კეთილი იყოს თევზების პერიოდში გახსნილი თემა ტყუპებისთვის


მოკლედ კაი საწვალებლები ხართ რა

ტყუპები:
მუდმივი ბავშვი როგორც ინტელექტუალურად,ისე გრძნობებში. კატეგორიულ უარს აცხადებს გაზრდაზე.მთელ ცხოვრებას პარაზიტობაში ატარებს.ერთადერთი, რაც მართლა ძალიან უყვარს არის საუბარი.ცოტას კითხულობს,მაგრამ ყველაფერზე თავის შეხედულება აქვს,ამასაც კვირაში ცხრაჯერ იცვლის.შედარებით მოწიფულ ასაკში უვითარდება განსჯის უნარი.ხშირად გამოდიან მწერლები ან მსახიობები.ვერ იტანს ვერც ფიზიკურ,ვერც შინაგან დაძაბულობას.მოსწონს სტუმრების მიღება,რომელთაც ჩაითა და კანფეტებით უმასპინძლდება,უმეტესად საკუთარი ყბედობით.
ტყუპები და იუმორი

მათთან ჯობია საერთოდ არ იხუმროთ, თორემ საკადრის პასუხს ვერ აცდებით. ყველანაირი მიზეზით და უმიზეზოთ შეუძლიათ იხუმრონ, გასაგებია რატომაც, მოქნილი აზროვნება, მწარე ენა და ხასიათი, თვითონაც იცით - მხიარული. მოსწონთ ანეკდოტები გზებზე, მანქანებზე, ყველაფერზე რაც მოძრაობს. მაშინ გაიცინებენ როცა სასაცილო იქნება, თანაც ჯერ მთხრობელზე, შემდეგ ყველაზე ირგვლივ ვინც ვერ მიხვდება ანეკდოტს. სულელურ ანეკდოტზე სხვები იცინებენ და ტყუპები არა. ყველა იფიქრებს ეტყობა გულზე მოხვდა და გაუტყდაო და უფრო ხმამაღლა გაიცინებენ, მაგრამ ტყუპებს მაინც არ გაეცინებათ. როცა ყველა წავა, ტყუპები გაიცინებენ ბოლოს, მათი სისულელით გაოცებული და საკუთარი ინტელექტით გაკვირვებულები.
ტყუპები
1. მე დღეს სულაც არ ვარ ისეთი, როგორც გუშინ.
2. ის ფლობს სიტუაციას, ვინც ფლობს ინფორმაციას.
3. ერთი “თავი” კარგია, ორი უკეთესია.
4. “ფიგარო იქ, ფიგარო აქ” – აი, ჩემი ცხოვრება.
5. იდეა, როგორც პროდუქტი არ უნდა იყოს დიდ ხანს გაჩერებული.
6. სახლში თითო ტელევიზორი და ტელეფონი კარგია, მაგრამ სამი უკეთესია.
7. ვინც ვერ ასწრებს, ის იგვიანებს.
8. მიყვარს რაოდენობა, რადგან ხარისხისთვის არ მყოფნის დრო.
9. კამათისას ჩემს მეტ სიტყვას ვერ იტყვით.
ტყუპები
ზოდიაქოს ერთერთი მთავარი უბედურებათაგანი. საქმე იმაშია, რომ ტყუპების მეტი წილი ოცნებობს იმაზე, რომ დიდებული, პატივცემული და ცნობილი იყოს, მაგრამ მათ ასე არავინ ღებულობს. ამიტომ, მოანდომო ტყუპებს შურისძიება, ძალზე მარტივია. და თუ გეღირსათ ტყუპების შურისძიება, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენ შეიძლება გახდეთ წარმოუდგენელი ჭორების, მითქმა-მოთქმის და დაუფარავი ცრუ ინფორმაციის და ბრალდებების მთავარი გმირი.
