აი დარდი

მაგრამ, ამასობაში ნახე რას წავაწყდი ნეტში
http://www.aura-help.ge/node/43 ( მხოლოდ ლინკის დადებით შემოვიფარგლებოდი მაგრამ საიტი როდემდე იფუნქციონირებს არ ვიცით. ამიტო ტექსტურად იყოს აქაც , მთავარია რო ვაფიქსირებთ პლაგიატიზმს ადგილი აქ აქვს

საკმაოდ ბევრი ინფო დევს, ყველაფერს არ გადმოვიტან

რა არის ბიოენერგეტიკა ?
ბიოენერგეტიკა ეს არის სხეულში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების საფუძველზე პიროვნების გააზრება. კერძოდ, გამონთავისუფლებული ენერგიის პროდუცირება, სასუნთქი და მეტაბოლიტური გზებიდან. რომელიც წარმოადგენს ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციას.


ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს განსაზღვრავს ენერგიის რაოდენობა რომელსაც ფლობს ადამიანი. შესაბამისად რაც უფრო მეტი აქვს ადამიანს ენერგია, რომელსაც ის სწრაფად, თავისუფლად გარდაქმნის მოძრაობასა და ექსპრესიაში, მით უფრო ოპერატიულად და ეფექტურად გადალახავს სიტუაციას. ამის გარდა ბიოენერგეტიკა - თერაპიის ფორმაა. ის აერთიანებს სხეულის და გონების მუშაობას. ეხმარება ადამიანებს გადაწყვიტონ ემოციონალური პრობლემები და აქტიურად მოახდინონ რეალიზაცია პოტენციალური შესაძლებლობების. გაიხარონ ცხოვრებით და მიიღონ სიცოცხლისგან სიამოვნება. ბიოენერგეტიკის ფუნდამენტალური თეზისია - სხეული და გონება ფუნქციონირებენ როგორც ერთიანი მთლიანი. გონების მუშაობა ეს არის არეკვლა იმის, თუ რა ხდება სხეულში და პირიქით.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გონებას და სხეულს შეუძლიათ იმოქმედონ ერთი მეორეზე. ადამიანის ფიქრი ზემოქმედებს მის გრძნობებზე. ანდა პირიქით. მაგრამ ეს ურთიერთქმედება შემოსაზღვრულია აღქმით ანდა პიროვნების ზედაპირული ასპექტებით. ხოლო უფრო ღრმა ქვეცნობიერის დონეზე, აზროვნება და შეგრძნებები განისაზღვრება ენერგეტიკული ფაქტორებით. მაგალითად დეპრესიულ მდგომარეობაში ადამიანს არ შეუძლია გამოიყვანოს საკუთარი თავი პოზიტიური ფიქრებით. ეს აიხსნება იმით, რომ მისი ენერგეტიკული დონე საკმაოდ შემცირებულია. ხოლო როდესაც ის ღრმა სუნთქვის გზით, ზრდის ენერგეტიკულ დონეს რომელიც დათრგუნულია ყველა სხვა დანარჩენ სასიცოცხლო ფუნქციებთა ერთად, ადამიანიც გამოდის დეპრესიიდან.
ჩვენი ორგანიზმის სულიერი სამყარო ნაწილდება 3 ძირითად შემადგენელად . ანუ ჩვენ გონებას გააჩნია 3 კომპონენტი:
ემოციური - ინტელექტუალური - ფიზიკური. ეს თანამედროვე სამეცნიერო მცნებები სათავეს იღებენ უძველესი დროის კლასიფიკაციიდან - სული EQ - გონება IQ - სხეული FQ.
