ჯონი დილინჯერი
ვინ იყო ეს ადამიანი ?
არც ისე ცნობილი ადამიანი ქართული საზოგადოებისთვის
მაგრამ ბოლო დროს უფრო გახდა ცნობილი რაც ჯონი დეპმა შეასრულა მისი როლი კინოფილმ "public enemy" (მაგრამ მე თუ დამიჯერებთ , თუ მოინდომებთ რომ გაეცნოთ ფილმს დილინჯერზე უყურეთ "dillinger" რომელიც 1973 წელს გადაიღეს)
დილინჯერი დაიბადა 1903 ამერიკის შტატ ილინიოსში
არასდროს სწავლა მაგას არ ყვარებია და ბავშვობიდან უნდოდა რომ ბანკების მძარცველი გამოსულიყო
1924დან 1933 წლამდე ციხეში იჯდა
როცა თავისუფლებაზე გამოვიდა დაუკავშირდა ისეთ განგსტერებს როგორიც იყო "ლამაზი ბიჭი ფლოიდი" , ჰომერ ვან მეტერს და ტომი კეროლს
ბატონ მელვინ პერვისმა ამათზე ნამდვილი ომი გამოაცხადა და ზედიზედ ყველას კლავდა მაგრამ დილინჯერი უძვრებოდა ხელიდან ხშირად მაგრამ დილინჯერს როგორც მისმა მეგობარმა უწინასწარმეტყველა დაღუპა ქალებმა
იმ "სასტუმროს" პატრონმა რომელმაც დილინჯერში განგსტერი ამოიცნო დაუკავშირდა მელვინ პერვის და უთხრა რომ დილინჯერი იქნებოდა მასთან ერთად საღამოს თეატრში
და ის იქნებოდა ჩაცმული წითელ ტანსაცმელში
როდესაც დილინჯერი თეატრიდან გამოვიდა
ის მოკლულ იქნა პერვისის მიერ 1933 წლის 22 ივლისს
როდესაც დილინჯერი მოკლა პერვისი გადადგა სამსახურიდან (უფრო სწორედ ედგარ გუვერმა აიძულა გადამდგარიყო)
1961 წელს პერვისმა იმავე პისტოლეტით მოიკლა თავი რომლითაც დილინჯერი მოკლა
1969 წელს გარდაიცვალა დილინჯერის საყვარელი ეველინ ფრეშეტე
1973 წელს გადაიღეს პირველი დიდათ წარმატებული კინო რომელსაც სახელადაც დილინჯერი ეწოდა
ედგარ გუვერმა კი ამ კინო დაიწუნა და დაგმო მისი არსებობა
2009 წელს კი ჰოლივუდმა მოკიდა ხელი ამ ცნობილი განგსტერის ბიოგრაფიას ხელი და გადაიღო წარმატებული კინო " საზოგადოების მტრები"
პ.ს. ჩემი პირადი ცოდნიდან გამომდინარეა ნაწერი არსაიდან დაკოპირებული არ არის
თქვენ რას იტყვით ამ მაფიოზიზე არის კი იმის ღირსი რომ ამნაირი ცნობილი არის ?