გამოცდები, თემა რომელიც ყველას აინტერესებს... მოსწავლეს, მასწავლებელსა და თავად დირექტორებსაც. აღნიშნული გადაწყვეტილება ყოფილმა სასჯელაღსრულების მინისტრმა ახლა კი განათლების სამინისტროს ხელმძღვანრელმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო.
რეგიონებშიც აქტიურად მოკიდეს წიგნს ხელი, რფოგორც "სწავლულებმა", ისე განათლება მოწყურებულმა მოსწავლეებმა.
"ჯეონიუსსთან" საუბარში ერთ–ერთმა სკოლის დირექტორმა განუცხადა, რომ სასერთიფიკატო გამოცდები, 20 მარტს იყო დანიშნული, მაგრამ როგორც მათ განუცხადეს აღნიშნული გამოცდა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
"ჯეონიუსი" ვითარებაში გარკვევას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლებთან შეეცადა, თუმცა შეკითხვის დასმის შემდეგ, ტელეფონი რატომღაც გაითიშა. სააგენტო მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა აღნიშნული სამსახურისგან პასუხი მიეღო, გვაინტერესებდა ფლობდა თუ არა სამინისტრო ინფორმაციას, რომელიც დირექტორებს აინტერესებდათ.
საბოლოოდ, "ჯეონიუსმა" პრეს ცენტრთან დაკავშირება მოახერხა.
"თქვენ უმაღლესი განათლება გაქვთ?... როგორ თუ გადაიდო, ამ ეტაპზე სასერთიფიკატო გამოცდების გავლის მსურველთა ჯერ მხოლოდ რეგისტრაცია მიმდინარეობს. გამოცდის თარიღი არ დანიშნულა",– განგვიცხადეს განათლების სამინისტროში.
ამის პარალელურად, სანდო წყარო, რომელიც დაგვიკავშირდა შიშობს, რომ იმ დირექტორებმა, რომლებმაც 2006 წელს სასერთიფიკატო გამოცდა უკვე გაიარაეს იგივეს გამეორება წელსაც მოუწევთ.
"ხუთი წლის წინ აღნიშნული გამოცდა გავიარე, ახლა კი მეუბნებიან ის შედეგები არ ჩაითვლება და გამოცდა ხელახლა უნდა ჩააბაროო",- ირწმუნება დირექტორი
კითხვას სამინისტროს პრეს–სამსახურის მხრიდან გაურკვეველი ირონია მოყვა.
"სწორედ იმას ემსახურება ეს პროექტი, რომ მსგავსი დირექტოირები სკოლის სათავეში არ იყვნენ",– განგვანათლეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებმა და ყურმილი ზრდილობიანად დაკიდეს.
თუმცა საბოლოოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაშოშმინდა და ვებ-გვერდის მისამართი მოგვწერეს, სადაც აღნიშნულ საკითხზე სრული ინფორმაციის მიღება შეუძლებელია.
საიტიდან ვიგებთ, რომ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები საქართველოში წელს პირველად ტარდება. სერტიფიცირება მასწავლებელს საშუალებას მისცემს, გამოავლინოს საგნობრივი ცოდნის მაღალი კომპეტენცია და დაადასტუროს, რომ ფლობს სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებს.
სასერტიფიკაციო გამოცდისთვის დარეგისტრირება წელს შეუძლია ყველა ქართულის, მათემატიკის და უცხო ენების მოქმედ პედაგოგს ერთწლიანი გამოცდილებით. ასევე, ნებისმიერ პირს, რომელიც შესაძლოა ამ ეტაპზე არ რის დასაქმებული მასწავლებლად, მაგრამ აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.
სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაცია 31 მარტამდე გასტანს. გამოცდაზე გასვლა ნებაყოფლობითია და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
როგორც მიხვდით, აღნიშნულ მასალაში საუბარია მასწავლებლებზე და არა დირექტორებზე... მაგრამ რატომღაც, სოფლებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასწავლებლებთან ერთად სასერთიფიკატო გამოცდა დაუყონებლივ სკოლის დირექტორებმაც უნდა გაიარონ.
http://geonews.ge/education/9673-ganatlebis-saministro.html