#24500927 · 17 Mar 2011, 01:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის მიზეზი, როგორც წესი, ესა თუ ის ცხოვრებისეული პრობლემა ხდება, რომლის გადასაწყვეტადაც ადამიანი მის დახმარებას საჭიროებს. როგორც წესი, როდესაც ფსიქოთერაპევტთან მივდივართ, იმიტომ მივდივართ, რომ რაღაც კონკრეტული პრობლემის გადაჭრა გვსურს, და არა იმიტომ, რომ ხასიათი და ტემპერამენტი შეგვიცვალოს. თუმცა, ისიც სავარაუდოა, რომ თუ მსგავსი ცვლილება არ მოხდა რაღაც დონეზე მაინც, ალბათობაა იმისა რომ მსგავსი პრობლემა ისევ განმეორდეს. თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ ძალიან ცოტა თუ მივა ფსიქოთერაპევტთან ან კონსულტანტთან და არ ეტყვი "ჩემი ხასიათისგან მომარჩინეო" ან კიდევ "ტემპერამენტი შემიცვალეო".
თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? როგორია თქვენი გამოცდილება ფსიქოთერაპიიის გავლისა? (თუ გაქვთ ასეთი) და რა დონეზე მომხდარა ცვლილება თქვენს ხასიათში ფსიქოთერაპიის პროცესში და მის შემდეგ?
|