ემოციური კოეფიციენტი (EQ)
განაგებს გარემო სამყაროს ემოციურ აღქმას. მას შეუძლია ბევრი გვამცნოს ადამიანზე მის შესაძლებლობებზე და კომუნიკაციებზე. ამ კოეფიციენტის დაბალი დონისას ადამიანს, როგორც ცხოველებს უყალიბდებათ დაბალი ემოციები, როგორიცაა: აგრესია, ეჭვები, სიხარბე, სიბოროტე, ზიზღი, შურისძიება. EQ მაღალ დონისას, ადამიანის ნერვული ცენტრები გაჯერებულია ნეირონებით. ამ დროს ფორმირდება მაღალი დონის ემოციები, როგორიცაა: სიკეთე, კეთილმოსურნეობა, სინდისი, სირცხვილი, შემწყნარებლობა. მაღალი კოეფიციენტის არსებობისას ადამიანი როგორც წესი აღწევს დიდ წარმატებებს ხელოვნებაში, მეცნიერებაში, კულტურსა თუ, სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში. ასეთი ადამიანები უმეტეს შემთხვევებში არიან ლამაზები როგორც სხეულით, ასევე სულით. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანის ორგანიზმში ჰორმონი ესტროგენი დომინირებს სხვა ჰორმონებზე როგორიცაა, ადრენალინი, ნორადრენალინი და ტესტესტერონი. ამ ყველაფრის გარდა - განაგებს ადამიანის, უნარს ანალიზი გაუკეთოს როგორც თავის ასევე გარშემო მყოფთა ემოციებს. რაც ხელს უწყობს ჰარმონიაში მოაქციოს თავის შიდა სამყარო და დაამყაროს პროდუქტიული კონტაქტები სხვა ადამიანებთან. ამიტომაც EQ -ს, ხშირად უწოდებენ “ სოციალურ ინტელექტს”. ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ,რომ EQ კოეფიციენტის 20%-მდე მაჩვენებელი სრულიად საკმარისია წარმატების მისაღწევად.
ინტელექტუალური კოეფიციენტი (IQ)
IQ - მაჩვენებელი აერთიანებს თავისთავში თავის ტვინის ქერქის ცენტრებს. რომელიც განაგებს ლოგიკის, მეხსიერების და ადამიანის ქცევის ანალიზის განვითარებას. ამ ინტელექტუალურ ცენტრებში, ნეირონების მცირე რაოდენობის შემთხვევაში ადამიანში ფორმირდება ეგოიზმი. ხოლო, მაღალი კოეფიციენტისას, ადამიანი ხშირად აღწევს უკეთეს მაჩვენებლებს ბიზნეს და მმართველობაში. ზუსტ მეცნიერებას და წარმოებაში. დომინანტ ჰორმონს წარმოადგენს ტესტოსტერონი.
ფიზიკური კოეფიციენტი (FQ)
FQ - ადამიანის ორგანიზმში გაუთვითცნობიერებულ დონეზე ხელმძღვანელობს ფიზიკური სხეულის განვითარების და დაცვით პროცესებს. ადამიანები კომატოზურ მდგომარეობისას ან ძილის დროს ფლობენ მხოლოდ გონების ფიზიკურ შემადგენელს. მაღალი დონის FQ კოეფიციენტის მქონე ადამიანები გამოირჩევიან ფიზიკური სხეულის საუკეთესო მაჩვენებლებით. მათ აქვთ გამძლეობის და გადარჩენის ძლიერი უნარი. ასეთი ადამიანები აღწევენ წარმატებას სპორტში, არმიაში, ფიზიკურ მუშაობისას და ყველგან სადაც საჭიროა სხეულის ფიზიკური შესაძლებლობების მობილიზაცია. მაღალი დონის FQ კოეფიციენტის მქონე ადამიანების, ორგანიზმში ჰორმონებიდან დომინირებს ადრენალინი და ნორადრენალინი.
