დედა მარიამის შესახებ რამდენიმე დღის წინ შევიტყვე.
ვფიქრობ არც ისე ბევრი ადამიანი იცნობს ამ წმინდანს, რომელიც დიდი ხანი არ არის რაც წმინდანად შერაცხეს.
დედა მარიამისვის უმთავრესი მცნება მოყვასის სიყვარული იყო.
აი ამონარიდი მისი ბიოგრაფიიდან:
"ორი მონაზონი, დედა ევდოქსია და დედა ბლანდინე, რომლებიც მის დასახმარებლად მოვიდნენ, სულიერი ცხოვრებისაკენ მოუწოდებდნენ, ლიტურგიაზე კონცენტრაციისაკენ, მაგრამ ამაოდ. დედა მარიამი მშვიდად პასუხობდა:
“განკითხვის დღეს მე არ მომკითხავენ ჩემს ასკეტურ მოღვაწეობას ანდა საკურთხევლის წინაშე მეტანიების რაოდენობას. მე მკითხავენ თუ დავაპურე მშიერი, თუ შევმოსე შიშველი, თუ მოვიკითხე პატიმრობაში მყოფი. აი, ამაზე უნდა გავცე პასუხი”დედა მარიამი საკონცენტრაციო ბანაკში გაზის კამერაში მოკლეს, სადაც სავარაუდოდ ის სხვა ქალის მაგივრად შევიდა.
დედა მარიამის შესახებ დაწყვრილებით შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ:
http://www.orthodoxtheology.ge/2011/03/blog-post_17.html
მიმაგრებული სურათი