სტოკჰოლმის სინდრომი, ბევრს გექნებათ გაგონილი, ფილმებშიც ხშირადაა...
ეს ის მდგომარეობაა, როდესაც დატყვევებულებს უჩნდებათ სიმპათიები თავიანთი დამტყვევებლების მიმართ, ამართლებენ მათ და კარგი წარმოდგენა ექმნებათ მათზე.
როდესაც არსებობს საფრთხე, რომ დამტყვევებელი მათ მიმართ გამოიყენებს ძალადობას ამ დროს ტყვეები პირიქით ამართლებენ აგრესორის ქმედებას, როგორც აუცილებელს "საერთო მიზნის მისაღწევად" და მათ ემხრობიან კიდეც.
თავისი არსით, ეს სინდრომია, მძიმე ფსიქოლოგიური ტრამვა და მათი მექანიზმი აიხსნება თავდაცვის მექანიზმით:
მსხვერპლს იმედი აქვს, რომ თუ ის აგრესორის ყველა მოთხოვნას კარგად შეასრულებს, მაშინ ის უვნებლად გადარჩება და მას არ დასჯიან, ზუსტად ამიტომ მსხვერპლი იწყებს აგრესორის მოქმედებების გამართლებას და მის ულაპარაკო დამორჩილებას.
შესაბამისად, თუკი ერთი დატყვევებული გაქცევისას ან დაუმორჩილებლისას მოკლეს, მაშინ დანარჩენი ტყვეები ამას ხსნიან და აბრალებენ თავად გამქცევს და არა აგრესორს, მათი ტვინი ახდენს ასეთი მოქმედების გამართლებას და ტვირთი გადააქვს მსხვერპლზე, ხოლო აგრესორს ამართლებს, თითქოს ის იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო, ტყვის დაუმორჩილებლობის გამო.
სინდრომი ყალიბდება ტყვედ ყოფნის 3-4 ე დღეს, როდესაც დამტყვევებელი კარგად გაიცნობს საკუთარ მსხვერპლს და გააცნობს მას თავის გეგმებს, თუ რატომ მოქმედებს ასე და როგორ აპირებს მიაღწიოს მიზანს. ასეთ დროს მსხვერპლი იწყებს ფიქრს, რომ აგრესორის მოსაზრება ერთადერთი ჭეშმარიტებაა.
ფსიქოანალიტიკოსები, ამ სინდრომს ასევე ადარებენ პატარა ბავშვის ქმედებას, რომელიც მშობლად აღიქვამს ნებისმიერ მასთან ახლოს მყოფ ძლიერ, დიდ პიროვნებას და ეკვრის მას გადარჩენის იმედად.
მელას თავისი მწვალებელი უყვარდაო
არაფერს გახსენებთ ეს სინდრომი?