***
ჩემი ოთახი.
უნაბისფერი კედლები
ჩამავალ მზეში წითლად შრიალებს.
სტუმრის თავი - შავი ქრიზანთემა.
ჩემი ოთახით მოზღუდულნი;
მეგობრის თავი - სასანთლეებში
ყვითელ აბრეშუმებად მისანთებად.
სარკმლის პრიალმა გადაურბინა,
წამოწეულა იგი ტახტიდან,
მთვლემარედ უდევს მტევნის ზურგები.
სიღრმეში, გადახსნილი სარკმლიდან
მამადავითის თეთრი ლებანი
შავ-მწვანე კალთებში სამმხრიდან.
მოწითალო ბურუსის ბიბინში
კედელთან ყავისფერი სკამი მოთხვრილი,
ჩემი ოთახის კედელი საზურგეში წითელ გრაგნილად გახსნილა.
და ჩემი მკლავების თეთრი ერთობა
ახლა ეჩვენებათ თრობად და სიკვდილად,
ასე ვისახებით ახლა ამ განფენით,
ჩემმიერ სახებით შეკრულნი ირგვლივად.
გრძელ კედელზე სიწითლე კუთხემდე მიწვა.
ბურუსის შტოში გავიარე,
აქა-იქ დამამჩნევს ძეწკვის ბრწყინვა
ოქროს სველ ნაკვალევს;
იგი თვალებს ყელზე უცებ შავი ფრთებივით გადამაფართხალებს.
სინათლე ავანთეთ,
მზე ჩავიდა თავის ჟამისად.
ჩემი ოთახის მღებავი კედელი - სისხლი, ნაჟონი მხარზე ჟანგისფრად,
ხორხი შეტოკდა, უშრება ნერწყვი,
უხერხული დაყრდნობით
მისი ლავიწი თეთრი სანთელივით ილეწება.
ჩემს უნაბისფერ ოთახში ჟამი დგას სამხრობის.
1967
დავწეროთ ამ თემაში ესმას შესახებ!!
ახლახხანს გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა მისი ასი ლექსის წიგნი და სულ ცხელ-ცხელი ამბავია, რომ ამავე გამომცემლობამ გამოსცა ესმა ონიანის ჩანაწერები, ძალიან საჭირო აზრები..
http://burusi.wordpress.com/art/esma-oniani/http://lib.ge/body_text.php?5294http://literatura.mcvane.ge/main/literatur...bbbbb-bbbb.html This post has been edited by aravinac on 4 Nov 2011, 10:50
მიმაგრებული სურათი