბურთის კავშირის, კანადის რაგბისა და აშშ–ს რაგბის კავშირების ინიციატივით, რათა განვითარებულიყო სარაგბო კულტურა კანადასა და ამერიკაში. თასი კიდევ ცნობილი ინგლისელი პრემიერმინისტრის სახელობისაა.
2003 წელს თამაშობდნენ ინგლისი, კანადა და აშშ, შეჯიბრება მოიგო ინგლისმა
2004 წელს – ინგლისი, კანადა, აშშ, ახალი ზელანდია, თასი აიღო ახალმა ზელანდიამ
2005 წელს – ინგლისი, კანადა, აშშ, არგენტინა, ინგლისმა აიღო თასი
2006 წელს – ინგლისი, კანადა, აშშ, შოტლანდია, ირლანდია, ახალი ზელანდია, თასი აიღო ახალმა ზელანდიამ.
წელს ჩემპიონატში მონაწილეობას ღებულობენ ინგლისი "საქსონები", კანადა, აშშ, შოტლანდია "ა", ირლანდია "ა", არგენტინა "პუმები"
გუნდები ორ ჯგუფად განაწილდნენ და ხვდებიან ერთმანეთს წრიული პრინციპით (round-robin). წრიული პრინციპის ჩათავების შემდეგ ტარდება შეხვედრები ე.წ. ფარისათვის (Plate) ხვდებიან ერთმანეთს ჯგუფში მეორე ადგილებზე გასულები, თეფშისათვის (Bowl) - მესამე ადგილზე გასულები
თასისათვის (Cup) - პირველ ადგილებზე გასულები
A Pool
Scotland A, Canada, Argentina Pumas
B Pool
Saxons, USA, Ireland A
კალენდარი
07.06.08
USA - Saxons 10-64
Scotland A - Canada 26-10
11.06.08
Scotland A - Argentina Pumas
USA - Ireland A
14.06.08
Ireland A - Saxons
Argentina Pumas - Canada
21.06.08 Plate Final, Bowl Final, Cup Final
საითი:
http://www.barclayschurchillcuprugby.comპ.ს. რაიმე უზუსტობებისათვის წინასაწარ ბოდიში
მიმაგრებული სურათი