ადამიანის ბიოენერგეტიკა
(გავაგრძელებ)
* * *
წყარო :
http://www.aura-help.ge/node/47 აურის ზომა . [aura camera -MbGA]
ზომის მიხედვით მთლიანობაში აურა წარმოადგენს გამოსხივებას ან ველს ,რომელიც გამოდის ადამიანის სხეულის ზედაპირიდან გარკვეულ მანძილზე. მისი ზომა შესაძლებელია იყოს რამოდენიმე სანტიმეტრიდან ათეულ მეტრამდეც. რაც უფრო ენერგეტიკულად ძლიერია და სულიერად განვითარებულია ადამიანი, მით უფრო დიდია მისი აურის ზომა. შინაგანად და სულიერად სუსტი ადამიანის აურის ზომა საკმაოდ მცირეა.აურის ზომები ხშირად ამა,თუ იმ დროს დამოკიდებულია ადამიანის განწყობაზე. რამდენად მზად არის მიიღოს ან გასცეს ენერგია. რამდენად ფართოა მისი განზომილების “მე”. რამდენად არის ის სხვაზე დამოკიდებული. რამდენად ის ექცევა სხვის გავლენის ქვეშ. (ბოლო მონაცემებით მკვლევარები დაასკვნეს, რომ 21 საუკუნის დასაწყისში ადამიანთა აურის ზომა ზოგადად საგრძნობლად შემცირებულია)



წითელი წრე წარმოადგენს აურის ზომას სანტიმეტრებში( MGbA- Aura camera)
(75-100) - დიდი ფართო აურა უჩვენებს გამოსხივებას, რომელსაც გრძნობენ სხვებიც. გამოიყენეთ ქარიზმა თქვენი მიზნის მისაღწევათ.
(40-75) - საშუალო აურა გამოსხივებული ენერგია საკმაოდ დიდია. მოახდინეთ კონცენტრაცია დასახულ მიზანზე. მიაღწიეთ მიზანს აურის გადიდებით.
(0-40) - პატარა აურა უჩვენებს ენერგიის სიმცირეს. ამ ადამიანებს აღიქვამენ როგორც ინტროვერტებს. დაბალი მცირე ენერგიით.
ადამიანის აურა და მისი თვისებები
The aura of a person and his property
აურა
ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბიოენერგეტიკული ფარი. რომელიც იცავს ორგანიზმს გარე სამყაროს ელექტრომაგნიტური ზემოქმედებისგან.
ორგანიზმის ინფორმაციული გარსი რომელიც იღებს და ცვლის ინფორმაციულ ნაკადებს თქვენსა და გარე სამყაროს შორის
ადამიანის აურა ფერების მიხედვით კლასიფიცირდება 12 ძირითადად ტიპად. მათ შორის არსებობს აგრეთვე გარდამავალი ფერის 12 ტიპი. თითოეულ ტიპი მეორისგან გამოირჩევა სპეციფიკური მახასიათებლით. რომელიც ადამიანებში აისახება შესაბამის ნიშან - თვისებებით. თითოულ ფერს გააჩნია თავისი უნიკალური დანიშნულება. არც ერთი ფერი არ არის უკეთესი მეორეზე. ვინაიდან, თითეული ადამიანის ცხოვრება განუმეორებელია თავისი ცხოვრებისეული გაკვეთილებით, ბედნიერების წუთებითა და პრობლემებით. აურის ფერი და სიმკვრივე პირდაპირ დამოკიდებულია ადამიანის ჩაკრების (ენერგეტიკული ცენტრების) აქტიურობაზე. ისინი განსაზღვრავენ ადამიანის აზროვნების ინდივიდუალურ მდგომარეობას. აურის ფერების მიხედვით შეიძლება ადამიანის აზროვნების, ემოციების, ფიქრების, და მისი ენერგეტიკულ შესაძლებლობათა ხარისხობრივი ინფორმაციის განსაზღვრა. აურის თითეული ფერი მიანიშნებს ენერგიის გარკვეულ სიხშირეებს. ის მიესადაგება ხასიათის გარკვეულ თვისებებს, აზროვნების მიმართულებას, ტემპერამენტს და სულიერი განვითარების დონეებს. აურის აღწერისას ფერის გარდა დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის ფორმას, სიმკვრივეს და ფერთა ურთიერთშერწყმას. რადგან აურა ხშირად მრავალფეროვანია.
