სტატია ბიბისის საიტიდან
http://news.bbc.co.uk/2/hi/health/2633187.stmსაკმაოდ ძველი სხვათა შორის (2003) მარა ჩვენთვის შესაძლოა ახალი.
++++
მეცნიერები ვარაუდობენ რომ იესო ქრისტე და მისი მოსწავლეები შესაძლოა იყენებდნენ კანაფის შემცველ ზეთებს, სხვა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ რომ უძველესი ქრისტიანები იყენებდნენ გარკვეულ სამკურნალო ზეთს რომელიც შეიცავდა კანაფის ექსტრაქტს სახელად "kaneh-bosem".
მკვლევარები ვარაუდობენ რომ ხსენებული ზეთის სხეულზე ზემოქმედებით შესაძლებელი იყო განეკურნათ სხვა და სხვა ფიზიკური და ფსიქიური დაავადება.
კანაფის სამედიცინო მიზნებით იმ დროისთვის გამოყენება დასტურდება არქეოლოგიური დოკუმენტებით.
კრის ბენეტი, ამერიკული ნარკოტიკული ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი აცხადებს რომ მის აღმოჩენებს საფუძვლად დაედო ბიბლიური ტექსტები.
ფართო გამოყენება
სტატია არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ბიბლიაში მოცემულ სასწაულებს, არამედ განიხილავს იმ მოსაზრებას, მოიხმარდნენ თუ არა ძველი ქრისტიანები, მაღალი ეფექტის მქონე მედიკამენტებს სამკურნალო მიზნებისთვის.
არ გამორიცხავს იესოს ბრმად რწმენის დიდ როლს.
კრის ბენეტი ამბობს, რომ კანაფი ფართოდ იყო გამოყენებული იმ დროს სამკურნალო მიზნებისთვის.
"კანაფის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება იმ დროში დასტურდება არქეოლოგიური გათხრებით."
ის ამბობს რომ ძველად ზეთში ურევდნენ დიდი რაოდენობით კანაფის ექსტრაქტს.
"წმინდა მირონსაცხი ზეთი, როგორც ორიგინალ ებრაულ ბიბლის გამოსვლის ტექსტშია მოხსენიებული რეცეპტად, შეიცავდა სამ კილოგრამამდე kaneh-bosem-ს, ნივთიერება რომელიც იდენტიფიცირებული და დადასტურებული პატივსაცემი ეტიმოლოგების, ლინგვისტ-ანთროპოლოგების, ბოტანიკოსების და სხვა სპეციალისტების მიერ, როგორც კანაფის ექსტრაქტი შერეული 5 ლიტრა ზეთში სხვა ბალახებთან ერთად.
"ძველი მირონცხებულნი პირდაპირი მნიშვნელობით ამ საცხებით იყვნენ გაპოხილები".
კრის ბენეტი ვარაუდობს რომ ხსენებულ ნარკოტიკს შესაძლოა იესო ქრისტეც მოიხმარდა თავის მოსწავლეების დახმარებით.
ის წერს: "ძველ დროს, ისეთი დაავადებები როგორიცაა ეპილეფსია, მიიჩნეოდა დემონურ შეპყრობად. მსგავსი დაავადებებისგან განკურვნა ითვლებოდა ავი სულების განდევნად ან სასწაულის მოხდენად.
აღსანიშნავია რომ კანაფის მოქმედებამ აჩვენა, რომ არა მხოლოდ ეპილეფსიისგან შეუძლია განკურვნა, არამედ სხვა ისეთი დაავადებებისგან რომლებსაც იესო და მისი მოსწავლეები კურნავდნენ, როგორიცაა კანის დაავადება, თვალისა თუ მენსტრუალური პრობლემები."
მისტერ ბენეტმა განაცხადა რომ
არაქრისტიანულია მათი დევნა ვინც კანაფის მოიხმარს."თუ კანაფი მთავარი ინგრედიენტი იყო ძველი ქრისტიანული მირონცხების ზეთისა, რაზეც ისტორია მიუთითებს და ამ ზეთის გამოგონებამ იესო აქცია იესო ქრისტედ და მისი მოსწავლეები ქრისტიანებად, მაშინ მათი დევნა ვინც კანაფის მოიხმარს შეიძლება ანტი-ქრისტიანობად ჩაითვალოს."
თუმცა, რა თქმა უნდა, ქრისტიანულმა ჯგუფებმა ამერიკაში უარყვეს ბენეტის დებულებები.
მათ განაცხადეს რომ ბენეტის მოცემულ სტატიაში ფაქტები დამახინჯებულია.
++++
აბა რას ფიქრობთ ჰუზერნო?
მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე რაღაც სტატიები დაიწერა ამ ბოლო დროს და თითქოს გააქტუალურდა. და ამ აქტუალურობასთან ერთად გააქტიურდა ეკლესიის და ქრისტიანი მართლმადიდებლების დამოკიდებულება თემის მიმართ.
საინტერესოა რას ფიქრობს ხალხი ამ თემაზე. თქვენის აზრით იესო მოიხმარდა კანაფის სამკურნალოდ?

))
მე პირადად ამ ზეთებზე პირველი რაც მომივიდა თავში არის დღევანდელი ვითომ "სასწაულმოქმედი" ზეთები. ჩემ სახლშიც მოუტანიათ ოჯახის წევრებს და ბავშვობაშI წამისვია კიდევაც დამწვარ ადგილას მარა..... არც არაფერი უმოქმედია.
მემგონი ამ ზეთების თავი და თავი იმაშია რაზეც ეს კრის ბენეტი ლაპარაკობს. ცარიელი ზეთი რას განკურნავს თუ გამაყუჩებელი არ აქვს შერეული როგორც მინიმუმ, ა ?

)
This post has been edited by დათიკო on 10 Mar 2011, 03:57