ყმაწვილ ტყუპებს შეუძლიათ ჩხუბიც კი ატეხონ გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგესთან, რომელიც რატომღაც ყოველთვის გაცილებით ძლიერია და ამის გამო ცოტა ხანში შეიძლება სადღაც კუთხეში სლუკუნებდნენ. მაგრამ თუ ეს იყო ვირტუალური ჩხუბი, მაშინ ტყუპები ნებისმიერს მოერევიან. ასე რომ, სერიოზული შურისძიება ტყუპებს შეუძლიათ შორი მანძილიდან, ვთქვათ ინტერნეტით ან ტელეფონით, ან შეიძლება რამე ვირუსი გამოგიგზავნოთ წერილით, ეს მათი სტილია.
ამასთანავე ტყუპების უმეტესობას განწყობა ამინდზე უფრო სწრაფად ეცვლებათ. დილით შურისძიების წყურვილით აღზნებულნი, შუადღისას ისინი შესაძლოა ურთიერთმომგებიან საქმეს გთავაზობდნენ ანდა ახალმოგონილ ჭორებს გიზიარებდნენ შურისძიებისთვის ამორჩეულ ახალ სამიზნეზე.
თუმცა, თუ თქვენ გადაწყვიტავთ, რომ ტყუპების შურისძიების არ უნდა გეშინოდეთ, ძალიან შეცდებით. პირველყოვლისა, ადამიანები მზად არიან დაუჯერონ ყველაზე წარმოუდგენელ ჭორებს თანაც სიბინძურის ჩამორეცხვა არც ისე იოლია.
და მეორეც, ტყუპებს აქვთ ჩვევა, იცოდნენ ყველაზე ყველაფერი და ახალი ჭორის გავრცელებისას, შეიძლება უნებლიედ ისეთი ინფორმაციაც გასცენ, რაც თქვენთვის არასასურველი იქნება და შეიძლება მტკივნეულიც. საერთოდ, იმის ცოდნა, რომ ვინც ფლობს ინფორმაციას, ის სამყაროს მართავს, ტყუპებში ინსტინქტურ დონეზე დევს.
ტყუპები მამაკაციტყუპებ მამაკაცთან ურთიერთობა 1001 ღამის ზღაპრებს ჰგავს. ენაგატლეკილ შეჰერაზადაზე ხომ გსმენიათ?ჰოდა,თქვენი ცხოვრების მთავარი როლიც განსაზღვრულია. რა თქმა უნდა,ის თავის "სოფელში" სახელგანთქმული მეზღაპრეა,მაგრამ მოსმენაც ძალიან უყვარს,თან რაც შეიძლება დაუჯერებელი ამბების.
არ იწამოთ მისი სიტყვების,ისწავლეთ სიმართლის და ტყუილების გარჩევა,ეძებეთ რაციონალობის მარცვალი.გახსოვდეთ,მისი გრძნობები იმწუთიერი და ცვალებადია.
იყავით თეატრალური,ესთეტი,მწრმეტყველი,აითვისეთ რიტორიკის და ორატორობის საფუძვლები,გაჟღინთეთ თქვენი მეტყველება უცხო სიტყვებით,რაც შეიძლება მეტი ლინგვისტური მრავალფეროვნება,მხოლოდ ასე თუ აღაგზნებთ მის მთავარ ეროგენულ ზონას_ტვინს.
თუ თქვენ დამოუკიდებელი ქალი ხართ,მამაკაცებთან თანასწორობა გხიბლავთ,არ გჭირდებათ საიმედო,დასაყრდენი მამაკაცი,თამამად აირჩიეთ ტყუპები მამაკაცი. თავისუფლებაც თუ გიყვართ,პირდაპირ თქვენთვისაა ზედგამოჭრილი. აი, წარმოიდგინეთ მაღაზიაში ასანთზე რომ გაგზავნით ორშაბათს,პარასკევამდე აღარ დაბრუნდება,რაც გინდათ, ის აკეთეთ.
