#24326849 · 6 Mar 2011, 16:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც წესი პოლიტიკას სხვადასხვაგვარად განმარტავენ.ზოგს მიაჩნია რომ პოლიტიკა არის აზარტული რამ,რადგან ხალხს ყველაფერზე დავა უყვარს.არისტოტელემ კი პოლიტიკას მეცნიერებათა მეცნიერება უწოდა. სამუელ ჯონსონმა პოლიტიკისადმი თავისი უარყოფითი დამოკიდებულება იმით გამოხატა რომმ განაცხადა: პოლიტიკა სხვა არაფერია თუ არა ცხოვრებაში წარმატების მიღწევის საშუალებაო. ჰენრი ადამსმა იგი სისტემაში მოქცეულ სიძულვილად მონათლა.. ერთი და იგივე ცნებას განსხვავებული პოზიციიდან განმარტავენ ხოლმე ამიტომ მაინტერესებს; და თქვენთვის რა არის პოლიტიკა? ვინ მიგაჩნიათ პოლიტიკის ბრწყინვალე წარმომადგენლებად? შეგიძლიად გაიხსენოთ პოლიტიკაზე რაიმე გამონათქვამები,დადოთ წიგნები,ვიდეოები და ასე შემდეგ..
წინასწარ გმადლობთ ყველას : )
პ.ს. იმედია თემა იქ გავხსენი სადაც უნდა გამეხსნა..
--------------------
მაიმუნის გაკაცებას ათასწლეულები დასჭირდა, კაცის გასამაიმუნებლად კი ერთი წუთიც საკმარისია
|