ნიკოლო პაგანინი დაიბადა იტალიის ქალაქ გენუაში,ღარიბ ოჯახში. ის იყო ანტონიო და ტერეზა პაგანინის მესამე შვილი. მამამისი ანტონიო კაზინოში თამაშობდა და ოჯახის ბოლო ფულს ხარჯავდა. ფულს ის მანდოლინაზე დაკვრით იღებდა. 5 წლის ასაკში ნიკოლო პაგანინიმაც დაიწყო მანდოლინაზე დაკვრა. მისი მასწავლებელი მამამისი იყო, ხოლო შვიდი წლიდან ვიოლინოზე დაკვრის სწავლას შეუდგა. ნიკოლო მალე დაეუფლა ამ ინსტრუმენტს. ბავშვობიდანვე გადიოდა კონცერტებზე რის შედეგადაც მამამისმა ბევრი ფული იშოვა. ახალგაზრდა ნიკოლოს პირველი მასწავლებლები იყვნენ ჯოვანი სერვეტო და ჯიაკომო კოსტა,მაგრამ მისმა ტექნიკამ მალე გაუსწრო მასწავლებლების ტექნიკას. მამამისმა ნიკოლო პარმაში წაიყვანა რათა განთქმულ მევიოლინე ალესანდრო როლასთან ესწავლებინა, მაგრამ როდესაც მევიოლინემ ნიკოლოს დაკრული მოისმინა,ურჩია ფერდინანდო პაერთან წასულიყო სასწავლებლად. ინტროდუქცია და ვარიაციები ”ლოცვის” თემაზე როსინის ოპერა ”მოსე”-დან, მეოთხე სიმზე, ორკესტრის და ვიოლინოსთვის (1818)
ინტროდუქცია და ვარიაციები პიზიელოს ოპერის თემზე სოლო ვიოლინოსათვის (1820 ან 1821)
”პაგანინის საოცრება” - ეზღვნება თავად ელიზა ბაჩოკის - სოლო ვიოლინოსათვის (1806-1808)
სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის
”მუდმივი მოძრაობა” სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის (1830-ის შემდეგ)
ვარიაცია იოზეფ ვეგელის თემაზე ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის
კანტაბილე და ვალსი - ვიოლინოსა და გირატისთვოს ”ეძღვნება მამაც ბიჭს - სინიორ კამილო სიგორის” (1823-1824)
კანტაბილე რე მაჟორი ვიოლინოსა და გიტარისთვის
გამოსამშვიდობებელი კაპრიზი, დაწერილი ჩემი მეგობარი ბატონი ე. ელიასონისთვის” სოლო ვიოლინოსათვის (1831 ან 1832)
”როგორი ბედნიერი დღეა” სოლო ხმის, გუნდისა და ფორტეპიანოსათვის, ჰარისის ლექსებზე (1830)
”პადუის საოცრებები” - დივერტისმენტი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის
”პატრიოტული სიმღერა” ხმის, გუნდის და ფორტეპიანოსათვის
”ნაპოლეონი” - სავიოლინო სონატა (მეოთხე სიმი)
"სასიყვარულო ადაჟიო" ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის
"სოფლის ბალეტი " ან ვარიაციები კომიკურ თემაზე
"სასიყვარულო დუეტი ვიოლინოსა და გიტარისთვის" (1807)
სონატების კრებული ვიოლინოსა და გიტარისთვის (18 სონატა), 1828 წლის შემდეგ
სონატა გიტარისა და ვიოლინოსათვის "ეძღვნება ელილი დი ნეგროს" (1804)
დიდი სონატა გიტარისა და ვიოლინოსათვის
ტრიო ვიოლას, ვიოლონჩელისა და გიტარისთვის
მიმაგრებული სურათი