მაგრამ თუ თქვენ მესაკუთრე და ეჭვიანი ხართ,მაშინ ტყუპებთან ჯოჯოხეთის გავლა მოგიწევთ."გავალ,გავივლი"ზე რომ გაიწევა, თქვენ თუ დოინჯი შემოიყარეთ: ჯერ შარვალს დაგიუთოვებო,ჩათვალეთ რომ დაკარგეთ თქვენი ორთავიანი. ამიტომ არავითარი ანგარიშვალდებულებები არ დააკისროთ. ისეირნოს და იაროს სადაც უნდა და რამდენიც უნდა. თქვენ, მის არყოფნაში,ჭკვიანური წიგნები წაიკითხეთ,რამე ფროიდის პონტში; გაზეთები,ყველა საქმის კურსში რომ იყოთ. შემობრუნდება თუ არა,ეცით პირდაპირ კარებიდანვე:საფრანგეთში პრეზიდენტი შეცვალეს.ურუგვაიში 127-ე რევოლუციაა, მელ გიბსონს რუსის ნაშა უჩივის,ბოლოს კი ამინდის პროგნოზი და სპორტული ინფორმაციაც მიაყოლეთ...და ასე,შემდეგ გასირნებამდე.
თუკი ამ ინსტრუქციებს მიჰყვებით,ეს მოსეირნე ყმაწვილი მუდამ თქვენთან დაბრუნდება,რადგან მისთვის ფიზიკური განშორება არაფერია. მთავარია,თქვენთან სულიერ სიახლოვეს გრძნობდეს.
კიდევ გაორება უყვარს ხოლმე,პირდაპირ თქვენ თვალწინ:დილით ყავის მოცუნცულება ლოგინში,ღამით თქვენი მოკეთეების გინება. სურვილებიც რომ წყვილ-წყვილად აქვს? ორი სამსახური უნდა,ორი ჰობი,ორი ცოლი,ორი საყვარელი...მოკლედ,ამ ჰიბრიდთან ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ.
ნუ ჩაუსაფრდებით სიტყვებზე,საკუთარ ბრძნადმეტყველებებზე პასუხიმგებლობას მაინც არ აიღებს. სამაგიეროდ, ნებისმიერ კომპანიაში ვარკვლავივით ბრჭყვიალებს:თვალები უგიზგიზებს,მახვილ-მახვილ ფრაზებს ისვრის,თან რა ენცოკლოპედისტია?! ხალხში ნამდვილად არ შეგარცხვენთ.
მოთმინება,მოთმინება და კიდევ ერთხელ მოთმინება. მოიმარაგეთ დამამშვიდებელი აბები და ხალხური მედიცინის დამაწყნარებელი საშუალებები. რომელი? ჰკითხეთ თქვენს საყვარელს,აუცილებლად ეცოდინება.