აურის ფორმა - იდეალში აურას უნდა ჰქონდეს მრგვალი ჰარმონიული ფორმა. მისი ყველა მონაკვეთები შედარებით თანაბრად უნდა იყოს ინტენსიური და განათებული. მასზე დაკვირვების დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ადგილებზე, სადაც ესა თუ, ის ლაქები გამოირჩევა ნათებით ან ინტესიობით. ყურადღებსაღებია ის ადგილები, სადაც აურა უფრო ნათელია, ან განსხვავებულია ძირითად ფერთან. ვინაიდან ეს ადგილები დაკავშირებულია ორგანოებთან ან სხეულის ნაწილებთან. მაგალითად, თუ თქვენ ხედავთ დაძაბულ ყვითელ-მოყავისფრო ლაქებს მხრების გარშემო, ეს მაჩვენებელია, რომ მას გააჩნია პრობლემები ყელისა და კისრის არეში. აურის ზომა დიდი აურა, რომელიც თითქმის მისი ფოტო გამოსახულების კიდებამდე აღწევს, მანიშნებელია ძლიერი ენერგეტიკული ველის. ასეთი ადამიანი აფრქვევს ძლიერ ვიბრაციებს, რომლის ხარიზმას სხვებიც ხშირად ამჩნევენ. მისი ენერგია საკმაოდ მრავალის მომცველია. ხოლო აურის პატარა ზომა მანიშნებელია ადამიანის ერთ რამეზე უფრო მეტად კონცენტრირების. ასეთ ადამიანებს უფრო მიაკუთნებენ ინტროვერტებს. მათი ცხოვრებისეული ენერგია შედარებით დაბალია, რაც ხშირ შემთხვევებში დაკავშირებულია გარკვეულ სტრესთან. (მკვლევარები დაასკვნეს, რომ 21 საუკუნის დასაწყისში ზოგადად ადამიანთა აურის ზომა საგრძნობლად შემცირებულია)
აურის სიკაშკაშე და ინტენსიობა - აურის ანალიზის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია მის სიკაშკაშეს, ინტენსიობას და ფერების სიღიავეს. როგორც წესი ღია მოკაშკაშე ფერებს აქვთ დადებითი ჰარმონიული მნიშვნელობა. ხოლო მუქ ფერებს საწინააღმდეგო არსი. მაგალითად, ღია წითელი ფერი დაკავშირებულია ადამიანის ნებისყოფასთან და მის მაღალ ენერგიულ მოქმედებებთან. ხოლო მუქი და ჭუჭყიანი ფერები გამომხატველია ფიზიკური, გონებრივი და ემოციონალური დაძაბულობის.
აურის სიმკვრივე - აურის სხვადასხვა თვისებებიდან აღსანიშნავია აგრეთვე აურის სიმკვრივე ანდა მისი დრეკადობა. ზოგიერთი ადამიანის აურის ეს თვისება აღწევს მაღალი ხარისხის კონცენტრაციას. [ აურის სიმკვრივე მაჩვენებელია ადამიანის პიროვნულ სიძლიერის ]. აურის სიმკვრივეზე მოქმედებს რამოდენიმე ფაქტორი - 1.გონების გამჭრიახობა; 2.ადამიანის ჩართვა მისი ორგანიზმის დაფარულ ენერგეტიკულ რესურსებთან და ფსიქიკასთან; 3.შიდა ცხოვრების ინტენსიობა; 4.ძიება და განცდები; 5.მიზანსწრაფვა; 6.მიზანსწაფვის ხარისხი; 7 ემოციონალური ჰარმონია.
რაც უფრო მიზანსწრაფულად, ღრმად და ჰარმონიულად იქცევა ადამიანი, მით უფრო მკვრივი და დრეკადი ხდება მისი აურა. უარის თქმა დადებით მისწრაფებებზე, ნეგატიური ემოციები, წინააღმდეგობებიდან გადახვევა, მიდრეკილება სიზარმაცისკენ და ფსიქოლოგიური ძილი ფიტავს აურას შიგნიდან. როდესაც აურა მოდუნებულია (მოშვებულია ) ის მუქდება. მას წარმოეშობა პატარ-პატარა ნაფლეთები.
სუსტი ადამიანი - როდესაც ის იმყოფება დაღმავლობის ფაზაში ან დეპრესიაში ანდა მიღებული აქვს ენერგეტიკული დარტყმა, გამოირჩევა აურის დაბალი ხარისხის სიმკვრივით და განმუხტული მდგომარეობით. ზოგჯერ აურის ზოგიერთი მონაკვეთები არის არა თანაბარი სიმკვრივის. ეს მაჩვენებელია ენერგეტიკული გამოცლის ანდა ორგანიზმის დასუსტების, სხვადასხვა ავადმყოფობობისაგან.
