
მეგობრებო,თავისუფლად შემიძლია წლის ტური დავარქვა ამ მოგზაურობას,ულამაზესი ადგილების და დიდებული ტაძრების მოსანახულებლად და მოსალოცად მივდივართ. კაბადოკია რომელსაც სასწაულების ქვეყანას და მერვე საოცრებას უწოდებენ და ტაო კლარჯეთი,ძირძველი საქართველო უდიდესი ტაძრებით.
სწორედ კაბადოკიაში მოხდა წმინდა გიორგის გმირობა და კაბადოკიიდან დაიწყო წმინდა ნინომ მართლმადიდებლობის გავრცელება.საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის,ილია მეორეს სიტყვებს გავუკეთებ ციტირებას:
“კაბადოკია არის ბუნებისა და ადამიანის სულის შედევრი, რომლის ნახვაც აუცილებელია ყველა ქრისტიანთათვის.”
კაბადოკიის ისტორია რამოდენიმე მილიონი წლის წინათ იწყება, როცა სამი ვულკანის ამოფრქვევამ ასი კილომეტრის რადიუსის ტერიტორიაზე ძალიან უცნაური ფორმების, მაგრამ ულამაზესი ლანდშაფტი წარმოშვა. თუმცა, წვიმისა და ეროზიის, ასევე სხვა ბუნებრივი მოვლენების გარდა ამ საოცრების შექმნაში მოგვიანებით ადამიანმაც მიიღო მონაწილეობა და კაბადოკია ბუნებისა და ადამიანის მიერ ერთობლივად შექმნილი, ალბათ ყველაზე ბრწყინვალე ჰარმონიაა დედამიწის ზურგზე. ამ მიწის სახელი "კატ პადოკა' ძველ სპარსულად ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს და ალბათ ოდესღაც აქაურ სიმშვიდეს ლამაზი ცხენები კიდეც არღვევდნენ, მაგრამ თანდათანობით, საუკუნეების მანძილზე ეს მიწა ადამიანების საცხოვრისად იქცა და ადამიანებმა ეს უცნაური, მართლაც უჩვეულო მისტიკითა და იდუმალებით სავსე ქვეყანა შექმნეს.
ტურის აღწერა:
შეკრების დრო და ადგილი:
5 ივლისი,დღის 12 საათი,რედისონ ბლუ ივერიას წინ,ვარდების მოედანზე.
ტურის ხანგრძლივობა:
6 დღე. 5–6–7–8–9–10 ივლისი
სანახავი ადგილები:
1 დღე:
გასვლა დილის 12:00 საათზე ვარდების მოედნიდან. კაპადოკიაში ჩასვლის დრო დილის 8 საათი (მზგავრობის დრო 18 საათი).მივიდივართ ვალეს საბაჟოდან. გზად ვნახავთ ბანას სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებს. რომელიც ერთი პერიოდი სამეფო საძვალეც იყო. უკანასკნელად იქ მეფე ვახტანგ IV და მისი მეუღლე დაუკრძალავთ.
2 დღე:
ავენოსი–ზელვეს ღია მუზეუმი-ბერების ხეობა –ფაშა ბაღნარი (კლდეებისა და ლანდშაფტების ხეივანი,ფოტოსესია და სურვილისამებრ გასეირნება აქლემებით)–გიორემეს ქალაქი მუზეუმი სრულად ეკლესია მონასტრებით.
საღამოს ვახშამი და დაბინავება სასტუმროში.
3 დღე:
საუზმე სასტუმროში.
დერინქიუს მიწისქვეშა ქალაქი–კაიმაკლის მიწისქვეშა ქალაქი–წმინდა თეოდორეს ეკლესია–ანალიპსის ბერძნული ეკლესია–იჰლარას ხეობა - მცირე ლაშქრობა ფეხით ულამაზესს ხეობაში–სელიმეს მონასტერი.
თუ კარგად და დროულად ვიმოქმედებთ ასევე ვნახავთ გორეს პროვინციას , საიდანაც გადმოცემის თანახმად იყვნენ წმინდა ნინო და წმინდა გიორგი.
საღამოს დაბრუნება და ვახშამი სასტუმროში.
4 დღე:
საუზმე სასტუმროში.
