გავა ალბათ წლები
და ფოლკლორისტები ამ სიმღერას სადმე, ვინმესთან აღმოაჩენენ
ჩაიწერენ და რუდუნებით შეინახავენ.
სიმღერა იქნება რაჭული "წერეთელმა დაგვიბარა"-ს სტილში შესრულებული
პრეეეე-ზიიი-დეენ-ტმააა მიიი-გვაააა-ტოოო-ვაა
გაჩნდება მერე ატვირთული ვერსიუები იუთუბზე, დეილიმოუშენზე, მაივიდეოზე, ფოლკ-ჯი-ზე და ალაზანი.ჯი-ზე
მერე აი ამ თემაში
პოლიტიკანთა გულახდილი ვიდეოსესიავეშაპო დადებს ამ სიმღერის ვიდეოვერსიას, სადაც თვითონ ასრულებს მეგობრებთან ერთად.
ტექსტის ავტორი კი არავის გაახსენდება.....
ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.
მოარული, და არა მხოლოდ მოარული ხმები ამბობენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკაში გაფრინდა იმისათვის, რომ 19 მარტს გარიდებოდა. როგორც წესი ამერიკას არაფერი მოუვა, ის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა დედამიწაზე, ჰოდა მიშამაც არც აცია, არც აცხელა და გავიდა სამშვიდობოს, ერი და ქვეყანა კი ქვლივიძეს შეატოვა ხელებში.
ჯერ ჰალსტუხი დაღეჭა
მერე ბომბდამშენებს გაექცა
ახლა საერთოდ მიგვატოვა
როდემდე უნდა ვითმინოთ ხალხო?
- რატომ გაქვთ მეგრელებს ”ლ” რბილი? სამაგიეროდ ”ყ” გვაქვს მაგარი....
- აგერ დგას ჩემს ფანჯრებთან ჯარისკაცი და ღრუტუნებს ალბათ რუსია წავალ რამეს ვესვრი © kardu
- მერე მეტროში მოფსმას აკრძალავენ, სკოლებში კედლებზე წერას, ღამით ქუჩაში ღრიალს და აი, მანდ დავკარგავთ ქართველობას © უთეს