სახელწოდება:Valencia Club de Fútbol
ზედმეტი სახელები:Los Ches, Xotos
დაფუძნებულია: 1919 წელს
სტადიონი: მესტალია
ტევადობა: 55 000 მაყურებელი
პრეზიდენტი: მანუელ ლიორენტე (Manuel Llorente Martín)
მწვრთნელი: უნაი ემერი (Unai Emery Etxegoien)
საფეხბურთო კლუბი ვალენსიაკლუბი ვალენსია (Valencia Club de Fútbol, ან შემოკლებით Valencia CF) არის ესპანური პროფესიული საფეხბურთო კლუბი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ვალენსიაში. წარმოადგენს ესპანური ფეხბურთის რიგით მესამე გრანდს და ამ ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს.
ისტორია:კლუბი დაფუძნებულია 1919 წლის 5 მარტს, მისი ოფიციალური რეგისტრაცია თარიღდება 1919 წლის 18 მარტით. კლუბის პირველი პრეზიდენტი ოქტავიო მილეგო (Octavio Augusto Milego Díaz) არჩეული იქნა მონეტის უბრალო აგდებით. საფეხბურთო კლუბმა ვალენსიამ პირველი მატჩი ჩაატარა 1919 წლის 23 მაისს სტუმრად Valencia Gimnástico-სთან და დამარცხდა ანგარიშით 0-1. კლუბმა 1923 წლს გაიმარჯვა რეგიონალურ ჩემპიონატში და პირველად მიიღო უფლება შერკინებოდა ესპანეთის თასის გათამაშებაში ქვეყნის საუკეთესო კლუბებს. იმავე წლის 20 მაისს გაიხსნა ვალენსიას საკუთარი სტადიონი მესტალია 17 000 მაყურებლისათვის.
პირველი წარმატება:1941 წლის 26 ივნისს ვალენსიამ ესპანეთის თასის ფინალში დაამარცხა ესპანოლი 3-1 და თავისი არსებობის ისტორიაში პირველად დაეუფლა საპატიო ტიტულს. იმ დროისათვის ესპანეთის თასის გათამაშება უფრო პრესტიჟულ ტურნირად ითვლებოდა ვიდრე ქვეყნის ჩემპიონატი, რომელშიც პირველად ვალენსიამ 1941-1942 წლების სეზონში გაიმარჯვა. 1943-1944 და 1946-1947 წლების სეზონებში ვალენსია კვლავ ხდება ესპანეთის ჩემპიონი.
წარმატებები ევროპაში:პირველ ევროპულ წარმატებას ვალენსიამ მიაღწია 1961-1962 წლების სეზონში როდესაც ბაზრობათა თასის (მაშინდელი ევროპის ლიგა) ფინალის ორ შეხვედრაში, მესტალიაზე გაანადგურა ესპანეთის ბარსელონა 6-2, ხოლო სტუმრად შეხვედრა ფრედ 1-1 დაასრულა. ვალენსიამ იგივე წარმატება გაიმეორა 1962-1963 წლების სეზონში და ბაზრობათა თასის ფინალში ამჯერად ზაგრების დინამო ორივე მატჩში დაამარცხა: სტუმრად 1-2 და შინ 2-0. 1970 წელს ვალენსიას მწვრთნელად ინიშნება ცნობილი ფეხბურთელი და სპეციალისტი ალფრედო დი სტეფანო და პირველივე 1970-1971 წლების სეზონში ვალენსია მეოთხედ ხდება ესპანეთის ჩემპიონი, ამ წარმატებამ კვლავ გაუხსნა კლუბს გზა ევროპული ასპარეზისაკენ. მიღწეული წარმატებების ფონზე, ვალენსიაში თანდათანობით გამოჩნდნენ ლეგიონერები, ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები: ავსტრიელი კურტ იარა, ჰოლანდიელი ჯონი რეპი, გერმანელი რაინერ ბონჰოფი და არგენტინელი მარიო კემპესი. რაც მოწმობდა კლუბის ევროპულ საფეხბურთო ელიტაში დამკვიდრებაზე. მარიო კემპესი ხდება ესპანეთის საუკეთესო გოლეადორი 1976-1977 და 1977-1978 წლების სეზონებში ზედიზედ. 1978-1979 წლებში ხდება ესპანეთის თასის მფლობელი (ფინალში ამარცხებს მადრიდის რეალს 2-0), შემდეგ სეზონში (1979-1980) ვალენსია აღწევს კიდევ ერთ ევროპულ წარმატებას და თასების მფლობელთა თასის ფინალში პენალტების სერიით 5-4 ამარცხებს ლონდონის არსენალს. ასევე წარმატებით ითამაშა ვალენსიამ ევროპის სუპერთასის ორ შეხვედრაში ინგლისის ნოტინჰემ ფორესტთან (1-2 და 1-0 )და დაეუფლა თავის პირველ ევროპულ სუპერთასს.
