მამა-ჯეMალი
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8348
წევრი No.: 54170
რეგისტრ.: 23-February 08
|
#24523508 · 18 Mar 2011, 15:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
“საქართველო და მსოფლიო” აგრძელებს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობთან საუბრების ციკლის გამოქვეყნებას, რომელსაც უძღვება გაზეთის “მახვილი მესიისა” მთავარი რედაქტორი შორენა სიხარულიძე. http://geworld.net/society/1218.html- მეუფე, მინდა დაგისვათ ერთი კითხვა, რომელიც საზოგადოებას ძალიან აინტერესებს. თქვენ თითქმის შვიდი წელი პატრიარქის ქორეპისკოპოსი ბრძანდებოდით, შემდეგ კი დატოვეთ ეს თანამდებობა და წახვედით. რატომ წავიდა მეუფე იობი – მართლა იმიტომ, რომ ეპარქიაში უამრავი საქმე ჰქონდა, თუ იყო რაღაც სხვა მიზეზი?- ქორეპისკოპოსობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეპისკოპოსმა, რომელიც ამ თანამდებობაზეა დანიშნული, უშუალოდ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უნდა იმოქმედოს. თითქმის 7 წელი ვიყავი პატრიარქის ქორეპისკოპოსი. მქონდა ჩემი მოვალეობანი განქორწინებასთან, ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით. ბევრი სულიერად შეჭირვებული ადამიანი მოდიოდა მაშინ ჩემთან. ჩემი არაკეთილმოსურნეები ხედავდნენ, რომ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ბოლომდე მორჩილი ვერ ვიქნებოდი იმ ყველაფრის მიმართ, რასაც, სამწუხაროდ, ვხედავდი. ჩემ ირგვლივ ბევრი რამ ისეთი ხდებოდა, რაც ეკლესიისთვის, სასულიერო პირთთვის დაუშვებელი იყო. მე ქორეპისკოპოსი ვიყავი და ჩემთან ბევრი მღვდელმთავარი მოდიოდა და უკმაყოფილებას გამოხატავდა, რომ ეკლესიის საქმეში არასასურველი პირები ერევიან. უწმინდესთან შეთანხმების შემდეგ გადავწყვიტე, რეფორმები გამეტარებინა, წესდებები შეგვედგინა თითოეული განყოფილებისთვის, ფუნქციები გადანაწილებულიყო. ეს უშუალოდ ეხებოდა პატრიარქის მდივანსაც. მავანს და მავანს და არა პატრიარქს (ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული) ეს არ ესიამოვნა... იცით, მე პირდაპირ ადამიანი ვარ, როგორც სახარებაში წერია - “ხო – ხო და არა – არა” - მესამე ჩემთვის არ არსებობს, ის ეშმაკიდან მოდის. დღეს კი რატომღაც, სასულიერო პირთათვის დიპლომატია აუცილებელ თვისებად არის მიჩნეული. ხმამაღლა ვიტყვი, რომ დიპლომატია პოლიტიკოსების საქმეა და არა სასულიერო პირების. სასულიერო პირმა, მით უმეტეს დიდმა იერარქმა იქ, სადაც “ხოა” სათქმელი, ხო უნდა თქვას და სადაც “არა” – იქ არა. მესამე, რაღაც ბუნდოვანი “დიპლომატიური” პასუხი ჩემთვის მიუღებელია. თანდათანობით ურჩ, ჩემი ნების გამტარებელ ქორეპისკოპოსად მიმიჩნიეს და გადაწყვიტეს, რომ ზედმეტი ვიყავი. ყველა პირობა შექმნეს იმისთვის, რომ წამოვსულიყავი. მეც მივხვდი, მართალი სიტყვა იქ არავის სჭირდებოდა და წამოვედი...