იტალიაში მრავალი ასეთი საფეხბურთო დაპირისპირება არსებობს, რომელთაც გულშემატკივრები და სპეციალისტები გარკვეული სახელითაც კი მოიხსენიებენ. მაგალითად, მილანურ დერბის “მადონინა” ჰქვია, რომაულს – “დედაქალაქური”, ხოლო ინტერისა და იუვენტუსის დაპირისპირებას “დიდ იტალიურ დერბის” უწოდებენ.
საკვირველია, მაგრამ იტალიის ორი უძლიერესი კლუბის – მილანისა და იუვენტუსის დაპირისპირებას რაიმე მეტსახელი ჯერჯერობით არ გააჩნია.
არადა, ისტორიულად ძირითადად, სწორედ ეს ორი გუნდი ინაწილებდა სკუდეტოებს, თუ არ ჩავთვლით მეორე მილანურ გრანდ ინტერს.
თუმცა ერთი რამ მაინც ცხადია, ზემოთ ჩამოთვლილ სამეულს (მილანი, ინტერი, იუვე) აპენინებზე მაინც ვერავინ შეედრება მოპოვებული ტიტულებით.
მინდა სწორედ იმ ჯახზე მოგიყვეთ, რომელსაც, როგორც ვთქვი, მეტსახელი არ გააჩნია. ამ გუნდების დაპირისპირება საკმაოდ დიდ ისტორიას მოიცავს და ამიტომაც მცირე ისტორიული ექსკურსით შემოვიფარგლები. მილანიც და იუვეც XIX საუკუნის მიწურულს დაარსდა და მათი შექმნა ინგლისელთა დამსახურებაა. იუვენტუსის ეკიპირება და პატრონობა ინგლისურმა ?ნოთინგემ ფორესთმა? იკისრა და შესანიშნავადაც გაართვა თავი, ხოლო მილანი იტალიაში მოღვაწე ინგლისელების დაარსებულია. გუნდების პირველი შეხვედრა 1900 წელს შედგა, როდესაც , როგორც იქნა, მოხერხდა იტალიის ჩემპიონატისმაგვარი ტურნირის ჩატარება. მოგვიანებით გუნდები რეგულარულად გამოდიოდნენ ამა თუ იმ პირველობის გათამაშებაში. თავიდან ?დელე-ალპელებს? ლომბარდიელები სჯობნიდნენ, რაც 1901 წელს მილანის მიერ მოპოვებულ ტიტულშიც გამოიხატა. შორს არც ტურინული ტრიუმფი იყო. 1905 წელს იუვემ იპირველა, თუმცა მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში “ბებერი ქალბატონი” მაინც დაიჩაგრა, ორჯერვე ისევ მილანმა მოიგო ჩემპიონატი. ნაწილობრივ შვება ტურინელებმა მას შემდეგ იგრძნეს, რაც მილანური გუნდი ორად გაიხლიჩა და წარმოიქმნა კიდევ ერთი ძლიერი გუნდი, ინტერნაციონალე, რომელიც, მართალია, თავიდან სერიოზულ მეტოქედ არ აღიქმებოდა, მაგრამ მოგვიანებით შავ-ლურჯებმა ყველას დაუმტკიცეს, რომ მილანზე ნაკლები არაფრით იყვნენ და ჩემპიონის ტიტულიც არაერთხელ წაჰგვარეს თანაქალაქელებსა და “დელე-ალპელებს”. თუმცა, იმ პერიოდში ყველაზე ხშირად სკუდეტოებს ის გუნდები იგებდნენ, რომლებიც ახლა ქვედა ლიგებში ყურყუტებენ.
50-იანი წლების შემდეგ იწყება “როსონერიას” და “ბიანკონერის” დაპირისპირებათა ახალი ეტაპი. ამ პერიოდში გუნდებმა არაერთგზის მწარე მარცხი აწვნიეს ერთმანეთს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მილანის მიერ ტურინელების დაბრიყვება ზედიზედ 5 სეზონის მანძილზე, როცა შავ-თეთრებმა ქულა რაცაა, ისიც ვერ აუღეს მრისხანე ლომბარდიელებს. თითქმის იგივე გრძელდებოდა მომდევნო ათწლეულში, თუმცა იმ განსხვავებით, რომ უკვე იუვე ჩაგრავდა როსონერის. არადა მილანში იმ დროს ისეთი დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც ჯანი რივერა, ჩეზარე მალდინი და ჯოვანი ტრაპატონი არიან. სამაგიეროდ ტურინელთა რიგებში ომარ სივორი ირჯებოდა, რომელიც “ბებერი ქალბატონის” ლეგენდად ითვლება.
ასე გაგრძელდა 70-80-იან წლებში, გუნდები ერთმანეთს ექიშპებოდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება სამარცხვინო მარცხი ეგემებინათ ერთმანეთისათვის. თუმცა, სარეკორდო ანგარიშებს ადგილი არ ჰქონია. გუნდში სილვიო ბერლუსკონის მისვლის შემდეგ როსონერი არნახულ სიმაღლეზე ავიდა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრებში ტურინელები მაინც მათ ამწარებდნენ. 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ბერლუსკონისა და ჯანი ანიელის (იუვეს მაშინდელი პრეზიდენტი) შორის ?დიდი შერიგება? მოხდა, გუნდები ერთმანეთის მტრობას წესით უნდა გადაჩვეოდნენ, მაგრამ ასე მაინც არ მოხდა. ხშირად ტურინში მილანი იგებდა, ხოლო ?სან-სიროზე? იუვენტუსი.
