ალბათ გაინტერესებთ რითი წარდგა შვედური Volvo Geneva Motor Show-ზე და მინდა გითხრათ, რომ ამ ავტომობილის შესახებ სტატია ერთხელ უკვე შემოგთავაზეთ, თუმცა ამჯერად მეტ ინფორმაციას გთავაზობთ და გეტყვით, რომ ვოლვომ ჟენევაში ახალი V60-ის ჰიბრიდული ვარიანტი წარადგინა. ავტომობილს 2,4 ლიტრიანი V ტიპის 5 ცილინდრიანი დიზელის ძრავი და ლითიუმ-იონის ბატარეით აღჭურვილი ელექტრო ძრავი აქვს. დიზელზე მომუშავე აგრეგატი 215 ცხენისძალას და 440 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, ხოლო ელ.ძრავი 70 ცხენისძალას და 200 ნიუტონმეტრს, შედეგად კი ავტომობილს აქვს კომბინირებული 285 ცხენისძალა და 640 ნიუტონმეტრი. ასეთი მონაცემების დახმარებით Volvo V60 Plug-in Hybrid-ი 0-100 კმ/სთ-მდე 6,9 წამში ჩქარდება.

თუკი თქვენ სიმწვანე უფრო მეტად გაინტერესებთ, მაშინ განგანათლებთ და გეტყვით, რომ სრულიად სავსე ბატარეებით ელ.ძრავს შეუძლია 50 კილომეტრის გავლა, თუმცა ამაზე საინტერესო ის არის, რომ ყველაზე ეკონომიური სვლის დროს, ანუ მაშინ როცა ელექტრო ძრავი და დიზელის ძრავი ერთად მუშაობენ ავტომობილი ყოველ 100 კილომეტრზე 1,9 ლიტრ საწვავს მოიხმარს და ყოველ გავლილ კილომეტრზე გარემოს მხოლოდ 49 გრამი CO2-ით აბინძურებს.
რა თქმა უნდა ავტომობილის მფლობელს შეუძლია ავტომობილის ჩვეულებრივ დენცქვიტაში დატენვა, რასაც 7,30 საათი დასჭირდება, თუმცა ცოტა ძლიერი სატენი საშუალებით დატენვის შემთხვევაში ეს დრო შესაძლოა განახევრდეს. ავტომობილის ექსტერიერში თითქმის არაფერი შეცვლილა თუ არ ჩავთვლით სხვანაირ დისკებს და ახალ საღებავს. რაც შეეხება ინტერიერს ავტომობილს აქვს Elmo-ს ტყავის სავარძლები, წინ მოთავსებული, დენზე შესაერთებელი მოწყობილობა და ინფორმაციის ახალი, ჰიბრიდული სისტემა.
სამწუხაროდ ამ მომენტისათვის ფასი არ არის ცნობილი, მაგრამ ვიცით, რომ ავტომობილის გაყიდვები ამ წლის ბოლოსთვის დაიწყება.













წყარო
http://news.drive.ge/index.php?m=74&newsid=2301P.S. პროფესორობას ნუ დაიწყებთ რო მონაცემები შეუძლებელია და შანსი არაა მაგდენი დაწვასო...
P.P.S. სამწუხაროდ ყველა სურათის დადება შეუძლებელია..
* * *





ესეც დანარჩენი სურათები....
წყარო