#24455319 · 14 Mar 2011, 14:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა ამ თემაში მინდა ვისაუბროთ ახალ მომსახურეობაზე, რომელიც შემოაქვს კომპანია Adnet-ს. თავად მომსახურება უკვე გავრცელებულია საქართველოში, თუმცა ჩვენი კომპანია გთავაზობთ ამ მომსახურების უფრო მოქნილ ვარიანტს. ალბათ ყველამ იცით ისეთი ჟურნალების შესახებ, როგორებიც არის "payless" და "exclusive", ეს ჟურნალები გამოდის თვეში ერთხელ და მომხმარებლებს სთავაზობენ სხვა და სხვა მაღაზიების ვაუჩერებს. ჩვენი კომპანია ამ სერვისს გადაიტანს ინტერნეტ სივრცეში, მომხმარებლისთვის ვაუჩერის მიღება იქნება უფასო და საიტიც შეიძლება ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად განახლდეს. ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ შეტყობინებებს მიიღებთ სმს-ით ან ელექტრონულ ფოსტაზე. აქ ჩნდება ხოლმე ასეთი შენიშვნა, რომ ისედაც ბევრი სარეკლამო სმს მისდის ხალხს ტელეფონზე და ეს მოსაბეზრებელია, ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ, პირველ რიგში, მომხმარებლებს მივცეთ არჩევანის უფლება: მიიღონ შეტყობინება მობილურზე, იმეილზე, ან ორივეზე ერთად. ასევე, კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ თითოეულ მომხმარებელს საშუალება ექნება მონიშნოს ის მაღაზია, სასადილო, კაფე თუ სხვა ფირმა, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებს და თავიდან აიცილოს უსარგებლო შეტყობინებების მიღება. საიტზე დაიდება თითოეული კომპანიის მიერ შემოთავაზებული აქციების ჩამონათვალია და იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მომხმარებელს არ აქვს არჩეული ეს კომპანია, ის საიტზე შესვლისას შეიტყობს ყველა შემოთავაზებას.
ეს არის ჩვენი მომსახურეობის აღწერა, დიდი სიამოვნებით მოვისმენ თქვენს შენიშვნებს, სურვილებს, თუ უბრალოდ აზრს ამ მომსახურების შესახებ. ასევე ძალიან კარგი იქნება, თუკი თითოეული თქვენგანი დაწერს, თუ ყველაზე მეტად რომელი კომპანიებისგან ისურვებდნენ აქციების შემოთავაზებას.
--------------------
ღამით უსუდიოდ დარჩენილ იზვრაშენეცთა თანამანიაკობის ზედამხედველი
|