#24580278 · 21 Mar 2011, 23:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
malikula
გამარჯობა.ცოტა ძნელია ზუსტად მიხვედრა თუ რომელ დაავადებას გულისხმობთ,სავარაუდოდ ალბათ კუნთოვანი დისტროფიების ერთ ერთ ტიპს. კუნთოვანი დისტროფიები არის მემკვიდრული დაავადებათა ჯგუფი,რომელიც ხასიათდება გარკვეული ჯგუფის კუნთების პროგრესირებადი დაზიანებით, მათი ფუნქციის დაქვეითებითა და დაკარგვით. ყველაზე ხშირი ამათგან არის "დუშენის დისტროფია",რომელიც არის X ქრომოსომასთან შეჭიდული დაავადება და გადაეცემა დედიდან, ვლინდება მხოლოდ ბიჭებში. თავიდან ბავშვი შეიძლება იყოს სრულიად ჯანმრთელი,გაიაროს ფეხზე და არაფერი არ აწუხებდეს,მაგრამ შემდეგ დაავადება იჩენს თავს. თავდაპირველად ძირითადად მოიცავს მენჯ-ბარძაყის და მხრის სარტყლის კუნთებს,რის გამოც პაციენტს უჭის კიბეზე ასვლა,ფეხზე წამოდგომა და ა.შ.დაავადება არის პროგრესირებადი და ავადმყოფი თანდათან კარგავს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს და სხვა სასიცოცხლო ფუნქციებს. სამწუხაროდ პროგნოზი არის არასაიმედო. შესაძლოა თქვენ სულ სხვა დაავადებას გულისხმობთ,ასევე არსებობს დისტროფიების სხვა ტიპები რომლებსაც უკეთესი პროგნოზი აქვთ,მე მხოლოდ თქვენი მონაყოლიდან რაც ვიფიქრე რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ის დავწერე ,თუ სახელწოდებას გაიხსენებთ დაწერეთ და შევეცდები გიპასუხოთ
|