- დღეს, სამწუხაროდ, ძალიან მომრავლდნენ სოდომ-გომორული ცოდვის მატარებელნი არა მხოლოდ ერში, არამედ ეკლესიაშიც... ამ საშინელი ცოდვის გამო ხომ არ იყო, რომ გარდასულ საუკუნეში ქართულმა მართმადიდებლურმა ეკლესიამ ცოლოსანი ეპისკოპოსები დაუშვა?- მახსენდება მართალი აბრაამი და მისი ძმისწული – ლოთი. ლოთი ქალაქ სოდომში ცხოვრობდა, სოდომ-გომორული ცოდვა იმდენად შემაშფოთებელი და ამაზრზენია, რომ ყოვლადწმინდა სამება ჩამობრძანდა სამი ანგელოზის სახით – ღაღადისი ზეცამდე ამოვიდა, ჩამოვედით, რათა ჩვენი თვალით ვიხილოთ, რა ხდებაო. აბრაამს მაინც ეცოდებოდა ეს ქალაქები გასანადგურებლად; უფალს ევედრებოდა, ორმოცდაათი მართალი მაინც თუ აღმოჩნდა, არ დაწვა ეს ქალაქებიო, მაგრამ სოდომ-გომორში თავისი ცხოვრებით მართალი ათი კაციც კი არ აღმოჩნდა. (ამაში იგრძნობა ადამიანისადმი უფლის უდიდესი სიყვარული. აბრაამი ის წმინდანია, რომელსაც მისი ერთადერთი შვილი უნდა შეეწირა უფლისათვის). ამ საზარელი ცოდვის გამო უფალმა გადაწვა ეს ქალაქები და მათ ადგილას დღეს მკვდარი ზღვაა, რომლითაც უფალი კაცობრიობას შეახსენებს, თუ რა შედეგი მოსდევს ამ ცოდვას – მკვდარ ზღვაში არანაირი ცოცხალი არსება არ ცოცხლობს. ასე სასტიკად სჯის უფალი ამ ცოდვის ჩამდენს... სჯულის კანონში წერია, რომ ხეიბარი, მამათმავალი, ასევე მსახიობი და ისიც, ვისაც მსახიობი ჰყავს ცოლად, არ შეიძლება გახდეს მღვდელი. დღეს, სამწუხაროდ, აღარ ითვალისწინებენ სჯულის კანონის სწავლებას. ამიტომაც არიან ასეთი ცოდვის მატარებელი სასულიერო პირები. ეს, რა თქმა უნდა, დამღუპველია ჩვენი ეკლესიისთვის. ყველაზე უფრო საშინელი კი ის არის, რომ მამათმავლები თითქოს გრძნობენ ერთმანეთს და ცდილობენ, ირგვლივ მხოლოდ თავისნაირი ხალხი შემოიკრიბონ... იცით, შეიძლება კაცს ბავშვობაში გამოუცდელობით რაღაც შეემთხვა, მაგრამ მას შემდეგ აღარ აგრძელებს ამ ცოდვაში ცხოვრებას, იქით გახედვაც აღარ უნდა. ასეთი ადამიანის კურთხევა რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ თუ კურთხევის შემდეგ იგივე ცოდვას დაუბრუნდება, მისი მღვდლად დატოვება ყოვლად დაუშვებელია, ეს არის ღვთის კანონის წინააღმდეგ წასვლა. ვინც ასეთ კაცს ხელს დაასხამს და აკურთხებს, თვითონაც მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის. (ამის შესახებ მითითებულია “მცირე სჯულის კანონში”). რაც შეეხება გარდასულ საუკუნეში არსებულ ცოლოსან ეპისკოპოსებს, რადგან ეკლესიამ ეს დაუშვა, ესე იგი, ამის მიზეზიც არსებობდა... http://geworld.net/society/1218.html---------------------------------------------------- საინტერესო ინტერვიუა... მეუფე პატრიარქის მდივანში რა თქმა უნდა შორენა თეთრუაშვილს გულისხმობს, და მასზე გამოთქვამს უკმაყოფილებას... ასევე არ უარყოფს რომ მამათმავალი სასულიერო პირებიც არიან ეკლესიაში...
|