#24263667 · 2 Mar 2011, 15:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირობები
კონკურსის მონაწილეთა ასაკი შეზღუდულია 20-დან 35 წლამდე.
საკონკურსო თარგმანი არ უნდა აღემატებოდეს კომპიუტერზე აკრეფილ 10 გვერდს და შესრულებული უნდა იყოს 2010-11 წლის განმავლობაში.
საკონკურსო მასალა - თარგმანის ელექტრონული ვერსია და ამონაბეჭდი 3 ცალად ორიგინალის ტექსტის ქსეროასლთან ერთად მიიღება გამომცემლობა "დიოგენეს" ოფისში (თბილისი, კეკელიძის 6, მე-3 სართული) 2011 წლის 21 თებერვლიდან 21 მარტამდე სამუშაო დღეებში 15-დან 18 საათამდე.
კონკურსის ჟიური დახურული წესით (ნაწარმოების ავტორთა ვინაობა უცნობია ჟიურის წევრთათვის) განიხილავს საკონკურსო მასალას და შეარჩევს გამარჯვებულებს.
ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია გადაეცემა სამ საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელს (პირველი ადგილი - 1500 ლარი, მეორე ადგილი - 1000 ლარი, მესამე ადგილი - 500 ლარი). ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებამ დააწესა სპეციალური პრიზი (800 ლარი) საუკეთესო თარგმანისთვის სპარსულიდან ქართულ ენაზე.
This post has been edited by kacaveika on 2 Mar 2011, 15:08
|