T@Kრა მაგარი ფოტოა

მე ვფიქრობ, კარგი იქნება, თუკი ამ თემის პირველივე გვერდზე ჩამოვწერთ იმ საიტებს, საიდანაც ვიწერთ ხოლმე - თან მივუთითებთ დამატებით ინფორმაციას, მაგალითად, ქართულ ბარათებს თუ იღებს, რა ასაკის ბავშვებზეა გათვლილი და ა.შ.
მე დავიწყებ:
www.oldnavy.com, www.gap.com - ტანსაცმელი ყველა ასაკის ბავშვებისათვის. შესაძლებელია გამოწერა ქართული ბარათებით, მაგრამ ტრანსპორტირება ხორციელდება მხოლოდ გადამზიდის შუამავლობით.
www.jcp.com - ტანსაცმელი და აქსესუარები ყველა ასაკის ბავშვებისათვის. ქართული ბარათებიდან იღებს ქართუ ბანკის ბარათებს. ტრანსპორტირება პირდაპირ საქართველოშიც აქვთ, მაგრამ ფასის და ტრანსპორტირების დროის გათვალისწინებით ჯობია შუამავლით სარგებლობა.
www.carters.com - ტანსაცმელი 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. იღებს მხოლოდ ამერიკულ ბარათებს. ტრანსპორტირება ხორციელდება მხოლოდ გადამზიდის შუამავლობით.
www.cookieskids.com - ტანსაცმელი და სხვა აქსესუარები ჩვილებიდან თინეიჯერობის ასაკის ბოლომდე. შესაძლებელია გამოწერა ქართული ბარათებით.
www.amazon.com - ყველაფერი ყველა ასაკის ბავშვისათვის. იღებს ყველა ბარათს

www.belk.com - ტანსაცმელი და სათამაშოები ყველა ასაკის ბავშვისათვის. არ გამომიწერია, მაგრამ საიტის მიხედვით უნდა იღებდეს ქართულ ბარათებს.
www.diapers.com - ტანსაცმელი და თითქმის ყველანაირი აქსესუარი 6-7 წლის ასაკამდე ბავშვებისათვის. საიტის მიხედვით უნდა იღებდეს ქართულ ბარათებს. ტრანსპორტირება მხოლოდ ამერიკაში - საქართველომდე ჩამოტანისთვის ვსარგებლობთ შუამავლით.
www.gymboree.com - ტანსაცმელი, სათამაშოები, აქსესუარები ჩვილებიდან 12 წლის ასაკამდე ბავშვებისათვის. ამბობენ, ქართულ ბარათებს იღებსო.
www.pumpkinpatchusa.com - ტანსაცმელი ჩვილებიდან 11 წლის ასაკამდე ბავშვებისათვის. საიტის მიხედვით უნდა იღებდეს ქართულ ბარათებს.
walmart.com - ტანსაცმელი და თითქმის ყველანაირი აქსესუარი (სათამაშოებიც) ყველა ასაკის ბავშვებისათვის. იღებს ,,დაჟე" ვიზა ელექტრონსაც

www.babiesrus.com - ტანსაცმელი, აქსეუარები, სათამაშოების დიდი არჩევანი 4 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის
ბოლოს ბრიტანული საიტი:
www.next.co.uk - ძალიან fეშენ ტანსაცმელი მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომ ფასად და დიიდი არჩევანი (უფრო იაფად და უფრო ბევრი, ვიდრე ქართული next-ის მაღაზიაში). გამოწერა მხოლოდ ბრიტანული შუამავლით, მაგალითად getit.ge-ს დახმარებით.
This post has been edited by Taboo on 29 Sep 2010, 17:55