#24277061 · 3 Mar 2011, 11:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თანხის გადარიცხვა ჯეოსელი ლაილაის ყველა აბონენტს სთავაზობს ერთი ნომრიდან მეორეზე თანხის გადარიცხვის მარტივ და მოხერხებულ გზას. სერვისი ავტომატურად არის ჩართული ლაილაის ყველა აბონენტისთვის. ნომრიდან თანხის გადარიცხვა შესაძლებელია მაშინ, როცა თქვენი ნომერი ორმხრივადაა ჩართული, ხოლო მეორე აბონენტის (ვისაც ურიცხავთ თანხას) ნომერი ორმხრივად/ცალმხრივად არის ჩართული ან ორმხრივადაა გამორთული.
თანხის გადმორიცხვა თქვენს ანგარიშზე თხოვნის საფუძველზე: - აკრიფეთ *147# OK , მოთხოვნისას მიუთითეთ იმ აბონენტის ნომერი (ვინც გსურთ, რომ თანხა გადმოგირიცხოთ შემდეგ ფორმატში: 995 ინდექსი და ნომერი. მაგ: 99593XXXXXX) და თქვენთვის საჭირო თანხის ოდენობა. - ადრესატი თქვენს თხოვნას მიიღებს SMS-ის საშუალებით. თანხმობის შემთხვევაში მან უნდა აკრიფოს *148# OK და მიჰყვეს ინსტრუქციას. ადრესატს შესაძლებლობა აქვს მოთხოვნილის ნაცვლად მისთვის სასურველი თანხის გადარიცხვა. ამისთვის მან უნდა აკრიფოს სრული კომბინაცია ერთდროულად: *148*თანხა*1 # OK
თანხის გადარიცხვა თქვენი ანგარიშიდან: აკრიფეთ *149# OK და მიყევით ინსტრუქციას, მოთხოვნისას მიუთითეთ იმ აბონენტის ნომერი (რომელზეც გსურთ თანხის გადარიცხვა შემდეგ ფორმატში: 995 ინდექსი და ნომერი. მაგ: 99593XXXXXX) და გადასარიცხი თანხა. გადასარიცხი მინიმალური თანხაა 1 ლარი, მაქსიმალური კი 50 ლარი. თანხის მითითება შესაძლებელია მხოლოდ ლარებში, თეთრების გარეშე. თანხის გადამრიცხავს ყოველი გადარიცხვისას, გადარიცხულ თანხასთან ერთად ანგარიშიდან ეჭრება სერვისის ღირებულება - 20 თეთრი (დღგ-ს ჩათვლით).
გაითვალისწინეთ: - დღის განმავლობაში თანხის გადარიცხვის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია 5-ჯერ. - თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ლაილაის ნომრიდან ლაილაიზე - თანხის გადარიცხვის სერვისით სარგებლობა შესაძლებელი არ არის ჯეო კრედიტის დაფარვამდე - თანხის გადარიცხვის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ლაილაის იმ აბონენტთათვის, რომლებიც მინიმუმ ერთი თვე არიან ქსელში ჩართული და მინიმუმ ერთხელ აქვთ ანგარიში შევსებული სერვისის გამოსართავად აკრიფეთ *151# OK
მიმდინარე თვეში თქვენს მიერ გადარიცხულ და თქვენს ნომერზე ჩარიცხულ თანხებზე ინფორმაციის სანახავად აკრიფეთ
|