#24244698 · 1 Mar 2011, 12:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აგრძელებს პროგრამას, რომელიც მიმართულია საქართველოში IT საინკუბაციო გარემოს შესაქმნელად კონკურენტული სტარტაპების გაჩენის ხელშეწყობის მიზნით.
პროექტის მიზანი საქართველოში IT ინოვაციების ხელშეწყობაა. მის ფარგლებში სამინისტრო ზრუნავს, რომ კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი პროექტების დანერგვისათვის სათანადო გარემო შეიქმნას და IT Startup პროექტები და დამწყები ინტერნეტ კომპანიები, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანები გახდნენ.
პირველი სესიისგან განსხვავებით აღნიშნულ რიგით მე-2 ღონისძიებაში ინტერნეტ პროექტთან დაკავშირებით იდეების წარდგენა ნებისმიერი სპეციალობის თუ ასაკის ადამიანებს შეეძლებათ.
IT Startup დღეების ფარგლებში დაგეგმილია კონსულტაციები იდეის მფლობელებისათვის. იდეის მფლობელებს მიეცემათ შესაძლებლობა წარადგინონ თავისი პროექტები სპეციალისტების წინაშე და შექმნან გუნდი, მიიღონ უფასო ინტერნეტ სივრცე პროექტის განსათავსებლად და მცირე დროის შემდეგ დაახლოებით 1 თვეში უკვე გარკვეულ დონეზე დამუშავებული პროექტით წარდგნენ ინვესტორების წინაშე.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ პროგრამისტებს, ვებ-დიზაინერებს, მარკეტინგის და ბიზნესის სპეციალისტებს, რომლებიც მოწონებული იდეის გარშემო უნდა გაერთიანდნენ.
იდეების და ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილ ვებ გვერდზეა შესაძლებელი www.itstartups.ge
IT Startup დღეების პირველი ღონისძიების ფარგლებში 20 იდეიდან ინვესტორების მიერ 4 ინტერნეტ პროექტი იქნა ამორჩეული და მათთან წარმატებულ თანამშრომლობას ახორციელებენ.
|