#52899989 · 13 Jun 2018, 12:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იმედი ბოლოს კვდებაო მოგეხსენებათ და ალბათ ყველა დამეთანხმებით,რომ ეს ასეა. ადრე(დაარქვით გინდ სსრკ,გინდ სოციალიზმი) კიბოთი დაავადებულს უმალავდნენ დიაგნოზს -ზუსტად ამ მოტივით,რომ მასში ეს იმედი არ მოეკლათ. ახლა პაციენტს პირდაპირ მიახლიან ხოლმე ამდენ ხანში მოკვდებიო. აგერ თანაკლასელი მყავს ამ მდგომარეობაში და ვფიქრობ-იქნებ ისე ჯობდა? სიკდილი რომ გარდაუვალი ეს ყველამ ვიცით და მაინც ვიცინით,ვმხიარულობთ და არ ვაქცევთ ყურადღებას მანამ,სანამ მის პირისპირ არ დავდგებით,როგორც ის,ვისზეც მოგახსენეთ.ეს მხიარული კაცი წუთობით ელის.მისი დარჩენილი დღეები მხოლოდ და მხოლოდ ლოდინი და აღარაფერი ამქვეყნიური არ ახარებს. სამართლიანია ეს?
|