დაცემა და აღზევება:80-წლები და ვალენსიას წარუმატებლობები თითქმის ერთად დაიწყო, იცვლებოდნენ მწვრთნელები, ვალი ვალს ემატებოდა, გადაუხდელი ხელფასების ფონზე 1985-1986 წლების სეზონის ბოლოს ვალენსია თავისი არსებობის ისტორიაში პირველად ჩამოქვეითდა ესპანეთის მეორე დივიზიონში. შეიცვალა კლუბის პრეზიდენტი, მწვრთნელი და მომდევნო სეზონში ვალენსია უკვე პრიმერას უბრუნდება ბევრად გაუმჯობებსებული სტაბილური ფინანსური მდგომარეობით, ეს წარმატება გუნდთან ერთად მაშინდელი პრეზიდენტის არტურო ტუსონის და მწვრთნელის ალფრედო დი სტეფანოს დამსახურებაა. 1994 წელს ვალენსიას მწვრთნელად ინიშნება მაშინდელი მსოფლიო ჩემპიონი კარლოს ალბერტო პერეირა, იმ პერიოდში გუნდში მოვიდნენ მეკარე ანდონი სუბისარეტა, თავდამსხმელები რუსი ოლეგ სალენკო, იუგოსლავი პრედრაგ მიატოვიჩი, მაგრამ ვალენსიამ დიდ წარმატებებს მაინც ვერ მიაღწია. მწვრთნელად ხორხე ვალდანის დანიშვნით მდგომარეობა არ შეიცვალა, მითუმეტეს რომ გუნდში უკვე სამხრეთამერიკელი ვარსკვლავებიც იყვნენ: ბრაზილიელი რომარიო, არგენტინელები, არიელ ორტეგა და კლაუდიო ლოპესი.
ევროპული აღიარება:ვალენსიას ახალი წარმატებები გუნდში იტალიელ კლაუდიო რანიერის მოსვლით დაიწყო, 19 წლიანი შესვენების შემდეგ 1999 წელს ვალენსიამ ესპანეთის თასის ფინალში მადრიდის ატლეტიკოსთან ულამაზესი გამარჯვება მოიპოვა 3-0. ამ გამარჯვების შემდეგ გუნდის მწვრთნელად ინიშნება არგენტინელი ექტორ კუპერი, რომელმაც ორჯერ ზედიზედ ვალენსია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, ორივე ფინალური შეხვედრა ვალენსიამ დასანანი მარცხით დაასრულა: 0-3 მადრიდის რეალთან და პენალტების სერია მიუნჰენის ბაიერნთან. 2001 წელს კუპერი ტოვებს ვალენსიას და მწვრთნელად ინიშნება რაფაელ ბენიტესი, რომელმაც 31 წლის შემდეგ, 2001-2002 წლების სეზონში ვალენსია ესპანეთის ჩემპიონობამდე მიიყვანა. ანალოგიური წარმატება ვალენსიამ 2003-2004 წლების სეზონში გაიმეორა. იმავე წელს უეფას თასის ფინალში ვალენსია ამარცხებს მარსელის ოლიმპიკს 2-0 და ევროპის სუპერთასის ფინალში პორტუგალიის პორტოს 2-1.
ვალენსია დღეს:ბოლო წლებში წარმატებები ძირითადად ცალკეული ფეხბურთელების მაღალ კლასზე იყო დამოკიდებული, ამ წარმატებებიდან აღსანიშნავია ესპანეთის თასის 2008 წლის ფინალი სადაც ვალენსიამ დაამარცხა ხეტაფე 3-1 და მეშვიდედ დაისაკუთრა თასი. გასულ სეზონში კი გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში დაიკავა მესამე საპატიო ადგილი და კლუბის მკვეთრად გაუარესებული ფინანსური მდგომარეობის გამო გამოეთხოვა რამოდენიმე წამყვან ფეხბურთელს...
