უცნაური პარადოქსი შევნიშნე -ყველა პარტია საკუთარ რევოლუციას აწყობს და გვპირდება სხვებს არ გაიკარებს.ისინი იქნებიან ახალი ამბოხების გრაალის მცველები, ხოლო დანარჩენებს შეუძლიათ სახლში დარჩნენ.
ამდენი პატარა ლენინი ერთდროულად მოევლინა ქვეყანას მესიად და ეს უფრო მაშინებს თუ ელიტის სოციალური აგრესია უმრავლესობისადმი, ვერ გეტყვით.
კარგი იდეაა „სახალხო ამბოხება“

შეკრიბე 50 000 ადამიანი , შტურმით აიღე მთავრობის სასახლე ,შეცვალე მიშა გრიშათი ,ხოლო შედეგები კი პოსტფაქტუმ შეიძლება გაანალიზდეს არა?
ჩემო ძვირფასო ამბოხების იდეით შეპყრობილო თანამოქალაქეებო , იმედები მინდა გაგიცრუოთ. მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში უარესი გველის
თუნდაც ამ იდეის ტორპედირებით მოქმედი პოლიტიკოსები ფარისევლები არიან. დიდი საფრთხეა, რომ ცვლილება მხოლოდ ელიტის ზედაფენას შეეხოს, ხოლო არსებითი პოლიტიკური რეფორმები "სტაბილიზაციამდე" გადაიდოს. ამიტომაც მე პას , მეტიც, მე მეზიზღება სახალხო ამბოხებები, ბუნტები. თქვენ წარმოიდგინეთ 22 დეკემბერიც და უსახო ვარდების პუტჩიც , რომელმაც რესპუბლიკის (ხალხის მმართველობის ) სახელობის მოედანი საკუთარი აჯანყების პანთეონად გადაააქცია. ერთგვარად სიმბოლურად, მაგრამ გარკვეულწილად ახალი ელიტის მიმთვისებლური ვნებები თავიდანვე გამოავლინა.
ჰო ვიცი , კონფორმისტი ვარ, ლატენტური მიშისტი,ალაფანი

, მაგრამ დიდი ხანია გაკვირდებით და უფროდაუფრო მაშინებთ .
არადა, ქვეყანაში სოციალური კრიზისია . ელიტის პოლიტიკა უპირისპირდება საშუალო ფენის ინტერესებს . ფაქტიურად ეს ყველაფერი ამ ფენის განადგურებას და უკიდურესობამდე მისულ სოციალურ უთანასწორობას იწვევს.
ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
საქართველო, რომელიც თეორიაში იყო სოციალური სოლიდარულობის მსოფლმხედველობის ბუდე, რეალურ პოლიტიკაში იქცა გაქსუებული ელიტისა და დანარჩენი საზოგადოების შესაძლო კონფლიქტის ზონად.
ელიტა დაშორდა ხალხს. მეტიც, მისი ნაბიჯები ესაა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების საწინააღმდეგო პოლიტიკა, რომელმაც წარმოშვა ეს უკიდურესობები.
ზუსტად ელიტამ დაასამარა არჩევნების თემა, აქცია სასაცილოდ, მიწაზე დასცა დემოკრატიზაციის პრობლემა, რომელზეც უმრავლესობას ეცინება . თავისი პიროსის გამარჯვებებით ოპოზიციაზე, მიგვიყვანა რეალურ კრახამდე საგარეო პოლიტიკაში და თეორიაში ლოგიკურია , რაც ხდება ანუ ამბოხებისკენ მისწრაფების გაჩენა . თუმცა ფარისევლობა იქნება სიზმრების სამყაროში ცხოვრება , ერთი დღის იმედზე ყოფნა. ჰმ არა, დღეს არის დრო , როცა გაცილებით მეტი მოვითხოვოთ ვიდრე მიშას თავია და ესაა სტაბილური ქართული სახელმწიფოს განვითარების ვალდებულება.
მაგრამ ამ ეტაპზე, როგორც ჩანს,მოქმედ ელიტასაც აწყობს" გადამწყვეტი ბრძოლა" , ხოლო პოლიტიკანები კი ხალხის ამ შემზარავი სასოწარკვეთილებიდან გამომდინარე ანონსირებული ამბოხების თეორიებს ბოლომდე მიყვებიან.
აქეთკენ კი ხლისუფლებას მივყავართ ,რომელმაც აუცილებლად თვითონ უნდა შეაჩეროს სახელმწიფოს დამმარხველი სოციალური პოლიტიკა+ საარჩევნო კორუფციის დემონტაჟით იხსნას ქვეყანა კატაკლიზმებისაგან ,თუ არა, აგერ მე და აგერ თქვენ .
ქვეყანა ვერ აცდება ნეგატიურ პროცესებს.
გაშინებთ?
დიახაც.
ელიტასაც და პარტიებსაც.

თქვენ არასწორი გზა აირჩიეთ, რომელიც საერთოდ გაუპატიურებს ამ ქვეყანას . მიშიზმით შეპყრობილი გენიოსები დამცინოდით, როცა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების არასწორად წარმართვისას დენთის კასრზე ჯდომას ვვარაუდობდი. ჰმ ,ახდა.
დღეს საუბარია უკვე ამ დენთის კასრის საბოლოო აფეთქებაზე . ერიდეთ ყველა, ეს რეალურია .
მიჯნაზე ვართ და მოგებული მხოლოდ მცირე ჯგუფი შეიძლება აღმოჩნდეს ,რადგანაც რევოლუცია ჭამს თავის შვილებსაც და საკუთარ ღირებულებებსაც.
მე კი ძლიერი საქართველო მინდა, რომელიც შესაძლებელია ,თუმცა დამოკიდებულია ჯანსაღ აზრზე, რომელსაც ჯერ საღათას ძილით ძინავს
This post has been edited by lasha_alo on 7 Mar 2011, 04:50