მოკლედ მგონი თემას სწორ ადგილას ვხსნი თუ შევცდი იმედია არ დამვორნავთ
მაინტერესებს ასეთი რამე
ხვალე მიკეთებენ ფრჩხილის ექსტრაქციას ფეხის დიდ ფრჩხილზე ( მიზეზი არი ფრჩხილის არასწორად შემოჭრის გამო ხორცში ჩაბრუნება , მაქვს შესიებული და ტკივილები იმდენად დიდი რომ ნასკს ძლივს ვიცვამ ფეხზე )
დღეს ვიყავი ერთერთ კლინიკაში და ქირურგს შევახედე თუ არა ეგრევე ამოსაღებია მთლიანადო .. ნუ ლიდოკაინზე ალერგოტესტის შესამოწმებლად გამიშვეს და ხვალ უნდა ამოვიღო ეგ ფრჩხილი .. ჩაბრუნებულ ფრჩხილის ამოკვეთასთან ერთად უნდა ამოიკვეთოს ზედ წანაზარდი ხორცმეტები ? თუ როგორ ხდება?
გამაყუჩებლებთან ცოტა რთულად მაქვს საქმე მაგალითი ( 2007 წელს ავარის შედეგად წარბზე მჭირდებოდა 6 ნაკერის დადება. 4 ჯერ გამიკეთეს ადგილობრივი ანესტეზია და ისიც ძლივს იმოქმედა ხანმოკლედ 2 ნაკერის დადების შემდეგ 6 ცოცხლად დამადეს ) მაინტერესებს რა შეიძლება გაკეთდეს გამაყუჩებლის სახით რომ ეს ფრჩხილის ამოძრობა ნაკლებად სადისტურ ტკივილად შევიგრძნო ...
და ზოგადად ამოკვეთის შემდგომ გადახვევა/მოვლა როგორ ხდება ? მტკივნეულია სიარული?
ან რა რეკომენდაციას გამიწევდით ამ ექსტრაციის შემდგომში?
წინასწარ დიდი მადლობა ყველას ვინც შეწუხდება და რამე რჩევას მომცემთ