ვისთვისაც ვწერ, აინტერესებთ ხოლმე და იქნებ თქვენც დაგაინტერესოთ
სულ ცოტა ხანში მობილური ტელეფონების მაღაზიების თაროებს იხილავს ახალი ფლაგმანი სამხხერთკორეული კომპანია სამსუნგისგან Samsung Galaxy S2.
ახალ გელექსი ეს–ში, წინამორბედთან შედარებით, საკმაოდ ბევრი რამაა გაუმჯობესებული. ჩვენ მათგან ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტებზე გავამახვილებთ ყურადღებას.
დავიწყოთ ყველაზე მთავარით – პროცესორით, რომელიც Galaxy S2–ს აქვს ორბირთვიანი და რომელიც თავის მხრივ მუშაობს 1 გიგაჰერც სიხშირეზე. ის აგებულია ARM Cortex A9 არქიტექტურაზე 45 ნანომეტრიანი ტექნოლოგიური პროცესით. ჩიფსეტიც და რაღა თქმა უნდა, პროცესორიც, თავად სამსუნგის წარმოებულია, პირველს ჰქვია Orion, ხოლო მეორეს – Exinos 4210. ჩიფსეტ ორიონში ასევე შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-400MP, რომელზეც კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მნიშვნელოვნად აჯობებდა გელექსი ეს–ში და S8500 Wave-ში განთავსებულ ვიდეოამაჩქარებელს (PowerVR SGX 540), მაგრამ, როგორც სამგანზომილებიანი თამაშების ტესტებმა აჩვენა, გელექსი ეს 2–ის წარმადობა დაახლოებით LG Optimus 2X–ის დონეზეა, რომელიც პროცესორ Nvidia Tegra 2–ზე და გრაფიკულ ამაჩქარებელ GeForce ULV–ზე მუშაობს, ხოლო ორივე ხსენებულ სმარტფონს მნიშვნელოვნად უსწრებს LG Optimus 3D, რომელსაც სწორედ ის გრაფიკული ამაჩქარებელი აქვს, რომელიც გელექსი ეს–ის პირველ ვერსიაში გამოიყენება. (პროცესორი TI OMAP4430). აქ შეიძლება სხვა ფაქტორებთანაც გვქონდეს საქმე, მაგრამ, ვინაიდან დარწმუნებით ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, აქვე შევჩერდეთ...
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება გაუმჯობესებული ამოლედ დისფლეია. Samsung Galaxy S2–ს აქვს 4,27 დუიმიანი Super AMOLED Plus ტექნილოგიით დამზადებული, კვლავაც 480–800 გაფარფთოების დისფლეი, რომელიც უფრო ნათელი და კონტრასტულია. მასში გამოსწორებულია შეცდომა, რომელიც წინა ვერსიის მოდელებში იყო დაშვებული: ახლა მწვანე ფერის ფიქსელი არის ერთი, როგორც უნდა იყოს, და არა ორი. მართალია, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თვალისთვის შეუმჩნეველია, მაგრამ მაინც...
გაუმჯობესებულია აპარატის კამერაც. ის ახლავს 8 მეგაფიქსელიანი და შეუძლია უმაღლესი ხარისხის ვიდეოს გადაღება 1080პ ფორმატში 30 კადრით წამში. მაგრამ, ალბათ, ბევრისთვის უფრო მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ Samsung Galaxy S2–ში კამერის გვერდით განათებაცაა განლაგებული, რომლის გამოყენებაც არა მარტო ფოტო თუ ვიდეოგადაღებების დროსაა შესაძლებელი.
წინა ვერსიასთან შედარებით, კორეელთა ახალ ფლაგმანს ორჯერ მეტი აქვს ოპერატიული მეხსიერება – 1 გიგაბაიტი. დანარჩენ მაჩვენებლებს შეგიძლიათ ტექნიკური აღწერილობიდან გაეცნოთ, თუმცა, იქამდე გვინდა გითხრათ, რომ შესაძლოა, ზოგიერთ ქვეყანაში Samsung Galaxy S2 Nvidia Tegra 2–ზე მომუშავე გაიყიდოს...
ტექნიკური მონაცემები:
სტანდარტები: GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900, HSDPA 850/900/1900/2100 MHz.
ოპერაციული სისტემა: Android OS v2.3 (Gingerbread).
პროცესორი: Dual-Core 1 GHz ARM Cortex A9 (Exinos 4210), Samsung Orion Cipset.
გრაფიკული ამაჩქარებელი: Mali-400MP.
მეხსიერება: 1 GB RAM, 16/32 GB Storage.
დისფლეი: Super AMOLER Plus capacitive touchscreen, 480-800 გაფართოებითა და 16 მილიონი ფერით. 4,27 დუიმი. მულტითაჩის მხარდაჭერა.
კამერა: 8 მეგაფიქსელი ავტოფოკუსითა და ლედ განათებით. ფუნქციები: ჯი–პი–ეს ფოტო, თაჩ ფოკუსი, სურათის სტაბილიზაცია, სახისა და ღიმილის ამოცნობა. ვიდეოგადაღემა 1080პ ფორმატში 30 კადრით წამში. მეორე კამერა კიდეოზარებისთვის, 2 მეგაფიქსელი.
მონაცემთა გადაცემა: GPRS Class 12, EDGE Class 12, HSDPA + 21 Mbps, HSUPA 5,76 Mbps, Wi-Fi 802.11 a/b/g/n, DLNA, Wi-Fi Direct, GPS (A-GPS), Bluetooth v3.0+HS, microUSB 2.0 (USB On-the-go), 3,5 mm AudioJack, TV-out.
მულტიმედია: Stereo FM Radio with RDS. ვიდეო და აუდიო ფლეიერი შემდეგი ფორმატების მხარდაჭერით: MP4/DivX/XviD/WMV/H.263/H.264, MP3/WAV/eAAC+/AC3/FLAC.
სხვა: აქსელერომეტრი, მიახლოების სენსორი, ჰიროსკოპი, ციფრული კომპასი, Gorilla Glass display, NFC support.
აკუმულატორი: Li-Ion 1650 mAh.
გაბარიტები: 125,3–66,1–8,5 მმ.
წონა: 116 გრამი.
This post has been edited by kobebryant on 1 Mar 2011, 15:19
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)