#26517479 · 18 Jul 2011, 15:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოფიციალური ვერსია ასეთია:
„საქსტატის" მონაცემებით, 2010 წელს უმუშევრობის დონემ 16,3 პროცენტი შეადგინა თბილისი (GBC) - საქართველოში უმუშევრობის დონემ 2010 წელს 16,3% შეადგინა, რაც 0,6%-ული პუნქტით შემცირდა 2009 წელთან შედარებით. "საქსტატში" განმარტავენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად, 2008-2009 წლებში უმუშევრობის დონე (2007 წლის 13,3%-იანი მაჩვენებლიდან წლების შესაბამისად, 16,5 და 16,9%-მდე) საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა, 2010 წელს უმუშევრობის დონის შემცირება კი ეკონომიკის სტაბილიზაციის ერთ-ერთი მანიშნებელია. 2010 წელს, 2009 წელთან მიმართებაში აქტიურობისა და დასაქმების დონეები, შესაბამისად 0,6 და 0,9%-ული პუნქტით გაიზარდა და შეადგინა 64,2% და 53,8%. "საქსტატის" შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებლების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ქალაქის ტიპის დასახლებებში შესაბამისი მაჩვენებლების ზრდით. დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი, თუმცა 2010 წელს 2009 წელთან მიმართებაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ (36%-დან 38%-მდე) და თვითდასაქმებულთა რაოდენობის (63,9%-დან 61,9%-მდე) შემცირებამ აღნიშნული თანაფარდობა 2%-ული პუნქტით შეცვალა. "საქსტატის" მონაცემებით, იქიდან გამომდინარე, რომ სოფლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეწევა შრომით საქმიანობას საკუთარ მეურნეობაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მიხედვით სამუშაო ძალის არსებითი ნაწილი თითქმის უცვლელად არის დასაქმებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში (7,9%), ვიდრე ქალაქის მოსახლეობაში (27,2%). ამასთან, ქვეყანაში უმუშევრობის დონის კლება ძირითადად განპირობებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში შესაბამისი მაჩვენებლის კლებით (1,6%-ული პუნქტით), ვინაიდან სოფლის ტიპის დასახლებებში უმუშევრობის დონე არ შეცვლილა. 2010 წელს 2009 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე უფრო მეტად შემცირდა ქალებში, ვიდრე კაცებში. კერძოდ, უმუშევრობის დონე ქალებში 1 პროცენტული პუნქტით (14,5%-მდე) შემცირდა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებლის კლება 0,2%-ული პუნქტის დონეზე (17,9%-მდე) დაფიქსირდა.
This post has been edited by Geronti on 18 Jul 2011, 15:00
--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
|