iBoard.Ge - პირველი Image Board საქართველოშიპირველ რიგში მათთვის ვინც არ იცის რა არის Image Board, მინდა გითხრათ, რომ ეს
არ არის Image Hosting-ი.
iBoard.Ge წარმოადგენს უცხოური Image Board-ის
4chan.org ანალოგს.
Image Board-ი არის ვებ გვერდი სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ისაუბროს ამა თუ იმ თემაზე, დაახლოვებით ისევე როგორც ფორუმზე, მხოლოდ რამოდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავებით. Image Board-ზე არცერთ მომხმარებელს არ აქვს უფლება გახსნას თემა სურათის გარეშე. სურათი კი უნდა შეესაბამებოდეს თემას. თემაზე გამოხმაურება სურათის გარეშე შესაძლებელია. ასევე Image Board-ი არ მოითხოვს მომხმარებლის რეგისტრაციას და პირიქით,
Image Board სისტემა და iBoard.Ge უზრუნველყოფს მომხარებლის სრულ ანონიმურობას.
რას ნიშნავს სრული ანონიმურობა?სრული ანონიმურობა ნიშნავს იმას, რომ არცერთმა ადამიანმა არ იცის სინამდვილეში ვინ ხართ თქვენ, ანუ ვინ წერს გამოხმაურებას, ან ვინ გახსნა თემა. თვით ადმინისტრაციამაც არ იცის თქვენს შესახებ არანაირი ინფორმაცია, რათქმაუნდა თუ თქვენი სურვილით არ მოხდება ეს.
ალბათ გაგიჩნდათ კითხვა თქვენი IP მისამართის შესახებ. ნუ იდარდებთ, თქვენი IP მისამართი მონაცემთა ბაზაში MD5 Hash-ად გადაიქცევა და ისე ინახება. ეს იმისათვის, რომ ადმინისტრატორმა და მოდერატორებმა შეძლონ მომხმარებლებისა და არაკეთილმოსურნე ხალხისგან თავის დაცვა.
შენიშვნა: ნუ იმოქმედებთ კანონსაწინააღმდეგოდ! ასეთ შემთხვევაში მიიღებთ IP (Hash) ბანს.
Image Board-ის გამოყენება ძალიან მარტივია.
შევდივართ ვებ გვერდზე www.iboard.ge, ვირჩევთ სასურველ თემას, შეგვყავს სასურველი ინფორმაცია და ვწერთ. თუ რაიმე ვერ გაიგეთ მიმართეთ
დახმარების გვერდს . უპირველეს ყოვლისა კი გადაიკითხეთ
წესები .
iBoard.Ge სისტემა აგებულია ცნობილ ან ზოგისთვის ნაკლებად ცნობილ Wakaba -ს ძრავზე,
სიტყვა აგებული გამოვიყენე იმიტომ, რომ iBoard.Ge-ს ადმინისტრატორების თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, ამ ძრავის მხოლოდ სტრუქტურა შეგვრჩა.
დიზაინის ავტორებიც გახლავართ ჩვენ iBoard.Ge-ს ადმინისტრაცია.
ვებ გვერდზე გამოყენებული პროგრამირების ენები: Perl, Html, PHP, CSS, java[ertad]script,
ვებ გვერდის ჰოსტინგს უზრუნველყოფს კომპანია
Proservice !
ვებ გვერდის ლოგო:

ალბათ ბევრს დააინტერესდება რატომ არის ფოთოლი ჩვენი გვერდის ლოგო?! ამ კითხვაზე პასუხს ვებ გვერდი თავად შემოგთავაზებთ გარკვეული დროის შემდეგ.
უფრო სწორედ რომ ვთქვათ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად ქართული საზოგადოებაც შეძლებს ამ პროექტის ათვისებას.
P.S. ადმინისტრაციის დიდი თხოვნა იქნება საიტის გამოყენებამდე გაეცნოთ წესებს და გაურკვევლობის შემთხვევაში გამოიყენოთ დახმარების გვერდი.
პატივისცემით iBoard.Ge-ს ადმინსტრაცია.
iBoard.Geკონტაქტი
admin@iboard.ge