1997 წლის 6 აპრილი – მილანის შავი კვირადღე
მაგრამ არაფერი შეედრება საღამოს 1997 წლის 6 აპრილს “ჯუზეპე მეაცაზე”. იმ დღეს იუვენტუსმა ნაქებ მილანელებს მათსავე სტადიონზე 6:1 მოუგო. მსგავსი რამ ზუსტად 4 წლის შემდეგ განმეორდა, როცა როსონერიმ საძულველი მტერი ინტერი 6:0 დაამარცხა. თუმცა დავუბრუნდეთ მილანისთვის იმ შავ დღეს. ფაბიო კაპელოს მიერ ახლად მიტოვებული გუნდი აპრილის თვეში მეტად ჯარგ ფორმაში იმყოფებოდა და სკუდეტოს მოპოვების შანსიც ჰქონდა, მაგრამ სწორედ მაშინ ესტუმრა მათ იუვე. მატჩში ანგარიში სერბმა ვლადიმერ იუგოვიჩმა მე-19 წუთზე გახსნა. მალევე ზიდანმა თავისი გუნდის მონაგარი გააორმაგა. მეორე ტაიმში სერბმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, რომელსაც კრისტიან ვიერიმ და ნიკოლა ამორუზომ თითი-თითოც დაუმატეს. ?სან-სიროს? ტაბლოზე 0:5 ენთო, რაც ძზლევამოსილი მილანისთვის კატასტროფაზე მეტი იყო. ასეთი რამ კაპელოსა და ბერლუსკონის ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც არ ენახათ. შეხვედრის დასასრულამდე 15 წუთით ადრე, მარკო სიმონემ პრესტიჟის გილი გაიტანა, მაგრამ ბობომ მსაჯის მიერ დამატებულ დროში როსის კიდევ ერთი გოლი გაუტანა და საბოლოო ანგარიში1:6 დაფიქსირდა. სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა შოკში იყო. რამდენიმე ქომაგი გულის შეტევით სავაადმყოფოშიც კი გადაიყვანეს.
იუვემ როსონერი არც მომდევნო სეზონში დაინდო. 1998 წლის 28 მარტს “დდელე-ალპზე” ტურინელებმა იმ დროისათვის უკვე საბოლოოდ მოშლილ მილანს 4:1 მოუგეს. ამით მათ კიდევ ერთხელ დაამცირეს სულ რამდენიმე წლის წინათ ციდან ვარსკვლავების მწყვეტი ლომბარდიელები.
იმავე წელს ბერლუსკონიმ უდინეზეში ნაბრძმედი ალბერტო ძაკერონი მიიყვანა, რომელსაც კვალში დიდი გერმანელი ფორვარდი – ოლივერ ბირჰოფი მიჰყვა. სწორედ ამ წყვილმა განაპირობა მთელი წლის მანძილზე მილანის სტაბილური ასპარეზობა. როგორც იქნა, დაამარცხეს იუვენტუსი, რომელსაც როსონერიმ ?დელე-ალპიზე? 2:0 სძლია. დაახლოებით იგივეს გამეორება კარლო ანჩელოტის შეგირდებმა 2004 წელს მოახერხეს, როცა მარჩელო ლიპის გუნდს 3:1 მოუგეს ტურინში. იმ სეზონში მილანმა ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ერთი წლით ადრე კი ეს ორი გრანდი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდა. დაძაბული ბრძოლა ნულოვანი ფრით დასრულდა. გოლი არც დამატებით დროში გასულა. დაინიშნა პენალტების სერია, სადაც ტურინელებს დიადი ბუსონის იმედი ჰქონდათ და კიპერმა აიღო კიდეც ბურთი, მაგრამ ამ დროს გაიბრწყინა მეორე გუნდის მეკარემ, ბრაზილიელმა დიდამ. სამხრეთამერიკელმა ორი დარტყმა აიღო და შევჩენკოსთან ერთად თერთმეტმეტრიანების სერიის მთავარ გმირად იქცა.
© Niko (Acmilan.GE) სავარაუდო შემადგენლობებიმილანი: აბიატი - ნესტა, ტიაგო სილვა, აბატე, იანკულოვსკი - გატუზო, ვან ბომელი, ბოატენგი - რობინიო, პატო, იბრაჰიმოვიჩი იუვენტუსი: ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი, სორენსენი - კრასიჩი, მარკიზიო, მელო, აკვილანი - ტონი, მატრი
სატურნირო მდგომარეობა AC Milan 27 17 7 3 49:20 58 7. Juventus 27 11 8 8 41:34 41
შეგახსენებთ, ამ სეზონში პირველი მატჩი სან სიროზე 1-2 დამთავრდა იუვენტუსის გამარჯვებით. გოლები კვალიარელამ და დელ პიერომ, ხოლო მილანის მხრიდან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანეს.
This post has been edited by Pato on 3 Mar 2011, 23:06
გ. დასუდჰბასდასწჯეწჰბეწუფეწდ