XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება სომხურ მოსახლეობაში ანტიქართული განწყობილების გაღვივება. იმხანად ქართლ-კახეთის სამეფო აღარ არსებობდა, სომხური მმართველი ზედაფენის ნაწილმა ზურგი შეაქცია თავის ისტორიულ მოკავშირეს და რუსეთში ნაციონალისტური ძალების გულისმოგებაზე დაიწყო ზრუნვა (იხ. მ.გეგუჩაძე: "ქართული დიპლომატია" ტ2)
ეხებოდა რა სომეხი ერის ხასიათს, ცნობილი მეცნიერი მიხაკო წერეთელი იმასაც აღნიშნავდა, რომ "დაიბუდებენ ხოლმე მისუსტებული ერის ტერიტორიაზედ და ხანმოკლე ფარული მდგომარეობისა და სოლიდარობის შემდეგ, პირდაპირ ომს უცხადებენ თავიანთ მასპინძლებს,-ადე შენი ტერიტორიიდან, მე უნდა დავიჭირო იგი, როგორც უფრო ძლიერმა და ნიჭიერმაო" (მ.წერეთელი: "ერი და კაცობრიობა")
საქართველოში დასახლების შემდეგ ი.გვარამიძის თქმით სომხები "არ დასჯერდნენ ჩვენის მამაპაპის სისხლით დაცულ პოხიერს მიწაწყალსა, მისგან მიღებულს მრავალნაირ სიკეთე სიმდიდრესა, გაძღნენ, გაღორდნენ, გაიმაგრეს ურთიერთისგან ზურგები და უწყეს ნგრევა ჩვენსა სათაყვანო ეკლესია–მონასტრებსა", სადაც შესძლეს, დაისაკუთრეს, ხუცური წარწერები წაშალეს და თავიანთებურის წერა დაიწყეს. ბევრგან ქართულ წარწერიანი სასაფლაოები დალეწეს, კათოლიკეთ სასაფლაონი ეკლესიის გარშემო აღარ გააბოგინეს, დღემდის ქურთები, თურქმენები, მაჰმადიანები უფრო კრძალვით და პატივისცემით ეპყრობიან ჩვენს ეკლესიებს და ზოგიერთი სომეხთაგანი კი მტრულად გვეპყრობიან. თბილისსაც ისაკუთრებენ ასპინძა და აბასთუმანი რაღა სახსენებელია."
ი.გვარამიძე ამხელს, რომ ეს არ არის ადგილობრივ ცალკეული გამოვლინება, რომ ეს სომხური გლობალური ნაციონალური პოლიტიკის შედეგია, რომელიც გამომჟღავნებულია მშაკის პუბლიცისტის მიერ გამოთქმულ თეორიაში "სადაც სომხები ცხოვრობენ, სასომხეთი უნდა ვუწოდოთ, თბილისსაც კი".
საქმე იქამდე მივიდა რომ ი.გვარამიძის რწმუნებით ქართველ კათოლიკეებს ეკლესიაში სომხურ წირვა–ლოცვას აიძულებდნენ.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სომხებმა გაამზადეს რუკა პარიზის საზავო კონფერენციისთვის წარსადგენად: და ამ რუკაზე, როგორც სომხეთში შემავალი ტერიტორიები, აღნიშნული იყო–თბილისი, ბორჩალოს მაზრა, ახალციხის მაზრა, მცხეთა, გორი, ბათუმი და ბათუმის ოლქი!

1918 წლის აპრილში, როდესაც თურქეთი საქართველოს (ახალციხის და ახალქალაქის მაზრები) და სომხეთის ტერიტორიაზე (ერევნის გუბერნია) შემოიჭრა, ასი ათასობით სომეხმა ლტოლვილმა ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად საქართველოს შედარებით უსაფრთხო რეგიონებს (თბილისი, თელავი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, აღბულაღი, მანგლისი, ქუთაისი, გორი, დუშეთი) შეაფარა თავი.
საქართველოს მთავრობამ გაატარა საგანგებო ღონისძიებები: 40 მილიონ მანეთზე მეტი გასცა თავისი მწირი ბიუჯეტიდან სომეხი ლტოლვილების დასახმარებლად. შეუქმნა მათ დასახლების პირობები, მოუწყო სამკურნალო და საკვები პუნქტები, გაუგზავნა სამედიცინო პერსონალი და მედიკამენტები და უზრუნველყო მათი უსაფრთხო გადაადგილება.ამის შემდეგ.
სომეხთა ეროვნულმა საბჭომ, რომლის სათავეში დაშნაკები იდგნენ, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის პოლიტიკა სომეხ ლტოლვილთა მიმართ, ნაციონალისტურად შერაცხა. საბჭო მის მიერ შედგენილ დოკუმენტებში (საქართველოს დამფუძნებელი კრებისადმი გაგზავნილი მემორანდუმი "დებულება საქართველოში სომხური ეროვნული თვითმმართველობის შესახებ") ქართველო სოციალ-დემოკრატებს სომე ეროვნულ უმცირესობათა შევიწროებაში, სომეხი ლტოლვილების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებდა.
ამავე პოზიციას იცავდა სომხური პრესაც. ("აშხავატორი, "ორიზონი", "მშაკი", "ნორ ჰორიზონი", "ჟოღოვრდი ძაინი").
ის, რაც 1918-1919 წლებში ვერ შესძლეს იარაღის გამოყენებით სომხებმა, როდესაც საქართველოს მთAვრობას წარუდგინეს ულტიმატუმი ახალქალაქისა და ბორჩალოს დაცლის შესახებ, ახლა საკავშირო კომპარტიის დახმარებით ცდილობდნენ გეგმის განხორციელებას. ამ მიზნით ჯერ კიდევ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ტერიტორიული საკითხების მოგვარების მიზნით რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს 1921 წლის 2 მაისის პლენუმმა შექმნა სპეციალური კომისია, რომლის სხდომები იმავე წლის 11-25 ივნისს მიმდინარეობდა თბილისში.
საქართველოს მიმართ სომეხთა პრეტენზია ასეტი იყო. "ახალქალაქის მაზრა სომხეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს, (მოსახლეობის 72% სომხურია), ამასთან ამ მაზრაში უნდა ჩავრთოთ ორი სომხური სოფელი: მოლიტი და ყაზილ-კილისი, რომლებიც ტაბაწყურის ჩრდილოეთითაა არჯევანის ქედამდე. ამასთანავე აღნიშნულ რაიონს უნდა გამოაკლდეს ხიზაბავრის ქართულმოსახლეობიანი უბანი"
ეს ისე. ისტორია რომ იცოდეს ბევრმა...
დაინტერესების შემთხვევაში ამას გაგრძელებაც აქვს. აქ არ მთავრდება. ძალიან დიდი პოსტი რომ არ გამოვიდეს უბრალოდ....
სანამ ვინმე ფაშისტობას და ქსენოფობიას დამწამებს. მანამდე ხელი ჩააყოლოს ხერხემალს.
This post has been edited by ozzy_ka10 on 9 Jul 2011, 11:41
ცოტა ნელა ილაპარაკე.. ###ზე დაკიდებას ვერ ვასწრებ..
--------