#31820380 · 24 Jun 2012, 20:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2012 წლის ოქტომბერში ვენესუელაში 6 წლის ვადით პრეზიდენტს ირჩევენ......ძირითადი კანდიდატი ორია: უგო ჩავესი და ენრიკე რადონსკი.
უგო ჩავესი ვენესუელას 1999 წლიდან მართავს. * * * ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი 7 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა. მის მხარდასაჭერ დემონსტრაციაზე კარაკასის ქუჩებში ათეულ ათასობით მოქალაქე გამოვიდა. პრეზიდენტს სამფეროვანი ქურთუკი ეცვა, რომელიც სიმბოლურად ქვეყნის დროშის ფერებს განასახიერებდა.
რამდენიმე დღის წინ ონკოლოგიურ დაავადებასთან მებრძოლმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლო ანალიზების პასუხები დამაკმაყოფილებელია და თავს კარგად გრძნობს. ამის დასტურად შეკრებილების წინაშე იგი სამსაათიანი ემოციური სიტყვით გამოვიდა.
ოქტომბრის არჩევნებზე ჩავესის მოწინააღმდეგე 39 წლის ენრიკე კაპრილესი იქნება, რომელიც 30 სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატია. ზოგიერთ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ კაპრილესს შეუძლია რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს ჩავესს, რომელიც პრეზიდენტად პირველად 1999 წელს აირჩიეს.
|