საავტორო უფლებების დარღვევის პრობლემა, საქართველოში დღემდე არსებობს. ამგვარ ფაქტს, არაერთხელ ჰქონია ადგილი, თუმცა ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ, ოკუპირებული საქართველოსთვის მხატვრული ფილმის მოპარვის ფაქტი იშვიათობაა. სწორედ ამას აქვს ადგილი, როდესაც წულაძის ფილმის ,,ფეოლას’’ სცენარით, მოსკოვში ახალი კომედიური ფილმი ,ვიკრუტასები’’ გადაიღეს.
,,ვიკრუტასების’’ რეჟისორი, ლევა გაბრიაძე ცნობილი მწერლისა და სცენარისტის, რეზო გაბრიაძის შვილია. ის 90-იანი წლებიდან ამერიკაში მოღვაწეობს და ტიმურ ბეკმამბეტოვთან ერთად, კინოკომპანია ,,ბაზელევსს’’ ხელმძღვანელობს.
შესაძლოა ლევან გაბრიაძის ,,ვიკრუტასებმა“ კინოთეატრების ნაცვლად, სასამართლოში გადაინაცვლოს. მიზეზი ქართული მხატვრული ფილმის, ,,ფეოლასა’’ და ,,ვიკრუტასების’’ სცენარის იდენტურობაა.
ლევან გაბრიაძეს, ,,ფეოლას’’ ერთ ერთი სცენარისტის გიორგი (გოგი) ჩარკვიანის შვილი, ნესტან ჩარკვიანი ედავება. ჩარკვიანი ამბობს, რომ გაბრიაძემ ,,ფეოლას’’ სცენარი მოიპარა, თან ისე, რომ ეს ქართული ფილმის სცენარისტებთან და მათ მემკვიდრეებთან არ შეუთანხმებია. ,,მამაჩემი გარდაცვლილია, რომელიც ,,ფეოლას’’ ერთერთი სცენარისტი იყო. ამის გამო, ეტყობა გაბრიაძემ ჩათვალა, რომ მოდავე სცენარზე არავინ ეყოლებოდა, თუმცა ეს ასე არ არის’’–ამბობს ნესტან ჩარკვიანი.
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=3371 * * *
ლევან გაბრიაძე კი თავს იმით იმართლებს, რომ მის ფილმში ,,ვიკრუტასები’’ წამყვანი ხაზი სიყვარულია. ის, ვინც ახალი ფილმის სცენარს იცნობს, ადვილად აღმოაჩენს მსგავსებას ხანისკისა და იპოლიტე ხვიჩიას გმირებს შორის. ფილმის სცენარის მიხედვით, ისტორია საფეხბურთო მწრთვნელს ეხება. მას ზუსტად ისეთი ისტორია გდახდება, როგორიც იპოლიტე ხვიჩიას გმირს ,,ფეოლაში ‘’ გადახდა.
,,ფილმი „ვიკრუტასები” პროვინციელი მასწავლებლის სლავა კოლოტილოვისა (კონსტანტინ ხაბენსკი) და მოსკოველი ლამაზმანის ნადიას (მილა იოვოვიჩი) სიყვარულზეა. „ვიკრუტასები” რომანტიკული კინოკომედიაა იმის შესახებ, თუ როგორ იბრძვის ორი მამაკაცი ერთი ქალის სიყვარულისთვის და ამ ბრძოლაში მათ უამრავი ფათერაკის გადატანა და ბარიერის გადალახვა უწევთ’’–აცხადებს ფილმის რეჟისორი.
თუმცა, სანამ გაბრიაძეს მომჩივანი გამოუჩნდებოდა აცხადებდა: ,,ფილმი ეხება მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სპორტს, ფეხბურთს, თან თხრობა მიმდინარეობს კომედიურ ჟანრში და სპეცეფექტების თანხლებით’’. წარმოუდგენელია ვინმეს ფილმის სცენარის ამ აღწრაზე, ,,ფეოლა“ არ გაახსენდეს. ლევან გაბრიაძემ ფილმი, მხოლოდ რეზო გაბრიაძის სცენარით გადაიღო. ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე აცხადებს.
ბაადურ წულაძე, რომელიც ,,ფეოლას’’ რეჟისორია, ამბობს, რომ ლევან გაბრიაძე მას დაუკავშირდა და სთხოვა მიეღო თანხმობა ,,ფეოლას’’ მსგავსი ახალი კომედიური ფილმის გადასაღებად. წულაძე გაბრიაძის წინადადებას დათანხმდა. თუმცა ბუნებრივია, რომ,,ფეოლას’’ მხოლოდ ერთი შემქმნელი არ ჰყავს და ფილმის შექმნაში სხვა ადამიანებმაც მიიღეს მონაწილეობა.
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=3371