როგორც განვლილ წლებში, წარმატებები და მარცხი ვალენსიას მუდმივი თანამგზავრია, ისევე როგორც წარსულში ვალენსიაში დღესაც თამაშობენ მაღალი კლასის ფეხბურთელები, თაობათა ცვლა ყველა გუნდში მტკივნეულად მიმდინარეობს, მითუმეტეს როცა გუნდის ეკონომიური მდგომარეობა არასახარბიელოა და გაკოტრებამდე ნახევარი ნაბიჯიღა რჩება. როგორც წესი ამ დროს გუნდის მაისური უამრავმა ფეხბურთელმა უნდა მოირგოს, დრო და დასახული ამოცანები ბუნებრივად შეარჩევს იმ დონის ფეხბურთელებს, რომლებმაც ამაყად უნდა ატარონ ჩვენი გუნდის ღირსება და გულშემატკივრების მაღალი მოთხოვნები დააკმაყოფილონ.
ამუნტ ვალენსია!
ტიტულები:ესპანეთის ჩემპიონი (6): 1941/1942, 1943/1944, 1946/1947, 1970/1971, 2001/2002, 2003/2004
ესპანეთის თასის მფლობელი (7): 1941, 1949, 1954, 1967, 1979, 1999, 2008
ესპანეთის სუპერ თასის მფლობელი (1): 1999
უეფას სუპერთასის მფლობელი (2): 1980, 2004
უეფას თასის მფლობელი (3): 1961/1962, 1962/1963, 2003/2004
თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1): 1979/1980
ინტერტოტოს თასის მფლობელი (1): 1998
სეგუნდა დივიზიონის გამარჯვებული (2): 1930/1931, 1986/1987
შემადგენლობა :
"პიჩიჩის" მფლობელი ვალენსიელები:1. მუნდო - 1941/42 (27 გოლი) 1943/44 (27 გოლი)
2. რიკარდო - 1957/1958 (19 გოლი)
3. ვალდო - 1966/1967 (24 გოლი)
4. კემპესი - 1976/77 (24 გოლი) 1977/78 (28 გოლი)
ტელმო სარას პრიზის სამგზის მფლობელია დავიდ ვილია 2005-06, 2006-07 და 2008-09 წლებში.
"სამორას" მფლობელი ვალენსიელები:ეისაგუერე - 1943/44 (32 გაშვებული გოლი)
ეისაგუერე - 1944/45 (28 გაშვებული გოლი)
გოიო - 1957/58 (28 გაშვებული გოლი)
აბელარდო -1970/1971(19 გაშვებული გოლი)
მანსანედო - 1978/79 (26 გაშვებული გოლი)
ოჩოტორენა - 1988/89 (25 გაშვებული გოლი)
კანისარესი - 2000/01(34 გაშვებული გოლი)
კანისარესი - 2001/02 (23 გაშვებული გოლი)
კანისარესი - 2003/04 (25 გაშვებული გოლი)
ლოგოების სახეცვლილება:
ვალენსია ინტერნეტში http://www.valenciacf.comhttp://www.valencia.fci.gehttp://www.ciberche.netთემა ეძღვნება დიდოსტატ მწვრთნელს და ვალენსიას ყოფილ საბადოს :
რაფა ბენიტესს 
წინა თემის ლინკები:
VALENCIA FAN CLUBVALENCIA FAN CLUBVALENCIA FAN CLUBVALENCIA FAN CLUBVALENCIA FAN CLUBVALENCIA FAN CLUBValencia Club De FutbolValencia Club De FutbolValencia Club De FutbolValencia Club De FutbolValencia Club De FutbolValencia Club De FutbolValencia Club de FútbolValencia Club De FutbolValencia Club De FutbolValencia Club de FútbolValencia Club de FútbolValencia Club de FútbolValencia Club de FútbolValencia Club de FútbolValencia Club de FútbolValencia Club de FútbolValencia Club de FútbolValencia Club de Fútbol,Valencia Club De FutbolValencia Club De FutbolValencia Club De FutbolValencia Club De FutbolValencia Club De Futbol©
21.
nikollo
სკაინეტა
www.valenciacf.es
www.ciberche.net This post has been edited by Marco on 14 Mar 2011, 17:13