დუშეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის)
კონკურსის ძირითადი პირობები 1. კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანი არის დუშეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა.
2. ზოგადი კრიტერიუმები
1. კონკურსის მომწყობია დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა.
3. კონკურსი ტარდება ერთ ტურად. სამუშაო ენაა ქართული.
4. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის შემთხვევაში.
5. გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:
ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა;
ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;
გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;
დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).
6. კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციას იძ¬ლევა კონკურსის კოორდინატორი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. ქ. დუშეთი რუსთაველის ქ. №27, ტელ 8(346) 22 19 39, 22 19 38, ელ. ფოსტა dusheti.mun { @ } gmail.com .
3. კონკურსის პირობები
1 გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.
2. საკონკურსო პროექტს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკ¬ლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება.
3. წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება ინფორმაცია ავტორის ვინაობის, მისამართისა და სხვა საკონტაქტო მონაცემების შესახებ.
4. კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.
4. კონკურსის ჩატარების ვადები
1. კონკურსის გამოცხადება _ 2011 წლის 15 დეკემბერი
2. საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა _ 2012 წლის 5 იანვარი
3. შედეგების გამოცხადება _ 2012 წლის 12 იანვარი
5. გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებული კონკურსის პრემია
კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია პრემია 1000 ლარი
6. კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები
1. გამარჯვებული პროექტები გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს.
2. კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.
დამატებითი მოთხოვნები (ნიმუში):
ა) გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე;
ბ) გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის გამომსახველი ვერცხლის სამ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი;
გ) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა "----------"; (მუნიციპალიტეტის სახელწოდება)
This post has been edited by Gov on 12 Dec 2011, 17:12
მიმაგრებული სურათი