#24490551 · 16 Mar 2011, 15:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით ყველას, თემის სათაურში ვერ განვავრცე სრული აზრი თემის თუმცა ვეცდები უშუალოდ თემაში ავღწერო თუ რას ეხება ჩემი კითხვა.
მოკლედ შეიძლება პირდაპირპროპორციულად ფსიქოლოგიას არ ეხებოდეს თემა, თუმცა უფრო კომპეტენტური განყოფილება არ მომდის თავში.
ერთი სიტყვით და ერთი გაგებით ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველას კარგად მოგვეხსენება ის ფაქტი რომ, არსებობს ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი მომენტი როცა გვიწევს ფიქრის: გახსენებისთვის, რაიმეს გამოგონებისთვის, დაწერისთვის, შექმნისთვის და ნუ მოკლედ რა ჩამოთვლის სრულ სიას.
თუმცა საკუთარ ტავზე დაკვირვების პრაქტიკამ მაჩვენა რომ, ადამიანთა ფიქრის პროცესსში ხანდახან ერთვება ქვეცნობიერად კითხვა შევძლებ ? გავიხსენებ ? მოვიგონებ ? ანუ შიში იმისა მოხდება თუ არა კონკრეტული ფიქრის პროცესის შედეგიანი წარმართვა.
საქმე მხოლოდ კითხვაში შევძლებ? არ არის, საქმე იმაშია რომ, შეიძლება ეს კითხვა იბადებოდეს შიშის სახით ან ზოგადად პესიმიზმის სახით, რომელსაც ადამიანის არსებული შესაძლებლობა შეყავდეს ჩიხში.
მაგალითისთვის პრიმიტიული მაგალითი რომ მოვიყვანო, შეიძლება არსებობდეს სწორად გაჭრილი სარკინიგზო ხაზი, რომელზეც მატარებელი დადგება და A- დან B პუნქტამდე ჩავა რიხინ-რიხინით და იპრობლემოთ, მაგრამ შეიძლება დავკლაკნოთ ხელოვნურად და უაზროდ სარკინიგზო ხაზი, შევიყვანთ უამრავ გვირაბში ავიყვანოთ აღმართზე, დაღმართზე გაუკეთოდ უამრავი არასაჭირო გაჩერება და ასე შემდეგ.
ანუ ზოგადი კითხვა იმაში მდგომარეობს რომ, პესიმისტური აზრი "ვაიმე რო არ გამოვიდეს?", "ვაიმე რომ ვერ შევძლო?", "ვაიმე რომ ვერ გავიხსენო და საკადრისი პასუხი ვერ გავცე?" ამძიმებს თუ არა ხელოვნურად სწორად ფიქრის და აზროვნების პროცესს?
თუ კი მაშინ რას იტყოდით გარდა იმისა რომ უბრალოდ არ უნდა ვიფიქროთ ასეთ რამეებზე, მის მოშორების გზებზე ?
--------------------
Человеческие возможности не имеют предела
Above & Beyond
Coderolog
|