მიხეილ სააკაშვილმა ჯერ არ იცის, სოჭის ოლიმპიადაში მიიღებს თუ არა საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას
23:07 08-07-2011
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ არ იცის, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში მიიღებს თუ არა საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას, - ამის შესახებ სააკაშვილმა რუსულ რადიოსადგურ "ეხო მასკვისთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებას ოლიმპიური კომიტეტი მიიღებს, მაგრამ თავად მას, ამ მოვლენასთან დაკავშირებით, რთული დამოკიდებულება გააჩნია. სააკაშვილმა აქვე დასძინა, რომ ცალკეულ სოჭელებს წარმატებებს უსურვებს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...atsileobas.html