კურიოზულ სიტუაციაში ვვარდები მგონი...
მოკლედ სხვადასხვა დროს მომწონდა ორი გოგო... ერთი ცოტა ადრე, მეორე კი ცოტა გვიან...
აქტიურობით არ ვაქტიურობდი... და არც რაიმე ნაბიჯი გადამიდგანმს... მაგრამ წესით ხვდებოდნენ ჩემს სიმპათიას მათ მიმართ...
პირველი კარგი ხანია არ მინახავს, მეორესთან კი საერთო ახლობლების საშუალებით მიწევდა ურთიერთობა...
და დაიძრა მგონი რაღაც... ნელ-ნელა დავიწყეთ შეხვედრები... ჯერ ისევ საერთო ნაცნობებთან ერთად... მერე კი ცალკე შევთავაზე შეხვედრა და დამთანხმდა...
და ამ დროს კონტაქტზე გამოდის ის პირველი გოგო...
ცოტა ხნით საზღვარგარეთ იყო წასული...
ძალიან ჩვეულებრივად...
მომიკითხა...
მოვიკითხე...
და ამ გოგოსაც უნდა შევხვდე...
დამალვას ხო არ დავიწყებ...
ხო და აღარ ვიცი არჩევანი როგორ გავაკეთო...
ორივესთან ერთდროულად ურთიერთობა არ ჯდება ჩემი მორალის ჩარჩოებში...
არადა არჩევანის გაკეთებაც მიჭირს...
რადიკალურად განსხვავებული გოგონები არიან და ორივე მიმზიდველი და საინტერესოა ჩემთვის...
რჩევები და ჭკუის სწავლება არ მჭირდება, რა ვქნა და როგორ ვქნა...
მაინც არ დაგიჯერებთ

უბრალოდ ვისაც გინდათ დაწერეთ რა იქნებოდა თქვენი აზრით სწორი ნაბიჯი ამ დროს...
Mens sana in corpore sano...