ესეიგი იმდღეს აჭარასთან
მივდივარ ჩემთვის, სახეს მზის ახლადგამოჩენილ სხივებს ვუფიცხებ თვალებმოჭუტული

ამდროს მესმის ასეთი ფრაზა
შვილიშვილი შემეძინა ახალგაზრდავ დიღომში და სახლში არავინ იყო ფული გამომერთვა და მარშუტკისთვის მჭირდება

პირველი რეაქცია ის იყო რომ სიკეთის ინსტიქტმა ეგრევე ჯიბისკენ წამაღებინა ხელი, შემდეგ შევხედე და რაღაც არ მომეწონა სახეზე, მაგრამ ვინაიდან ბოლო 50 თეთრი მქონდა, ხოდა სანამ რამეზე დაფიქრებას მოვასწრებდი ჩემი ერთადერთი 50 თეთრიანი უკვე მის ხელში იყო და მადლობას მეუბნებოდა.
ნუ გავაგრძელე გზა და ახლა უკვე როდესაც აფექტიდან გამოვდიოდი ვხვდებოდი, რაღაც შინაგანი ხმა მკარნახობდა რომ მომატყუეს

მოკლედ ჩავედი ხიდზე ცირკთან მერე იქიდან დინამომდე მერე წერეთელი...
მოკლედ სახლამდე ფეხით ვიარე.

ეს არაფერი, მოკლედ რა ხდება შემდეგ, ჩემი ახლობელი მეწვია მაგ საღამოს, რომელიც დოლიძეზე დადის ინგლისურის კურსებზე, ხოდა ნუ ვილაპარაკეთ რაღაც და მერე მოვუყევი ეს ამბავი, ხოდა აუტყდა სიცილი მე გაშტერებული ვუყურებ. სიცილს რომ მორჩა, მეუბნება დღეს ზუსტად იგივე მომიყვა ჩემმა ჯგუფელმა ინგლისურზეო

ვიღაცამ გამაჩერა ქუჩაში შვილიშვილი შემეძინა და მივეცი 50 თეთრიო

შემდეგ ჩემს რეაქციებს მიხვდებით ალბათ

ხოდა მოკლედ თქვენ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
კიარადა ეს თემა იმისთვის უფროა, რომ მსგავსი შემთხვევა აირიდოთ და თუ ვიღაცამ დიღომში გასასვლელი ფული გთხოვათ არ მისცეთ