აურა და სიკვდილი - სიკვდილი საკმაოდ გრძელი პროცესია. დამოუკიდებლად იმის, თუ ადამიანი რა მიზეზით მოკვდა. სიცოცხლე გრძელდება კიდევ რამდენიმე ხანი. ადამიანის თავის ტვინში არსებობს განსაკუთრებული უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ ელექტრო დენს (ელექტრო რეცეპტორები). სისხლი ამარაგებს ტვინს მიკროელემენტებითა და სხვადასხვა ქიმიური შენაერთებით. თანდათანობით თავის ტვინში ეს მარაგები გროვდება. ამიტომაც გულის გაჩერების შემდგომ თავის ტვინს შეუძლია კიდევ რამოდენიმე ხანი ფუნქციონირება (3-5 წთ.).
თუ ადამიანს ბედისწერის გამო კვდება რამდენიმე წუთში ან საათში, მისი აურა უკვე აღარ ფიქსირდება. ხოლო თუ, ადამიანს დარჩენილი აქვს სიცოცხლე რამდენიმე თვე მისი აურა ძალიან სუსტია და ნელნელა ქრება. დადგენილია, რომ როდესაც ადამიანი უიმედოთ დაავდებულია და გარდუვალია მისი ლეტალური შედეგი, აურა ნელნელა კარგავს ენერგიას და მისი სიმკრივე ეტაპურად მცირდება [თხელდება]. კლინიკური სიკვდილის დროს, ხშირ შემთხვევაში აურა ქრება და რჩება მისი ეთერული ნაწილი.
აურის მართვის დახვეწა - ყველა ადამიანს შესწევს უნარი გარკვეული დროით შეცვალოს საკუთარი აურის ფერები. უპირველესად ცვლილებები ეხება მენტალურ და ემოციონალურ მხარეს. ეს ცვლილებები წარმოიშობიან აგრეთვე გარემოს ზემოქმედებითაც. აურის თითოელ ფერს გააჩნია რამოდენიმე მნიშვნელობა. რომ შეაფასოდ ცვლილებები უნდა ნახოთ ფერთა კომბინაცია და აგრეთვე თითოელი ფერის შიგნით, ზონათა ტრანსფორმაცია. არ არსებობს “ცუდი” და “კარგი” აურა. უბრალოდ ისინი განსხვავებულები არიან. იმ დროსაც კი, როდესაც ისინი მუქი ფერისაა და აჩვენებენ სტრესულ მდგომარეობას.
ცუდი არ იქნება გაითვალისწინოთ, რომ სისტემაში "გონება-სხეული-ენერგია" ზოგჯერ თქვენი მოქმედების და ქცევის მოდელის შეცვლა (მაგალითად განთავისუფლება უაზრო, ბრიყვული აზრებისგან) დადებით როლს ითამაშებს თქვენი აურის მონაცემთა გაუმჯობესებისთვის.
ადამიანის აურის ტიპები - პიროვნების ტემპერამენტებად კლასიკურ ფსიქოლოგიის დაყოფისგან განსხვავებით (სანგვინიკი, ქოლერიკი, ფლეგმატიკი, მელაქოლიკი), აურის მიხედვით უახლოესი მონაცემებით ადამიანები კლასიფიცირდებიან 12 ძირითად და 12 გარდამავალ ტიპებად. ამ კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს ფერთა თეორია და მკვლევართა მრავაწლიანი როგორც ემპირიული, ასევე სტატისტიკურად გამაგრებული კონცეპცია. ეს ტიპებია:

ადამიანის აურის ძირითად ტიპთა მახასიათებლების ცალცალკე გაცნობისათვის დააკლიკეთ ამ სურათებს, ანდა გადადით ამ მენიუს შემდეგ გვერდებზე - (ამას საიტზევე შეგიძლიათ გაეცნოთ , აქ არ გადმოვიტან სათითაოდ, თუმცა ავღნიშნავ რომ საკმაოდ ვრცელი ინფო დევს თითოეულ ტიპზე)