nuGaგინდა იდეა?

გააკეთე სარეკლამო მომსახურების ყიდვა-გაყიდვის მოედანი.
ცოტა ვრცლად:
შენს საიტზე ყველას შეეძლება იმ ადგილის შეთავაზება, სადაც შეუძლიათ რეკლამის დადება.
ეს შეეხება არა მარტო ვებგვერდებს. მაგალითად ტაქსის მძღოლმა შეიძლება დაწეროს შენს საიტზე, რომ სურს მისი მანქანის კარებზე 1,5X0,75 მეტრის ზომის ბანერის განთავსება.
შენი საიტის საქმე იქნება, რომ ყველა ეს განცხადება დაახარისხოს კატეგორიებად, და შევსების დროს განცხადების დამდებს ჰქონდეს სრული ინფორმაციის დასადებად საჭირო ველები.
ასევე შენს საიტზე დაიდება იმათი განცხადებებიც, ვისაც სურს რეკლამის შეძენა.
პრინციპი მსგავსი.
მოკლედ რეკლამის გამყიდველები და მყიდველები შეხვდებიან შენს საიტზე.
შენი შემოსავალი შეიძლება იყოს:
1. ფასიანი განცხადებები;
2. წილის აღება ყიდვა-გაყიდვიდან (მაგალითად კონტაქტები იქნება დამალული და ვისაც გახსნა მოუნდება იხდის X ლარს)
3. რეკლამა შენს საიტზე.

იდეა ცოტა დასახვეწია, მარა ცუდი არაა მგონი.
პ.ს. ამ ყველაფერს შეგიძლია ბუხ და პოპუპ დაუმატო.
This post has been edited by ეგრი on 31 Mar 2011, 18:49