დაიბადა 1920 წლის 20 იანვარს ქ. Rimini, Emilia-Romagna, Italy... - 1937 წლიდან მუშაობდა ჯერ ფლორენციაში, შემდეგ კი რომში ჟურნალისტად, მხატვარ კარიკატურისტად, რეპორტიორად...
1942 წლიდან წერდა სცენარეებს კომერციული მელოდრამებისა და კომედიებისათვის, იღებდა მონაწილეობას Roberto Rossellini -ის ფილმის Rome, Open City -ის სცენარის შექმნაში (1945). როსელინისთან მისი ურთიერთობა გაგრძელდა რამოდენიმე არაჩვეულებრივ ფილმში - Paisa (1946), Europa '51...
აღსანიშნავია მისი თანამშრომლობა რეჟისორ Alberto Lattuada -თან... ერთად მათ შექმნეს ისეთი ფილმები, როგორებიცაა Flesh Will Surrender (1947), The Mill on the Po (1949), Lights of Variety (1950) - არაჩვეულებრივი ფილმი სადაც Giulietta Masina -ც მონაწილეობს, პრინციპში ეს მისი პირველი ფილმია რეჟისორის ამპლუაში...
1952 წ. ეკრანებზე გამოვიდა ფილმი The White Sheik, რომელიც ფელინისათვის პირველი ნამუშევარი იყო, როგორც დამოუკიდებელი რეჟისორისათვის... აქ ისისც აღსანიშნავია რომ ფილმის სცენარისტი მისი ერთგული Ennio Flaiano -ს გარდა, გენიალური Michelangelo Antonioni -ც იყო...
1953 წ. ფელინიმ გადაიღო (ალბათ მისი ერთ-ერთი საუკეთესო) ფილმი The Young and the Passionate... - ფილმი "ვერცხლის ლომის" ლაურეატი გახდა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ასევე ოსკარის ნომინაცია დაიმსახურა... - ფილმის ცენტრში ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაა, თავისი ბანალური შემთხვევებით და ყოველდღიური ყოფით ომისშემდგომი იტალიის ცხოვრებაში...
1954 წ. გამოდის ნეორეალიზმის ერთ-ერთი უდაო შედევრი La Strada (The Road), ოსკარის ლაურეატი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის "ვერცხლის ლომი" -ის მფლობელი... - ფილმის პერსონაჟები - ღატაკი, მოხეტიალე ცირკის მსახიოებებია... ტრაგიკულია და ამავე დროს სასაცილო ფილმის მთავარი გმირი Zampanò, რომელიც არაჩვეულებრივად განასახიერა Anthony Quinn -მა... - რეჟისორმა შექმნა ტრაგიზმით სავსე ნაწარმოები, გვიჩვენა მისი გმირების ცხოვრება სასტიკ და ცივ სამყაროში, გვიჩვენა გარდაუვალი დაღუპვა სილამაზისა... - გვიჩვენა შეურაცმყოფელი და უპერსპექტივო ბრძოლა გადარჩენისათვის...
1957 წ. და Nights of Cabiria... - ფილმი აგრძელებდა "გზის" თემატიკას. არაჩვეულებრივად მძაფრია ფილმის სიუჟეტი, იდეა. აქ საზოგადოება განიხილება მეძავი ქალის თვალებით, რომელიც ოცნებობს დაიწყოს ახალი, ღირსეული ცხოვრება... - ეს ყველაფერი ერთმანეთშია გადახლართული. დრამა დრამას ცვლის და აღწევს აპოგეას ფილმის ფინალში - ცნობილ გამოსამშვიდობებელ კაბირიას ღიმილში...
1960 წ. და კიდევ ერთი შედევრი La Dolce Vita... - Marcello Mastroianni -სა და Anita Ekberg -ის შესანიშნავი დუეტი და რათქმაუნდა გენიალური და მსოფლიო კინემატოგრაფის დედოფალი (ჩემი არჩევანია და გემოვნებაზე არ დაობენ ) ქალბატონი Anouk Aimée !!! - აქ ფელინიმ ფილმი დაამსგავსა გრანდიოზულ ფრესკას. უამრავი სახე, ირონია და რისხვა, ძირდაცემული მაღალი საზოგადოება... - ფელინი გადასწვდა ეკლესიასაც მისი გრანდიოზული მისტიფიკაციებით, პრესას რომელიც ყველაფერს აკეთებს სენსაციური მასალის მოსაპოვებლად და დაკარგული ორიენტაციის მქონე დაბნეულ ინტელეგენციას...
1963 წ. 8½
პრინციპში ფილმი ავტობიოგრაფიულია... - მის ცენტრში დგას რეჟისორი გვიდო ანსელმი (მასტროიანი). აქ გმირის სამყარო, მისი სიზმრები, მოგონებები, ფანტაზიები მჭიდროდ არის გადაჯაჭვული რეალურ ამბებთან. აქ ფელინიმ გვიჩვენა თუ რა იმპულსები ამოძრავებს ხშირად ხელოვანს, თუ როგორი წინააღმდეგობაში იქმნება ხელოვნების ნიმუშები და რაოდენ უზომოა ხელოვანის, როგორც შემომქმედის პასუხისმგებლობა...
The truth is: I do not know... I seek... I have not yet found. Only with this in mind can I feel alive and look at you without shame
ფელინის პირველი ფერადი ფილმი Juliet of the Spirits 1965 წ. გამოვიდა ეკრანებზე... - აქაც რეჟისორი იკვლევს ქალის დრამას, რომელსაც ღრღნის ეჭვიანობის გრძნობა და იტანჯება თავისი პირადი ცხოვრების დანგრევისა და გამო.
1970 წ. შეიქმნა ტელეფილმი Clowns (ჯამბაზები)... - ეს არის ნოსტალგიური ნაწარმოები, სადაც ცირკის თემა აღქმულია როგორც მეტაფორული გამოხატულება უფრო ფართო თემის ანუ სილამაზის იმ ძალის გამოსახატავად, რომელიც ხელოვნებას აკეთილშობილებს.
1972 წ. გამოვიდა კიდევ ერთი ჩემი საყვარელი ფილმი Roma... - აქ წარსულისა და დღევანდელობის სახეები ერთმანეთშია გადახლართული და თითქოს ორივე ერთად მომავლით არიან პრესის ქვეშ გატარებული და რომლის საგანგაშო ფინალიც თავად მაყურებელია ფილმის ბოლოში...
1974 წ. Amarcord -ი ასევე გახდა ოსკარის ლაურეატი საუკეთესო უცხოური ფილმისათვის... - აქ ფელინის თავის ჩვეულ გროტესკულ, თითქმის ანეკდოტურ-სახალისო ფერებში აქვს ყველა სახე შექმნილი...
1979 წ. Orchestra Rehearsal - ფილმი წმინდა ხელოვნებაზე, რომელსაც შეუძლია კაცობრიობა ერთ ძალად შეკრას ქაოსის წინააღმდეგ... 1983 წ. გამოდის კიდევ ერთი ჩემი საყვარელი ფილმი And the Ship Sails On... - ტრაგიკული და კომედიური, რაციონალური და ირაციონალური ქმნის ფელინის შემოქმედებაში მდიდარი ფერებით შეკრულ ნაერთს, სადაც დომინირებს წარმოუდგენელი ძალის ემოცია.
მიმაგრებული სურათი