რა ვაჩუქოთ ტყუპებს:
ტყუპები არ ანიჭებენ საჩუქრებს დიდ მნიშვნელობას. ტყუპებისთვის ისინი მეტნაკლებად საიამოვნოა, როცა მათ ჩუქნიან და ნაკლებად როდესაც თავად უნდა იტეხოს თავი მათ არჩევაზე. მათთვის მნიშვნელოვანია არა საჩუქარი, არამედ ის ვინც მას ჩუქნის. ტყუპები ისევე, როგორც მერწყული უმტკივნეულოდ გადაიტანს თუ თქვენ დაგავიწყდათ მისი დაბადების თარიღი, ასე რომ არც მათთვის საჩუქრის არჩევაა ძნელი საქმე. მათ გაუხარდებათ საინტერესო წიგნი,კალმების ნაკრები, კალკულატორი, კომპიუტერი, მანქანა. მოკლედ ყველაფერი ის, რაც მათ მსოფმხედველობას გააფართოვებს. აჩუქეთ აბნიმენტი საყვარელ გამოცემაზე, ჩაურთეთ საკაბელო ტელევიზია, აჩუქეთ მრავალფუნქციანი ტელეფონი. იმაზეც ნუ დაიძაბებით, რომ გაიხსენოთ ესა თუ ის ნივთი აქვს თუ არა უკვე ტყუპებს,როგორც წესი ყველა ნივთის მრავალი ეგზემპლიარი აქვთ, თან დაბნეულები არიან და ყველაფერს კარგავენ. ამდენად წარმოიდგინეთ რამდენი წვრილმანის ჩუქება შეიძლება, ყველაფერი რისი დაკარგვაც შეიძლება თუ გადაწყვიტეთ დაუთმოთ ყურადღება ტყუპებს, მიართვით სხვადასხვა მრავალ კოლოფებში ათასი წვრილმანი, ნახავთ რა ენთუზიაზმით გახსნის ყველას და კომენტარები კი ,ამ პროცესში, ყველაზე მაგარ კომედიურ წარმოდგენაზე უკეთესი იქნება. შეფუტვას ნუ გადაყვებით,ტყუპების ყურადღებას ის ნაკლებად მიიპყრობს,მას ის უფრო აინტერესებს შიგნით რა არის. მხოლოდ მას მერკანტილურობა არ ამოძრავებს,არამედ ცნობისმოყვარეობა. მოკლედ ტყუპებს საჩუქარის მიღებაზე მეტად თქვენი ყურადღება უხარია
ტყუპები და მათი ინტიმური მხარე ) თუ თქვენ გეტყვიან რომ ჰაერის ნიშნები არა სექსუალურები არიან-არ დაიჯეროთ. ეტყობა გადაიკითხეს წიგნები, მაგრამ რეალურად არც ტყუპებთან, არც სასწორთან და არც მერწყულთან არ ჰქონიათ ურთიერთობა, ან არ ესმით ამ პრობლემის საფუძველი ამ ადამიანებში. საქმე იმაშია, რომ სექსი ის სფეროა, სადაც ჰაერის ნიშნები კარგავენ თავიანთ სიმსუბუქეს, მოძრავ ხასიათს და რაც მთავარია თავისუფლებას, რომელსაც ასე უფრთხილდებიან. ისინი განიცდიან სექსუალურ პარტნიორზე დამოკიდებულებას. გულის სიღრმეში იციან ეს და ყველანაირად ცდილობენ თავი აარიდონ ამ საკითხს, შედეგად დაუსხლტნენ დამოკიდებულებას.
სანამ სასიყვარულო ურთიერთობის საწყის ეტაპზე არიან, დაფარფატებენ, დაფრინავენ-მათთან იოლი და სასიამოვნოა ყოფნა. როგორც კი გადალახავენ ზღურბლს, სახელად სექსი, ისინი თითქოს შეცვალეს. უჩნდებათ შიშები პარტნიორის დაკარგვის, იწყებენ მცდელობას მიიბან რამენაირად ის,მაგალითად ქორწინების საშუალებით და სხვა ათას სისულელეს სჩადიან. ტყუპებს კუროსგან განსხვავებით არ სჭირდება კომფორტი, ის სპარტანულ პირობეშიც მშვენივრად იქნება, მაგრამ პარტნიორი უნდა იყოს მისეული, საიმედო და დაცდილი. ტყუპები საკამოდ ნერვოზული ტიპები არიან, ხოდა სექსუალური სფერო კი ძალიან დამოკიდებულია ფსიქონერვულ მგდომარეობასთან, ამიტომაც