რუსეთის მოლოდინი იმის შესახებ, რომ გადატანილი სტიქიური უბედურების შემდეგ კურილიის კუნძულების შესახებ დავას იაპონიასთან უფო იოლად მოაგვარებდა, გაცრუვდა.
„ტრაგიკული სიტუაცია, რაშიც იაპონია გამანადგურებელი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ აღმოჩნდა, არანაირ გავლენას არ მოახდენს ტერიტორიულ დავაზე. ეს სულ სხვა საკითხია“, – უთხრა „ინტერფაქსს“ რუსეთში იაპონიის ელჩმა, მასაჰარუ კონომ.
ამით, იაპონიის ელჩმა, პასუხი გასცა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლების განცხადებას, რომ სტიქიური უბედურება განზე გადადებს ტერიტორიულ დავას და გამოიწვევს ორი ქვეყნის დაახლოებას, როგორც ეს აშშ–სა და რუსეთს შორის 11 სექტემბრის შემდეგ, ან რუსეთსა და პოლონეთს შორის სმოლენსკის ტრაგედიის შემდეგ მოხდა:
„ამჯერად ჩვენი ამოცანაა არა პრაგმატულ საკითხებზე ფიქრი, არამედ იაპონელთა დახმარება გადატანილი კოშმარის შემდეგ, მაგრამ გვინდა გვჯეროდეს, რომ ეს მოვლენები შექმნიან ახალ ატმოსფეროს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში“, – განუცხადეს რამდენიმე დღის წინ გაზეთ „კომერსანტს“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=3673