
AUDI AG-ში გასულ კვირას გაიმართა პრესკომპერეცია სადაც აუდის თავჯდომარე რუპერტ სტადლერმა განაცხადა რომ ეს არის აუდის გაყიდვების საუკეთესო წელიწადი ”ჩვენ ვიზრდებით არამარტო ჩინეთსა ამერიკასა და გერმანიაში არამედ მთელს მსოფლიოში”. მაგრამ ძირითადი გაყიდვები მაინც ჩინეთსა და ამერიკაში დაფიქსირდა.
2010 წელს 1.092.411 ავტომობილი გაიყიდა და მთლიანი მოგება 35.4 მილიარდ ევროს შეადგენს. მაგრამ კომპანიაში დაგეგმილი იყო სულ 1.2 მილიონი ავტომობილის გაყიდვა.
სუფთა მოგება 3.34 მილიარდს უტოლდება და სწორედ ეს გვაჩვენებს როგორი მომგებიანიც არის კომპანია AUDI. წინა წელთან შედარებით ზრდა 19 პროცენტით გაიზარდა და არაპროპორციულად მაღალი შემოსავლების კურსი დაფიქსირდა 35.441 მილიონი ევრო. მნიშვნელოვნათ გაიზარდა ოპერაციული მოგება გადსახადიდან 108.2% და შეადგენს 3.340 მილიონ ევროს. ჯამური ლიკვიდურობის გაიზარდა 25.5 პროცენტით € 13.383 მილიონით. კომპანია 2010 წელს გაყიდა 1.092.411 ავტომობილი რომლებიც 40 ზე მეტ ბაზარზე იყო მიწოდებული. საკმაოდ მაღალი გაყივების დონე დაფიქსირდა აზიის რეგიონებში. ოთხ ბეჭდიანი ბრენდის გაყიდვები ასევე გაიზარდა დასავლეთ ევროპაში (მათ შორის გერმანიაშიც) და რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. გერმანიაში ზრდა ნაკლებად დაფიქსირდა და მხოლოდ 229.157 ავტო გაიყიდა (წინა წლის რაოდენობა 228.844) რაც წინა წლის გაყიდვებთან შედარებით 0.1 პროცენტიან მატებას უდრის. დასავლეთ ევროპაში მიწოდებული იყო 611.905 ავტომობილი ( წინა წლის 588.309 ) რაც წინა წელთან შედარებით 4% ით მეტია. გაერთიანებულ სამეფოში მიწოდება გაიზარდა 99.705 მანქანამდე ( წინა წლის მაჩვენებელი 90.513 ) რაც წინა წელთან შედარებით 10.2 პროცენტიანი მატებაა. ასევე გაიზარდა გაყიდვები იტალიაში სულ მიწოდებული იყო 60.337 ავტომობილი (წინაწლის მაჩვენებელი 57.204) რაც წინა წელთან შედარებით 5.5 პროცენტიან ზრდას გვაძლევს. ჩინეთში გაყიდვები გაიზარდა 43.4 პროცენტით და მიეწოდა 277.938 ავტომობილი ( წინაწლის მაჩვენებელი 158.941 ) ბრენდი ჩინეთის ბაზრის ლიდერი ღცება პრემიუმ სეგმენტის გაყიდვებში. ასევე პოზიტიურად გაიზარდა გაყიდვები ინდოეთშიც 81.1 პროცენტი სულ მიწოდებული იქნა 3.003 ავტომობილი ( წინა წელს 1658 ) ამჟამად ინდოეთის ბაზრისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ A4 A6 და Q5 მოდელები. საგრძნობლად გაიზარდა მიწოდება ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში 101.629 ავტომობილამდე( წინა წლის მაჩვენებელი 82.716 ) რაც წინა წელთან შედარებით 23% მატებაა. Lamborghiniის სპორტული მანქანების მიწოდებამ 1.515 იდან 1.302 ამდე იკლო რაც განპირობებულია ლამბორჯინის მაღალი კლასის (murcielago) დაძველებით. მაგრამ ვარაუდობენ რომ ლამბოსთვის ეს წელი ბევრად წარმატებული იქნება ჟენევაში წარდგენილი Avendator-ის დამსახურებით.
2010 წელს მთლიანათ გაიყიდა 1.150.018 ავტომობილი (lamborghini-ის ჩათვლით) (წინა წლის რაოდენობა 932.260) ანუ ზრდა 24 პროცენტით ასევე 2010 წელს შეიქმნა უფრო მეტი სახის ძრავი ვიდრე წინა წლებში 1.648.193 (ძცელი რაოდენობა 1384240) რაც 19 პროცენტიანი მატებაა. კომპანია აპირებს 11 მილიარდი ევროს ინვესტიცირებას. 2011-2015 წლებში.
დიდი მადლობას უხდის მთლიან მუშა ხელს თომას სიგი (აუდის მართვის გამგეობის წევრი) და ამბობს რომ მათი ასეთი თავდადებისგარეშ ასეთი რეკორდული წელი არ იქნებოდა. და ამის გმაო ყოველ თანამშრომელს ექნება საკმაოდ მაღალი ბონუსური თანხა. თანამშრომელთა რაოდენობა აუდიში გასულ წელთან შედარებით 2.6 პროცენტით გაიზარდა 59 513 ( ძველი მაჩვენებელი 58.011 ).
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის 2011 წლის დასაწყისში უფრო მაღალი მაჩვენებლებია ვიდრე 2010 წლის დასაწყისში იყო დაველოდოთ წლის დასასროლს და სავარაუდოდ ახალ რეკორდს.



წყარო:
http://news.drive.ge/index.php?m=44&newsid=2399
Vorsprung Durch Technik...