როდესაც პარტნიორი დაცდილი და საიმედოა, შეგვიძლია გამოვრიცხოთ იაღლიშები. ძირითადად ეს კაცებს ეხებათ, თუმცა ქალებზეც ვრცელდება. ქალ ტყუპებს სექსი საიმედო პარტნიორთან აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება პანიკის შეტევები დაემართოს იმის შიშით, რომ მას არ მიიღებენ და ჩამოიშორებენ. ტყუპებს შეუძლიათ სექსი რაღაც მიზნისთვის გამოიყენოს, მაგრამ მათავარი საშიშროება-ვიღაცაზე დამოკიდებულება, ამ შემთხვევაშიც დიდია. ამიტომაც თუ შეატყვეთ, რომ ტყუპები დაგიახლოვდათ, მაგრამ ამავე დროს თავის ხაზს მიჰყვება, არ შეშინდეთ, გარანტიას გაძლევთ, რომ სანამ თავის მიზანს მიაღწევს მახეში გაებმება მიეცით გარეგნული თავისუფლება ტყუპებს, რადგანაც შინაგანი შებოჭილობა ხომ უნდა იყოს კომპენსირებული? ტყუპები სექსის სფეროში გამოიმუშავებენ ერთგავრ სქემას და მას მიჰყვებიან მკაცრად.-აქედან გამომდინარე,შეგიძლიათ ტყუპები თქვენს მოთხოვნილებებს შეუსაბამოთ, ანუ პროცესში მიუთითონ იმაზე, რისი გაკეთებაც გსურთ, ის დიდი სიამოვნებით მოგყვებათ და შეასრულებს ყველაფერს სანამ არ გაითიშებით თუ კუროს არ სჭირდება ახსნა განმარტებები, რადგანაც ის თქვენ გგრძნობთ, ტყუპებს უნდა აუსხსნათ, ეს ხომ მენტალური ნიშანია. ჯერ ტვინში უნდა დაალაგოს და მერე ყველაფერი წავა უპრობლემოდ.
ტყუპებს უყვართ ლაპარაკი სექსამდე და განსაკუთრებით მის შემდეგ, თუმცა არიან ვირტუოზები რომლებიც პროცესშიც კი ახერხებენ საინტერესო ამბების მოყოლას
ხშირად აბსურდამდეც კი მიდიან და საწოლში კონკრეტულ საქმეზე მოხვედრილები იწყებენ საუბარს სამსახურზე და სამომავლო გეგმებზე. როცა მოგბეზრდებათ ამ ყველაფრის მოსმენა, შეახსენეთ ის, თუ რისთვის ხართ საწოლში და ტყუპები სიხარულით გადაერთვებიან წამოწყებულ საქმეზე საკუთარი ლაყბობით დაღლილები- ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ადვილად ერთვებიან ერთი საქმიდან მეორეზე. დიდი შანსია კონკრეტულ სიტუაციაში დაავიწყდეთ რატომ არიან სადღაც , ან სულაც სად არიან და აქედან გამომდინარე გულწრფელად ეგენოს, რომ საწოლში მის მოსასმენად მოხვდით თუ სიგარეტის მოსაწვად გავიდა და აღარ დაბრუნდა არ გაგიკვირდეთ, ალბად ისევ გადაერთო სხვა რამეზე, ეს რომ აიცილოთ თავიდან გაყევით თქვენც მოსაწვად, თუნდაც საშინელი ალერგია გქონდეთ თამბაქოს სუნზე და თუ საწოლში ჯერ არ გასულხართ ფინალის სწორზე.
სამწუხაროდ ამბების მოყოლის მანიამ ( ტყუპებს კი ყოველთვის რაღაც აქვთ მოსაყოლი) შეიძლება ისინი სხვის საწოლში მიიყვანოს, თანაც როდესაც თავს გაიმართლებს გეტყვით, რომ უბრალოდ " საუბრობდა" და სასაცილო ისაა, რომ ეს სიმართლე იქნება. მაშასადამე რა მოუვა იმ პარტნიორს, რომელმაც არ იცის, რომ ტყუპები პერიოდულად უნდა მიაბრუნო "საქმეზე"? მოუწევს მოთნიმებით ლოდინი ტყუპების მიერ საუბრის დამთავრების,მაგრამ განა ღამე ისეთი გრძელია როგორც ტყუპების სფიჩი?
ხოდა მე თქვენ მიყვარხართ 
განა მართლა