#24535934 · 19 Mar 2011, 11:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პრეზიდენტის წლიური ანგარიშიდან ამონარიდები: 1)ჩვენი პროგრამა-მინიმუმი სოფლის მეურნეობაში ასეთია: 2015 წლისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობა დღევანდელ ნიშნულთან შედარებით იქნება გაორმაგებული. ასევე გაორმაგდება სოფლის მეურნეობის ეროვნული ნაწარმის ექსპორტი და საქართველოში წარმოებული ღვინის ბოთლების რაოდენობა ავა წელიწადში 50 მილიონზე. გარდა მსოფლიო ფასებზე დამოკიდებულების შემცირებისა, ეს საწარმოები შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს 2)შედეგად, ჩვენი ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმის მიხედვით, 2015 წლისთვის: - საქართველოს ყველა ქალაქს დააკავშირებს საერთაშორისო სტანდარტის გზა. - დასრულდება თბილისი - ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია და მგზავრობის ხანგრძლივობა 8-10 საათიდან შემცირდება 3 საათამდე. გზის პირველი ეტაპი 2012 და ახალი გვირაბი და მეორე ეტაპი 2014 წელს დასრულდება. - ასევე დასრულდება თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა. - დასრულდება ევროპასთან დამაკავშირებელი რკინიგზის (ბაქო-თბილისი-ყარსის) მშენებლობა და საქართველოს გავლით ტვირთები გადაადგილდება პეკინიდან ლონდონამდე. - მოსახლეობის 70%-ზე მეტი (სოფლის მოსახლეობის ჩათვლით) იქნება გაზიფიცირებული.
3)ჩვენი გეგმა ამბიციურია, მაგრამ მას აუცილებლად შევასრულებთ - 2015 წლისათვის საქართველოში წლიური ვიზიტორების რაოდენობა ავა 5 მილიონზე 4)2015 წლისთვის საქართველოში აშენებული იქნება 17 ჰესი საერთო ჯამში 717 მგვტ. ელექტროენერგიის წარმოებით,...ხოლო მშენებარე მდგომარეობაში იქნება 13 ახალი ჰესი, ჯამში 1007 მგვტ. ელექტროენერგიის წარმოების მოცულობით. ეს იქნება ჩვენი ელექტროენერგიის წარმოების გაორმაგება. ეს არის მილიარდობით დოლარი ჩვენი ეკონომიკის განმტკიცებაში და ჩვენი მოქალაქეების დასაქმებაში 5)ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას, რომელიც 2015 წლისათვის საქართველოში წარმოებული საწვავით მთლიანად დააკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის მოთხოვნილებას და ჭარბ პროდუქციას გაიტანს ექსპორტზე 6)თქვენ იცით, რომ მსოფლიო ბანკმა საქართველო მეცამეტე ადგილზე გაიყვანა ბიზნესის კეთების სიმარტივის მსოფლიო რეიტინგში. ჩვენი გეგმაა, რომ 2015 წლისათვის საქართველო ამ კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შედიოდეს.
7)2015 წლისთვის კი, გაორმაგებული იყოს ჩვენი ექსპორტი და ნომინალური შიდა პროდუქტი. შესაბამისად გაორმაგდეს საექსპორტო სექტორში დასაქმებული ჩვენი თანამოქალაქეების რაოდენობა.
8)2015 წლისათვის ყველა სკოლა იქნება შვეციის და ჰოლანდიის სტანდარტების შესაბამისი, აღჭურვილი პერსონალური კომპიუტერებითა და ინტერნეტით. ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ყველა ოჯახისთვის 9)2015 წლისათვის უკვე დაზღვეულ მილიონ ნახევარ ადამიანს კიდევ ერთი მილიონი დაემატება და ჯამში 2 მილიონ ნახევარი დაზღვეული მოქალაქე გვეყოლება
და ბოლოს : 10)ალბათ შეამჩნიეთ, რომ სხვადასხვა საკითხებზე საუბრისას მე არაერთხელ დავასახელე 2015 წელი. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს განვითარების გრძელვადიანი გეგმის მიხედვით და 2015 წელი არის ამ გეგმის პირველი შედეგების შეჯამების წელი. ჩვენი გეგმა ეფუძნება საქართველოს შესაძლებლობებს, რეფორმათა მიმიდინარეობის არსებულ დინამიკას, ჩვენს რეალურ ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს და უკვე დაწყებულ პროექტებს.
საქართველოს განვითარების გეგმა მოიცავს ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორსა და სახელმწიფო საქმიანობის ყველა მნიშვნელოვან სფეროს, ზოგიერთი მათგანის შესახებ უკვე მოგახსენეთ. რაც ჯერ არ მითქვამს არის ის, რომ 2015 წელს, ჩვენი გათვლებით და დღეს არსებული დინამიკის გათვალისწინებით, საქართველოს მოსახლეობა დაუბრუნდება 5 მილიონიან ნიშნულს. ამ დროისთვის, ჩვენი გეგმით, საქართველოს ბიუჯეტი იქნება გაორმაგებული, უმუშევრობა იქნება ორჯერ შემცირებული, საშუალო ხელფასი 50 პროცენტით გაზრდილი, ხოლო დღეს არსებული დინამიკისა და განხორციელებული დინამიკის მიხედვით, საქართველოს ექნება ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა. ამ მიზნების რეალიზაციას ემსახურება ყველა პროექტი, ყველა პროგრამა და ყველა რეფორმა, რომელსაც ვიღებთ დღეს და განვახორციელებთ მომავალი წლების განმავლობაში. ეს ძალზე სოლიდურ და კონკრეტულ გათვლებზე დაფუძნებული გეგმებია და არც ისე შორსაა დრო, როდესაც ამას მივაღწევთ '''''''''''''' ყურადღება მიაქციეთ ,სიტყვას "ჩვენ"... ეს კაცი სადმე წამსვლელია???
--------------------
ზოგის ბიბლია არის "ულისე"..ბრიყვი ჰგონია ზოგს კი ჯოისი...სხვისი ნაწერი თუ გაგულისებს-- მეტი რა გითხრა.. ხელი მოისვი... :D
|