ჩემი გული უფრო გამალებით ცემს შენს მოლოდინში...
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი
ძვირფასო, მოსვლა რათ გაგიძნელდა?
ძვირფასო, რისთვის დაიგვიანე?
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ერთ ტრაგედიას
და როგრც ბავშვი დავიწყებ ტირილს.
ასე გაივლის წამება, ოხვრა
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით,
მოხვალ დაღლილი, მეტყვი როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები.
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი
და ეს თვალები, ლურჯი თვალები, ჩემი თვალები
ისევ მოგელის...
“ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას”
სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია,
ვერ გადურჩები სულის წვალებას
მე რომ გაფრენა არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
სადღაც სდუმს დილა, სადღაც ძილია,
გზა გაიარეს სადღაც ქალებმა.
ჩემი სხეული რომ დაღლილია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,
და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა.
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან-
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
იბრძოლე შენი თავისთვის მხოლოდ.. 0_o
<3