უჩისარის ციხე–ქალაქი ურღუპი და ურღუპის ციხე–
–მუსტაფაფაშა–კონსტანტინეს და ელენეს ტაძარი.დღის დასასრულს ვეწვევით წითელ ხეობას,საიდანაც მზის ჩასვლა ყველაზე ლამაზად ჩანს.
საღამოს დაბრუნება და ვახშამი სასტუმროში.
5 დღე:
დილის 5 საათზე გავემართებით ტაო კლარჯეთისკენ.
ხახული (XII საუკუნეში დავით აღმაშენებელს ხახულის მონასტრიდან გადმოუსვენებია უკვე სახელგანთქმული, სასწაულმომქმედი ხატის ტრიპტიქი გელათის მონასტერში)
ოშკი (ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია (978წ), რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული.)
თორთუმის ჩანჩქერი.
საღამოს დაბინავენა და ვახშამი იუსუფელის სასტუმროში.
6 დღე:
ოთხთას სამონასტრო კომპლექსი.სადაც მოღვაწეობდა წმინდა იოანე ათონელი.ოთხთაზე ასეთი ლეგენდა არსებობს: ეკლესია უცნობი მეფის ასულს, ვინმე თამარს აუშენებია. მამამისს ყველა შვილი ისლამზე მოუქცევია თამარის გარდა. ქალს ტაძრის შენებისას ფული შემოლევია, ამიტომ თმა შეუკვეცავს, გაუყიდია და ასე დაუმთავრებია მშენებლობა.
თამარს ისეთი თეთრი რაში ჰყოლია, ოთხივე ეკლესიის შემოვლა ერთ დღეში შეეძლო. გადმოცემის თანახმად, ტაძარში თამარის ხელის ანაბეჭდიცაა შემორჩენილი
შემდეგ წავალთ ტრაპზონში და მოვინახულებთ სუმელას მონასტერს და ტრაპზონში მდებარე მცირე აია სოფიას.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ გზად გავჩერდებით ბათუმში,ვისაც სურვილი ექნება ზღვაზე იბანავებს და მერე აჭარული ხაჭაპურებიც მივირთვათ ვისაც გვენდომება.
ტურის ღირებულება 500 ლარი.
ფასში შედის:
მოგზაურობა მიკრო ავტობუსით (მერსედესი სპრინტერი) გიდის მომსახურება,დაზღვევა თურქეთის ტერიტორიაზე,სასტუმრო ორჯერადი კვებით (ვახშამი და საუზმე)
მუზეომებში შესასვლელი ბილეთების თანხა,რომელიც ჯამში 60–65 ლირას შეადგენს თან იქონიეთ.
ასევე,ვისაც სურვილი აქვს საჰაერო ბუშტით გასეირნების და კაბადოკიისთვის ზემოდან გადმოხედვა სურს 110 დოლარი გირს 1 ადამიანი,ვისაც სურვილი გაქვთ საჰაერო ბუშტით გაფრენის წინასწარ უნდა მითხრად რომ მოხდეს დაჯავშნა საჰაერო ბუშტის.
ვისაც სურვილი ექნება ღამე შეუძლია წავიდეს საცეკვაოდ და დროის სატარებლად Turkish Night-ზე
ძალიან დიდი მანძილია გასავლელი აუცილებლად გვექნება გაჩერებები.ერთი გაჩერება ცოტა დიდ ხანს გავჩერდებით რომ მძღოლმა დაიძინოს და დაისვენოს ცოტა და ისე განვაგრძოთ გზა მშვიდობიანად. ერთმანეთს ვცეთ პატივი და გავითვალისწინოთ ყველამ რომ 6 დღე ერთი ოჯახივით უნდა ვიყოთ ყველა.
იქნება ბევრი სურპრიზები,შოპინგები და უამრავი მხიარულება.
დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციისთვის დამიკავშირდით:
558 67 77 88
* * *
http://www.youtube.com/watch?v=fNbf9oZkVFU * * *
კაპადოკია ყველაზე ძველია იმ დასახლებებს შორის, სადაც ადამიანები უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ. ამჟამად აქ 2500 ადამიანი ცხოვრობს. თურქეთის ღირსშესანიშნაობებს შორის კაპადოკია ყველაზე პოპულარულია.







მიმაგრებული სურათი